x
ნარატივი
ამბის მოყოლა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.ალბათ შეგიმჩნვიათ, რომ ზოგადად ამბავს ყველა განსხვავებული სტილით ვყვებით.რაც ბუნებრივია მის შინაარსსა და ასევე სხვა გარემო ფაქტორებზეა დამოკიდებული.პიროვნების იდენტობა კონკრეტული ნარატივის მოყოლასა დაგანვითარების უნარშიც აისახება.მაგალითად 2008 წელს გადატანილ ტრაგედიას ომის თვითმხილველები განსხვავებული ემოციითა და თხრობის მანერით გვიამბობენ.

imageპიროვნების ფსიქოლოგია მთლიანი პიროვნების მეცნიერულ შესწავლას წარმოადგენს. ჯერ კიდევ 1930 წლიდან პიროვნების ფსიქოლოგები ფსიქოლოგიური ინდივიდუალობის ახსნას ცდილობენ.ისინი იკვლევენ თუ რატომ ფიქორბოს, გრძნობს, მიისწრაფვის და მოქმედებს ინდივიდი სხვა ინდივიდებისგან გასნხვავებულად.ამიტომაც პიროვენბის ფსიქოლოებმა შექმნეს და გამოსცადეს ინდივიდუალური განსხვავებების გაზომვის საშუალებები.თუმცა ყველა მეცნიერს, ფსიქოლოგს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. მაგალითად უოლტერ მიშელი მიიჩნევდა, რომ ადამიანის ქცევა სიტუაციაზეა დამოკიდებული. გორდონ ოლპორტის აზრით პიროვნების განვითარების შესასწავლად პირადი დოკიმენტების გამოყენებაა აუცილებელი. ხოლო ერიქსონი კი ცხოვრებსეული ისტორიების მნიშვნელობას უსვამდა ხაზს.დროთა განმავლობაში განმტკიცდა ახალი ქვედისციპლინა, რომელსაც პიროვნების ნარატიული კვლევა ეწოდება.კვლევის ძირითადი მიზანი, რა თქმა უნდა, არის თუ როგორ განიცდიან ინდივიდები პირონულ ერტობასა და მიზანს თავიანთI განსხვავებული ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე.ნარატიული თეორიები და ცნებები ფსიქოანალიზის მყარ ალტერნატივას გვთავაზობს.პიროვნული ნარატივებისა და ცხოვრებისეული ისტორიების კვლევების უმრავლესობასი ძირითად ცნებას ნარატიული იდენტობა წარმოადგენს, რაც ერთისმხრივ მონათხრობს მოიაზრებს.ნარატიული იდენტობის აგება, როგორც წესი, მოზარდობიდან იწყება.

აღსანიშნავია, რომ იდენტობის ჩამოყალიბების პროცხესის გასაგებად საჭიროა იმის გაგება თუ ინდივიდები როგორ აწყობენ ნარატივებს გამოცდილებისგან.ისინი აყალიბებენ ამ ამბებს თავიანთთვის და უყვებიან სხვებს, ასევე იყენებენ შემეცნებაშიც.როგორც უკვე აღვნიშნე, ამბების მოყოლა ადამიანური ურთიერთობის ძირითადი ფორმაა. მას არსებითი ფუქციის შესრულება შეუძლია ჩვენს ცხოვრებაში.ადამიანები თავიანთი ბუნებით მთხრობელები არიან.ჩვენ საკუთარ ცხოვრებასაც ამბბეის მეშვეობით ვძენთ აზრს.ყოველდღიურ ცხოვრებაში კი ამბების მოყოლა ნარატიულ ანგარიშს იძლევა.ჩვენ ვიცით რა მოხდა, მოვლენის საფუძვლიანი ცოდნა კი გვიბიძგებს მოყოლისკენ.ზოგადად, როდესაც საკუთარი ცხოვრების შესახებ ვყვებით ამით მის სიღრმისეულ მნიშვნელობას ვაგნებთ.გადმოცემის ბევრი ფორმა, მაგალითად როგორიცაა ზღაპრები, მითები, ლეგენდები ცნობილ ადამიანურ კულტურაში იჩენს თავს.ალბათ ამიტომაცაა, რომ გვაქვს მოთხოვნილება ჩვენი ცხოვრება თანმიმდევრული და აზრიანი იყოს.თხრომა ეს თვითგამოხატვის საშუალებაა.ზოგიერთი მეცნიერი იმასაც კი ფიქრობს, რომ ჩვენ ამბების მოსაყოლად ვართ გაჩენილნი, რადგან ეს უნარი განგვასხვავებს ჩვენ ცხოველებისაგან.წარსულის თხრობისას იქმნება სწორედ ისტორია.ადამიანების მიერ ამბების

imageმოყოლას ბუნებრივია სხვადასხვა მიზეზი აქვს.ამბები გვართობენ, გვაცინებენ, გვატირებენ ან თუნდაც ჭკუას გავრიგებენ.ადამიანები მოქმედებას და ცხოვრებას ამბების მეშვეობით ვსწავლობთ.ისინი მორალურ გაკვეთილებსაც კი გვაძლევენ.ამბებს ასევე ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდის, ასპექტის ინტეგრაცია შეუძლიათ.ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ინტეგრაცია და განკურნება მონათხრობებისა და თხრობის ორ ძირითად ფუნქციას წარმოადგენენ.მონათხრობმა შესაძლოა თავი მოუყაროს ჩვენს ცხოვრებას.ფსიქოანალიტიკოსი ბრუნო ბეტელჰემი საბავშვო ზღაპრების ფსიქოლოგიურ ძალაზე წერს. კონკიას შეუძლია ბავშვის ფრუსტრაცია და შემდგომ აღმაფრენაც გამოიწვიოს.მონათხრობის განკურნების ძალა ფსიქოთერაპიის გარკვეულ ფორმებში ძირითადი თემაა. ამ ხერხს იყენებდა ზიგმუნდ ფროიდი ფსიქოანალიზისას.თანმიმდევრული ცხოვრებისეული ისტორიების დალაგება თერაპიის მთავარი მიზანია.ანუ ფსიქოანალიზის მიზანია ნარატივის შექმნა. ამ დროს ხდება ემოციების, გრძნობების გამოხატვა და დაცლა.რაც ბუნებრივია მოქმედებს მენტალურ ჯანდმრთეობაზე.


ზოგადად გამოცდილების ნარატივად ქცევის შესაძლებლობა გამოწვეულია სოციალურ - კოგნიტური განვითარების პროცესის მიერ.

და ბოლოს შეგვიძვლია ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს უნარი შევქმნათ ნარატივები, რომლეიც ვითარდება და იცვლება ცხოვრების ყვეა ფორმაში ისევე, როგორც ავტობიოგრაფიული მტკიცება და ისტორიებისადმი მნიშვნელობის მინიჭების უნარი.




0
2169
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ სამხარაძე 5
მარიამ სამხარაძე 5
2169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0