ცნობილი ადამიანების უკანასკნელი სიტყვები
ადამიანს ყოველთვის აოცებდა სხვა ადამიანის უკანასკნელი სიტყვები. შესაძლებელია მათ სიტყვებში რაიმე სიბრძნე იმალებოდეს, ან უბრალოდ ხუმრობა იყოს.. გთავაზობთ უკანასკნელ სიტყვებს ცნობილი ადამიანების..
1. ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი - ყველამ იცის რომ ბეთჰოვენი ყრუ იყო, მისი ბოლო სიტყვები კი ასეთია "მე გავიგებ სამოთხეში." მეორე ვერსიის თანახმად მან თქვა "ტაში დაუკარით მეგობრებო კომედია დასრულდა" "Plaudite, amici, comedia finita est".
ასევე სხვა ვერსიის თანახმად, როდესაც უკვე მეთორმეტე ღვინის ბოთლი მიუტანეს მან თქვა "სამწუხაროა, სამწუხაროა, ძალიან გვიანია."
2. ნაპოლეონ ბონაპარტი - მისი უკანასკნელი სიტყვები იყო "საფრანგეთი, არმია, არმიის უფროსი, ჟოსეფინა"..
3. "ოქტავიან ავგუსტი" რომის პირველი იმპერატორი - თავის ხელქვეითებს უთხრა "მე რომი ვიპოვე თიხის, თქვენ კი მარმარილოსას გიტოვებთ". ხოლო მის მეგობრებს უთხრა - "მე კარგად შევასრულე ჩემი როლი? მაშინ ტაში დამიკარით"
4. ბობ მარლი - მისი უკანასკნელი სიტყვები იყო "ფულით ვერ იყიდი სიცოცხლეს"
5. ლეონარდო და ვინჩი - მან თქვა: "მე შეურაცხყოფა მივაყენე ღმერთსა და ადამიანს, რადგან ჩემი ნამუშევრებით ვერ მივაღწიე იმას, რის მიღწევასაც ვცდილობდი"..
6. ტომას ედისონი ( გამომგონებელი, ბიზნესმენი ) - სიკვდილის წინ ედისონი კომიდან გამოვიდა, თვალები გაახილა და თავის ცოლს უთხრა "იქ ძალიან ლამაზია"..
7. ედგარ ალან პო ( მწერალი ) - მისი უკანასკნელი სიტყვები იყო "ღმერთო დაეხმარე ჩემს სულს"
8. ალფრედ ჰიჩკოკი ( რეჟისორი ) - "არავინ არ იცის რა იქნება ბოლოს. ადამიანი უნდა მოკვდეს, რომ გაიგოს რა ხდება სიკვდილის შემდეგ, თუმცა კათოლიკები "კვებავენ" თავიანთ იმედებს"..
9. უინსტონ ჩერჩილი - "მე ყველაფერმა დამღალა ( შემაწუხა )", ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები კომამდე, რომლიდანაც ის ვეღარც გამოვიდა.
10. სერ არტურ კონან დოილი ( მწერალი ) - მისი უკანასკნელი სიტყვები მიმართული იყო თავისი ცოლისაკენ - "შენ მშვენიერი ხარ"..