მხატვრობა ვან გოგი - სიგიჟე თუ ხელოვნება ? 2016, 13 ივნისი, 19:38 ალბათ ბევრს გსმენიათ სხვადასხვა ვერსია ვან გოგის ყურის მოჭრასთან დაკავშირებით. ეს ფაქტი მრავალგზის არის განხილული. წლების განმავლობაში არ კარგავს აქტუალობას. თითოეული სტატია და კვლევა სხვადასხვა ვერსიას განიხილავს. ვეცდები შევაჯამო და განვიხილო რამოდენიმე მათგანი. რატომ მოიჭრა ვან გოგმა ყური? საინტერესეოა იყო ეს ქმედება ხელოვნებისთვის თავგანწირვა თუ ეს უბრალოდ შიზოფრენიის ტიპიური გამოვლინება აღმოჩნდა?
![]() პირველი ეს არის „დაავადება და დაკარგული სიტვარული“. ესახსნა განმარტება დაფუძნებულია იმაზე, რომ პირველ რიგში ეს ეხება მის ძმას თეოს, რომელთანაც მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა, როგორც ფინანასური ასევე ემოციური. ვან გოგი შიშობდა, რომ მისი დაოჯახების შემდეგ ამ მხარდაჭერას დაკარგავდა. ხოლო მეორეს მხრივ უკავშირდება მის მეგობარს, გოგენს. ის უიმედოდ იყო, რადგან თუ გოგენი წავიდოდა ფიქრობდა, რომ მის მსგავს პარტნიორს საერთო იდეებითა და ერთგულებით ვერ იპოვიდა. აგრესიული იმპულსები როგორც რეაქცია ფრუსტრირებულ ცხოვრებისეულ პირობებზე, საბოლოოდ გოგენის წინააღმდეგ იყო მიმართული. მაგალითად ერთხელ ვან გოგმა მას აბსცენტით სავსე ჭიქაც კი ესროლა. საბოლოოდ ეს ყოველივე საკუთარ თავში დაბრუნდა და საკუთარი ყურის დასახიჩრებით გმაოვლინდა. ![]() მეორე მათგანი ეხება “Lul oder Lel “ ყური თუ პენისი? - ამ ჰიპოთეზით ხაზი ესმევა ვან გოგის ჰომოსექსუალური გრძნობების გამოწვევას. ჰოლანდიურ ჟარგონზე რომ ვთქვათამ სიტყვებმა მიიღო სხვაგვარი მნიშვნელობა. ვან გოგისთვის ყური აღმოჩნდა ფალოსური სიმბოლო და მან თვითკასტრაციას მიმართა. მესამე ჰიპოთეზა ეხება ხარისა და მატადორის ტრადიციას. გამარჯვებული მატადორი ხარის მოჭრილ ყურს რჩეულ ქალს ართმევდა. ვან გოგი დაინტერესდა ამ ტრადიციით მან მოიჭრა საკუთარი ყური და საბოლოოდ მეძავ ქალს წარუდგინა როგორც თავისი არჩევანი. არსებობს კიდევ ერთი ჰიპოთეზა, რომელიც სამედიცინო ვარაუდს ეხება . ვან გოგს ყურში ესმოდა ხმები, ხმაური. მას აკუსტიკური ჰალუცინაციები აწუხებდა და სწორედ ამისგან გასათავისუფლებლდ მოიჭრა ყური. ეს ჰიპოთეზები მხოლოდ ნაწილია იმ სიმრავლიდან რომლებიც სინამდვილეში არსებობს. ამ მოვლენის სხვადასხვა ინტერპრეტაცია ხდება. არსებობს თემები, მოტივები და კონფლიქტები. ინტერპრეტაციების მრავალფეროვნების ერთმანეთთან დაკავშირება შესაძლებელია.ზოგიერთი ახსნა ამოსავალი წერტილიც შეიძლება გახდეს. ეს ასპეკტები შეგვიძლია გავაერთიანოთ.უმეტესი მათგანი მეძავ რეიჩელს უკავშირდება, თუმცა არც მის ჰალუცინაციებსა და დეპრესიას არ გამორიცხავენ. ვან გოგი დღეისათვის ცნობილია მისი ექსპრესიული ნახატებით. ამიტომ ეს ფაქტი ერთ-ერთი ვერსიით წმინდა პეტრეს ყურის მოჭრის ფაქტს უკავშირდება ახალი აღთქმიდან. როგორც ამბობენ, იგი ფიქრობდა ამ მოვლენებზე და ცდილობდა დაეხატა ის. ცდა იმისა, რომ ინტერპრეტაციათა სიმრავლე დასაბუთდეს არის. თუმცა, ეს არ ხდის მსგავს მნიშვნელობებს აღიარებულ, დამაჯერებელ ინტერპრეტაციებად.ზოგიერთი ჰიპოთეზა ერთმანეთის თანხმობაში მოდის ზგოერთი კი არა. ძიება ჯერ კიდევ არ არის დამთავრებულიდა შესაბამისი მეთოდებით მიმდინარეობს, რათა მოიპოვონ დამაჯერებელი ახსნა ამ ფაქტის შესახებ. ![]() ჩემი სტატიიდან გამომდინარე ჩანს, რომ ფსიქოლოგია ერთის მხრივ დაკავშირებულია ხელოვნებასთან. მრავალი მხატვრის ცხოვრების დეტალის ფსიქოლოგიური კვლევა, ახსნდა და დასაბუთებაა შესაძლებელი. 95 2-ს მოსწონს
|