სხვა საბჭოთა საბავშვო ბანაკის სკანდალური ფოტოები, რომლებმაც საზოგადოება აღაშფოთა 2016, 18 ივნისი, 12:03 1925 წლის 16 ივნისს ყირიმში გაიხსნა საბავშვო ბანაკი სახელწოდებით "არტეკი". პირველ ჯერზე მან მოსკოვიდან, ივანოვოდან და ყირიმიდან 80 პიონერს უმასპინძლა. მეორე წელს კი "არტეკს" უკვე პირველი უცხოური დელეგაცია ეწვია - პიონერები გერმანიიდან. ბავშვები ჯერ ბრეზენტის კარვებში ცხოვრობდნენ. მოგვიანებით სანაპიროზე მსუბუქი, ფანერის ნაგებობები გაჩნდა. 1930 წელს ზამთრის კორპუსიც აშენდა და "არტეკმა" ზამთარშიც დაიწყო ფუნქციონირება. ქვემოთ გთავაზობთ კლოდინ დორის (Claudine Doury) მიერ გადაღებულ ფოტოებს. მან თავისი ნამუშევრებისთვის ორი ძირითადი თემა აირჩია - აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მიმდინარე ცვლილებები და ახალგარდობის პერიოდის მეტამორფოზები. 2004 წელს პარიზში გამოვიდა კლოდინის წიგნი, სახელწოდებით "არტეკი - ზაფხული ყირიმში", რომელშიც თავმოყრილია 1994-2003 წლებში ფრანგი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოები. ეს სერია, თითქმის ერთადერთია, რომელიც არტეკის რეალურ ცხოვრებას ასახავს. მასში არ არის მოსაწყენი, დადგმული, მშრალი, ფორმალური ფოტოები. კლოდინის ყველა ნამუშევარში წარმოდგენილია არტეკის ცხოვრების სინამდვილე - ის, თუ როგორ იზრდებოდნენ, რას განიცდიდნენ და რას გრძნობდნენ ბავშვები. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ფრანგი ფოტოგრაფის ამ ფოტოებმა არაერთგვაროვანი აზრი გამოიწვია - ზოგი აღფრთოვანებული იყო ნამუშევრბით, ზოგმა კი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. როგორც ერთმა პიონერხელმძღვანელმა თქვა: "ეს უბრალოდ საშინელებაა! მის სურათებზე ბავშვები ტანსაცმლით წვანან ლოგინებზე, პირდაპირ ზეწრებზე! უფრო მეტიც, ბანქოსაც კი თამაშობენ"... ალბომის გამოშვებიდან ხუთი წლის შემდეგ კი სწორედ ეს ფოტოები ფიგურირებდა დამამტკიცებელ საბუთებად ბანაკის ადმინისტრაციის მიერ ბავშვების გარყვნასთან დაკავშირებულ სკანდალურ საქმეში. უკრაინელმა ფსიქოლოგებმა დორის უსაყვედურეს ის, რომ მან გადაიღო ფოტოების სერია "პედოფილიისადმი მიდრეკილი ზრდასრულებისთვის". 1.სვეტა, 1994. 2.გურზუფის დასახლება, 2003. 3.ვასია, 1994. 4.საშა №1, 2003. 5. ბანაკი "Кипарисный", 1999. 6. ბანაკი "Речной", ბავშვების გაშლილი საწოლები. 1994.. 7.ირინა, 2003. 8.პაშა, 1994.. 9.ბანაკი «Речной», 2003. 10.საშა, 2003. 11.ბანაკი «Лазурный», 2003. 12.ფილიპი, 2002. 13.მაშა, 2003. 14.იგორი და ტანია, 1994. 15.ბანაკი «Янтарный», 1994. 16.გამარჯვებულები, 1999. 17.ბანაკი «Кипарисный», 1994. 18.იახტ-კლუბი, 1994. 19.იახტ-კლუბი, 1999. 20.ბანაკი «Речной», 1994. 21.სერგეი და ლენა, 1994. 22.ნატაშა, 2002. 23.აუზი, 2003. 24.პლაჟი, 2003. 25.ნასტია, 2003. 26.ბანაკი «Речной», 2003. 27.ბანაკი «Полевой», 1994. 28.ბანაკი «Речной», 2003. 29.კატია და ოკსანა, 2002. 30.ანდრეი და სერიოჟა, 2002. 31.კატია, 2002. 32.იულია და დაშა, 2002. 33.ლიზა და კოლია, 2002. 34.ბანაკი «Речной», 2003. 35.ბანაკი «Кипарисный», 2002. 36.ბანაკი «Лазурный», 2002. 37.ალინა, 2002. 38.ბანაკი «Полевой», 2003. 39.ბანაკი «Речной», 2003.. 40.ჯგუფი «Розовый слон», 2003. 41.ჯგუფი «Розовый слон», 2003. 42.ფესტივალი «Сузір’я», 2003. 43.ბანაკი «Кипарисный», 2002. 9372 8-ს მოსწონს 1-ს არა
|