რელიგია რელიგიური სექტის წარმომადგენლებმა ქალიშვილი გააჩუქეს 2016, 18 ივნისი, 13:29 ამერიკის შტატ პენსილვანიაში ბრალი წაეყენათ ცოლ-ქმარს, რომლებიც რელიგიური სექტა ამიშას წარმომადგენლები არიან, 14 წლის ქალიშვილის გაჩუქებისთვის ფინანსური დახმარების სანაცვლოდ. გამოძიების ინფორმაციით დანიელ და სავილა შტოლცფუსმა, რომლებიც ლანკასტერის ოლქიდან არიან ფინანსური კრახის ზღვარზე მყოფებმა 4 წლის წინ თავიანთი ქალიშვილი აჩუქეს ლი კაპლანს.როგორც წყვილმა აღნიშნა, ინტერნეტში ამოიკითხეს, რომ ასეთი ნაბიჯი კანონიერია. დღესდღეობით გოგონას უკვე ორი შვილი ჰყავს კაპლანისგან.პირველი ჯერ კიდევ მაშინ ჩაისახა, როდესაც გოგონა 14 წლის იყო.ამასთანავე სავილა შტოლცფუსმა აღიარა, რომ იცოდა კაპლანთან მისი ქალიშვილის სექსუალური კავშირის შესახებ და ისიც, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში გოგონა კაპლანს ჩაკეტილი ჰყავდა ფირსტერვილის საკუთარ სახლში. ჩხრეკის დროს, რომელიც 51 წლის კაპლანის სახლში განხორციელდა კიდევ 11 გოგონა აღმოაჩინეს 6 თვიდან 18 წლამდე.კაპლანმა აღიარა, რომ შტოლფუსების ქალიშვილთან სექსუალური კავშირი ჰქონდა. ლი კაპლანს და ცოლ-ქმარს ბრალი წაეყენათ სხვადასხვა მუხლით.კაპლანს მასიურ პედოფილიაში ედება ბრალი, ხოლო ცოლ-ქმარს ძალადობრივი სექსუალური ხასიათის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის და აგრეთვე ბავშვების კეთილდღეობის მუქარისთვის. ამიშები ყველაზე კონსერვატიული რელიგიური სექტის წარმომადგენლები არიან. 1720-1775 წლების გადასახლების შემდეგ მათი დიდი ნაწილი ამერიკაში, პენსილვანიის შტატში დასახლდა. ამიშები დღემდე აგრძელებენ მარტივი, მაგრამ მკაცრი ცხოვრების წესით ცხოვრებას. ამიშების დასახლებაში ვერ შენიშნავთ ვერანაირ ტექნიკას, ეწევიან ძირითადად მიწათმოქმედებას, გააჩნიათ პაციფისტური შეხედულებანი და ცხოვრობენ უმთავრესად ბიბლიური კანონებით. ძალიან დაბალია კრიმინალის დონე. 189 6-ს მოსწონს 1-ს არა
|