x
პარტნიორის შერჩევის სხვადასხვა თოერია

როგორ ვირჩევთ მეგობარს, პარტნიორს ან ცხოვრების თანამგზავრს? ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა თეორიები არსებობს. ვეცდები მოკლედ განვიხილო რამდენიმე მათგანი და დაგანახოთ თუ რა დგას ხშირ შემთხვევაში ჩვენი ფიქრების, ინსტიქტების უკან.imageპარტნიორის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთბიოლოგიური, ფიზიოლოგიური, ანატომიური, ზნეობრივი და კულტურული ფაქტორები.ასევე მნიშვნელოვანია დაბადების ადგილი, როგორ ოჯახში გაიზარდა, რელიგია და ასე შემდეგ.ფროიდის აზრით პარტნიორის შერჩევას საფუძვლად უდევს ბავშვის ლტოლვა საპირისპირო სქესის მშობლისადმი.არაცნობიერი პროცესის წყალობით ისინი ახდენენ თავისი სიყვარულის გადატანას სოციალურად მისაღებ ობიექტზე.თუმცა საინტერესოა რატომ ვირჩევთ პარტნიორად ჩვენგან სრულებით განსხვავებულ ადამიანს? ამ საკითხს ვინჩის კომპლემენტარული, იგივე შემავსებელი, მოთხოვნილებების თეორია ხსნის. ამ თეორიის თანამხად, საპირისპირო ნიშნების მქონე ადამიანები ერთმანეთს იზიდავენ.წყვილმა საჭიროა შეავსოს ერთმანეთი.ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ დაბალ მამაკაცს ხშირად მაღალი ქალი მოსწონებია.ყოველი ინდივიდი ეძებს ისეთ პარტნიორს, რომელიც მაქსიმალურად დააკმაყოფილებს მის მოთხოვნილებებს.შეყვარებულებს აუცილებელია ჰქონდეთ მსაგვსი სოციალური ნიშნები, მაგალითად მიზანი, განწყობა, ღირებულებები და ასე შემდეგ. ასევე ისინი ფსიქოლოგიურად უნდა ავსებდნენ ერთმანეთს.კმაყოფილება, სიამოვნება და ჯილდო ეს ის ძალებია, რომელიც ხელს უწყობს პარტნიორების დაახლოვებას.ვინჩი არ მიიჩნევს, რომ ყველამ შესაძლოა იპოვოს ისეთი პარტნიორი, რომელიც მასიმალურად აკმაყოფილებს მას, მის მოტხოვნილებებს.თუმცა ეს თეორია გვეხმარება იმის გარკვევაში, რატომაა მომხიბვლელი ჩვენთვის კონკრეტული ადამიანი.საინტერესოა ის ფაქტი თუ როგორ ხდება პარტნიორის შერჩევა მსგავსი ნიშნების საფუძველზე თუკი საპირისპირო ნიშნების მქონე ადამიანები იზიდავენ ერთმანეთს? ამ კითხვაზე პასუხს ავსტრიელი მეცნიერი, ვაინინგერი თავისი თეორიით გვცემს. მისი აზრით ყველა ადამიანსაქვს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის თვისებები.მაგრამ მამაკაცებს მეტი აქვთ მამაკაცური თვისებები, ხოლო ქალებს - ქალური.პარტნიორებს შორის ჰარმონია შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ისინი შეავსებენ ერთმანეთს.ეს კი შესაძლებელია მათი როგორც მსგავსების, ასევე განსხვავებების მიხედვით.სენტერსის ინსტრუმენტული თეორია გარკვეულწილად ეხმიანება ვაინინგერის მოსაზრებას. ამ შემთხვევაში ხაზი ესმება მსგავს მოთხოვნილებებს, რომლებიც ავსებენ ერთმანეთს.ზოგი მოთხოვნილება უფრო ქალისთვისაა დამახასიათებელი, ზოგი კი მამაკაცისთვის.მურშტეინის სტიმული-ღირებულება-როლის თეორია კი სრულიად განსხვავებულ მოსაზრებას ამტკიცებს. მისი აზრით ინდივიდი ეძებს საუკეთესო ვარიანტს, მისი შერჩევისას კი რამდენიმე ეტაპს გადის.პირველი ეტაპი- სტიმულის ეტაპია, ამ დროს პირველი შთაბეჭდილება გვექმნება ადამიანზე. მეორე ეტაპი გულისხმობს ღირებულებების შედარების ეტაპს.ხოლო მესამე, როლის ეტაპზე პარტნიორები არკვევენ თუ რამდენად თანხვედრაშია მათი როლები ოჯახში ან სხვა სოციალურ გარემოში.მეცნიერების დევისისადა კერკგოფის ფილტრების თეორიის აზრით, პარტნიორის შერჩევისას ყურადღება ექცევა საცხოვრებელ ადგილს, ჰომოგამიას ( სოციალური კრიტერიუმები ), ღირებულებებსა და როლურ მოლოდინებს.

მიუხედავად ყველაფრისა სხვადასხვა ასაკობრივ პერიოდში და სხვადასხვა სიტუაციაში დომინანტურია სხვადასხვაკრიტერიუმი.მნიშვნელოვანია როგორც ფიზკური მიმზიდველობა, სოციალური სტატუსი, თვისებები და ასევე ღირებულებები. თუმცა ბუნებრივია ყველა კრიტერიუმს წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ და ყოველივე უცაბედად, ხშირ შემთხვევაში, არაცნობიერად ხდება.


1
51
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ სამხარაძე 5
მარიამ სამხარაძე 5
51
  
2016, 14 ივნისი, 21:20
თოერია კი არა თეორია
0 1 1