სხვა გაიცანით კრივის ლეგენდის, მუჰამედ ალის ქალიშვილი! 2016, 15 ივნისი, 14:43 მსოფლიო კრივის ლეგენდალური ბოქსიორი მუჰამედ ალი რამოდენიმე დღის წინ სამუდამო სასუფეველს მიაბარეს!
ბოლო დღეებში საზოგადოების ყურადღება მიიპყრო მუჰამედ ალის ქალიშვილმა - ლაილა ალიმ, რომელიც მუჰამედ ალის მესამე ცოლისგან ჰყავდა. ლაილა ალი ერთადერთი შვილია, რომელიც მამის კვალს მიჰყვა და გახდა პროფესიონალი ბოქსიორი. მუჰამედ ალი იყო 4 ჯერ დაქორწინებული. ამ პერიოდში მას ეყოლა 7 ქალიშვილი და 2 ვაჟიშვილი. ქალიშვილებიდან ლაილა ალიმ, რომელიც ალის მესამე ცოლისგან ეყოლა პროფესიით ბოქსიორობა აირჩია. ლაილა ალიმ პროფესიონალური კრივი 18 წლის ასაკიდან დაიწყო. შესაძლოა მამასთან ვერ შევადაროთ, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს გასაკვირვი, ლაილა ალიმ პროფესიონალური კრივის კარიერა მარცხის გარეშე დაასრულა. ლაილა ალიმ პროფესიონალურ კარიერაში სულ 24 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. აქედან 21 ნოკაუტით მოიგო. მთლიანობაში ლაილა ალის შემოსავალი კრივში 10 მილიონი დოლარია. მამასავით მასაც გაქრუდვის თავგადასავალი გადახდენია, თუმცა მამისგან განსხვავებით ლაილამ სხვა გაძარვა და არა სხვას გააძარცვინა თავი. ლაილამ პირველად დედის ავტომობილი მოიპარა, შემდეგ ორჯერ მარკეტის გაქურდვისას დაფიქსირდა. ლაილა ალის თავგადასავლებს შორის არის გმირობაც. მან სიკვდილს გადაარჩინა ცნობილი ამერიკული ჭიდაობის ვარსკვლავი ჰალკ ჰოუგენი. მოვლენა რამოდენიმე წლის წინ განვითარდა, როდესაც ღრმა დეპრესიაში ჩავარდნილი ჰალკ ჰოგანი თვითმკვლელობას აპირებდა. ზუსტად ამ მომენტში მას დაურეკა ლაილა ალიმ, რომელმაც ამ განხორციელებული ზარით მოჭიდავეს თვითმკვლელობა გადააფიქრებინა. ლაილა ალი ასევე იყო მუჰამედ ალისთვის ყველაზე უსაყვარლესი ქალიშვილი... აქვე წარმოგიდგენთ კრივის ლეგენდის, მუჰამედ ალის ლეგენდარულ ფოტოებს... სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 266 7-ს მოსწონს
|