ფეხბურთი როგორ შოულობს კრიშტიანუ რონალდუ მილიონებს და რაში ხარჯავს მათ 2016, 15 ივნისი, 14:21 Forbes-ის უკანასკნელი რეიტინგის მონაცემებით, კრიშტიანუ რონალდუ 2016 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდა. მოდით, ვნახოთ, როგორ შოულობს ის თავის მილიონებს და რაში ხარჯავს მათ.
უკანასკნელი 12 თვის მანძილზე რონალდუმ გამოიმუშავა 88 მილიონი დოლარი, რამაც ის აქცია პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენად. ამ თანხის მესამედზე მეტი, დაახლოებით 32 მილიონი დოლარი, მან მიიღო კომპანიებისაგან Tag Heuer და Nike. Nike-მა მას გასულ წელს 12 მილიონი დოლარი გადაუხადა. რონალდუს კონტრაქტები აქვს დადებული აგრეთვე კომპანიებთან Herbalife, Castrol, Samsung და KFC. მაგრამ ყველაზე მეტ შემოსავალს ფეხბურთელი ღებულობს მადრიდის "რეალთან" დადებული მეგაკონტრაქტით. გუნდი მას ხელფასის და პრემიის სახით წელიწადში 50 მილიონ დოლარს უხდის. თუ რონალდუ მოისურვებს კლუბის დატოვებას, მისი ახალი მფლობელი იძულებული იქნება "რეალს" ერთი მილიარდი დოლარი გადაუხადოს. არანაკლებ საინტერესოა, რაზე ხარჯავს რონალდუ ამ უზარმაზარ თანხას. მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გატაცებაა ავტომობილები. ის ხშირად დადის 300 ათას დოლარად ღირებული Lamborghini Aventador-თი და არანაკლებ იაფი Maserati-ით. რონალდუს ავტოპარკში ნახავთ აგრეთვე ავტომობილებს Bentley-ს, Porsche-ს და Mercedes-ს. თუმცა ფეხბურთელი ყოველთვის როდია ფრთხილი ავტომობილებთან. ასე, მაგალითად, 2009 წელს მან ჯართად აქცია თავისი Ferrari, რომელშიც 320 ათასი დოლარი ჰქონდა გადახდილი. რონალდუ ცხოვრობს მადრიდის პრესტიჟულ რაიონში 7, 1 მილიონ დოლარად ღირებულ ბინაში, რომლის დამპროექტებელი ცნობილი არქიტექტორი ხოაკინ ტორესია. ბინა მართლაც რომ მდიდრულია და გემოვნებით მოწყობილი. როცა რონალდუს კუთვნილ უძრავ ქონებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ მისი ბინა ნიუ-იორკის ცათამბჯენ "ტრამპ-ტაუერში", რომელიც ფეხბურთელმა 2015 წელს იყიდა 18, 5 მილიონ დოლარად. ამბობენ, რომ რონალდუმ 29 ათასი დოლარი დახარჯა, რომ მისი ბინის შესასვლელში დაედგა ზუსტად მისი მსგავსი ცვილის ფიგურა. ფეხბურთელის სახელი და სიმდიდრე უამრავ ლამაზმანს იზიდავს. მისი გახმაურებული რომანი რუსული წარმოშობის ულამაზეს მოდელ ირინა შეიკთან საყოველთაოდაა ცნობილი. თუმცა 2015 წლის იანვარში წყვილი ერთმანეთს დაშორდა. რონალდუ მოდის მხურვალე მიმდევარია. მას ძვირფასი კოსტიუმები ტანზე ისევე კოხტად ადგას, როგორც საფეხბურთო ფორმა. რონალდუ Armani-ის მოდის სახლის მოდელია და თავადაც უშვებს ქვედა საცვლების ხაზს დიზაინერ რიჩარდ ჩესთან ერთად. ზოგჯერ ფეხბურთელი ადამიანურ სისუსტეებსაც იჩენს, მაგალითად "ოქროს ბურთის" გადაცემის დროს ის ატირდა. ფეხბურთელი დაკავებულია საქველმოქმედო საქმიანობით. მხოლოდ გასულ წელს მან 200 ათასი დოლარი გადაურიცხა პორტუგალიის ონკოლოგიურ ცენტრს და დააფინანსა თავისი 10 წლის ფანატის 100 ათას დოლარად ღირებული ოპერაცია თავის ტვინზე. 502 10-ს მოსწონს
|