საზოგადოება აიკრძალება თუ არა თამბაქოს მოწევა კაფეებსა და რესტორნებში? 2016, 18 ივნისი, 15:46 საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა ან უნდა აიკძალოს ან სპეციალური ადგილები გამოიყოს თამბაქოს მოხმარებისათვის, შესაბამისი კანონპროექტი თამბაქოს კონტროლის ალიანსმა შეიმუშავა, თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენლის გიორგი ბახტურიძის განმარტებით კანონპროექტი არამწეველების ჯანმრთელობის დაცვისკენ არის მიმართული გიორგი ბახტურიძე - რესტორნებში და ბარებში დასაქმებული პერსონალის აფსოლიტური უმრავლესობა არის ამ მომწამვლელი აირების სერიოზული ზეგავლენის ქვეშ, ნებისმიერი დახურული ტიპის შენობა რა ფუნქციასაც არ უნდა ატარებდეს ის, საზოგადოებრივი შენობა და სამუშაო ადგილი უნდა იყოს (ეს არ ეხება კერძო სახლებს მხოლოდ) აფსოლიტურად თავისუფალი თამბაქოს კვამლისგან, რაც შეეხება ტრანსპორტს, ტრანსპორტის ყველა ფორმაში უნდა მოხდეს აკრძალვა ტაქსის ჩათვლით და ტაქსის რეგულაციები როცა შემოვა ეს უკვე დაექვემდებარება კანონის მოქმედებას და იმ პერიოდიდან მოხდება აკრძალვა.რესტორნებსა და ბარებზე ვამბობთ რომ დაახლოებით ერთი წელი, მაქისმუმ წელიწად ნახევარი მივცეთ კიდევ დრო იმიტომ რომ 2008 წლიდან ისინი ისედაც ელოდებიან სრულ აკრძალვას და მზადყოფნაში არიან. კანონპროეტქი პარლამენტში უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ წარადგინა, კანონის ამოქმედების შემდეგ აკრძალვა არ გავრცელდება ღია კაფეებსა და ისეთ დაწესებულებებზე სადაც ჰაერის ცირკულაციის საშუალებაა, კანონი დამტკიცების შემთხვევაში 2018 წლიდან ამოქმედდება . 36 1-ს მოსწონს
|