მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ტუტანხამონის ხანჯალი არ არის ჩვენი პლანეტიდან
1922 წელს მოხდა მეოცე საუკუნის ნამდვილი სენსაცია - აღმოჩენილი იქნა ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლოებით მოცული ფარაონის საფლავი - ტუტანხამონის. აღმოჩენამ წარმოშვა მრავალი ლეგენდა და საიდუმლო, ერთ-ერთი კი ტუტანხამოს ხანჯალი იყო, რომელიც აშკარად განსვხავდებოდა დედამიწის რკინისგან.
ახლახანს გამოქვეყნებული კვლევა ჟურნალში "Meteoritics & Planetary Science" ამტკიცებს, რომ ხანჯალი მართლაც კოსმოსური წარმოშობის არის, კერძოდ კი ის დამზადებულია "მეტეორული რკინისგან".
ამდაგვარი დასკვნის შემდეგ მეცნიერებმა მოძებნეს ეს მეტეორი - ეს არის რკინის მეტეორი "ხარგა", რომელიც აღმოჩენილი იქნა 2000 ალექსანდრიასთან ახლოს.
ეს ამტკიცებს წარმოუდგენელ ფაქტს, რომ ძველმა ეგვიპტელებმა რკინის ხანამდე დიდი ხნით ადრე ისწავლეს "მეტალთან მუშაობა". ძველმა ეგვიპტელებმა ალბათ დაინახეს "ციდან ჩამოვარდნილი ობიექტი" და მიყვნენ ამ "სასწაულის" კვალს.
ამ აღმოჩენის შემდეგ, მეცნიერებმა როგორც იქნა გაშიფრეს თუ რას აღნიჩნავდა ძველი ეგვიპტური იეროგლიფი "ცის რკინა" ( Небесное железо ).