ქალი და მამაკაცი საბედისწერო ქალები 2016, 20 ივნისი, 8:59 საბედისწერო ქალი, რომლის სილამაზეს შეუძლია მამაკაცი იქამდე მიიყვანოს, რომ მის ირგვლივ ყველა კედელი დაანგრიოს. ეს არის თემა, რომელიც დღესაც პოპულარული და აქტუალურია. ათასობით წლის მანძილზე იდუმალი, მაცდური ქალის სახე ეძებს თავის გზას და უამრავ ადამიანს ატყვევებს თავისი ძლევამოსილებით. არა აქვს მნიშვნელობა ქალღმერთია ის თუ ჩვეულებრივი მოკვდავი ქალი, მამაკაცები მის გამო იომებენ, მოკვდებიან, იმპერიებს დაანგრევენ, შემდეგ კი დაადანაშაულებენ მას ყოველივე ამაში და შესაძლოა კოცონზეც კი დაწვან. ზებუნებრივი ოსტატობა, რომლის მეშვეობითაც საბედისწერო ქალი ატყვევებს თავის მსხვერპლს, ზოგიერთ მამაკაცს აფიქრებინებს, რომ ის ნამდვილი დემონია, ზოგიერთისთვის კი – მთელი სამყარო. ტროელი ელენე ეს ლეგენდარული, ღვთაებრივი სილამაზის ქალბატონი ერთ-ერთი თქმულების მიხედვით, დაიბადა მას მერე, რაც ზევსი გედად გადაიქცა, ოლიმპოდან ჩამოვიდა და დედამისი აცდუნა, სპარტის მეფის მეუღლე ლედა. 10 წლის ასაკში მშვენიერი ელენე მოიტაცა თესევსმა, მაგრამ ძმები დაეხმარნენ და გამოიხსნეს. ტინდარევსმა, მისმა მიწიერმა მამამ, აიძულა ყველა მისი ხელის მთხოვნელი, ერთგულება შეეფიცათ იმ კაცისთვის, რომელიც მან თავისი ქალიშვილის მეუღლედ აირჩია. ეს იყო მენელაოსი. როდესაც პარისმა, ტროას მეფემ, მოიტაცა ელენე, ყველა მთავარმა ვინც ფიცში მიიღო მონაწილეობა, მენელაოსს მხარდაჭერა გამოუცხადა და ტროას წინააღმდეგ ომში გაჰყვა. ქალაქი 10 წლის მანძილზე ალყაში იყო. ბოლოს ელენე გაათავისუფლეს და მენელაოსს დაუბრუნეს. სალომეა მარკოზის სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელი ჰეროდეადას და მის ასულ სალომეას ვერაგობის გამო დასაჯეს სიკვდილით. მართალია, იესოს ნათლობის შემდეგ, გალილეის მმართველმა ჰეროდე ანტიპამ იოანე საპყრობილეში ჩასვა, ის პატივს სცემდა ნათლისმცემელს და ეშინოდა მისი. ჰეროდეადას კი სძულდა ის იმის გამო, რომ იოანემ ქალი უსჯულოებაში ამხილა და მისი ქორწინება უკანონოდ გამოაცხადა – ჰეროდემ მიატოვა მეუღლე - არაბეთის მეფის ასული და თავისი ძმის, ფილიპეს ცოლი –ჰეროდეადა შეირთო. გალილეის მმართველი უარს ამბობდა რაიმე სახის ზიანი მიეყენებინა იოანესთვის, თუმცა, როდესაც მისივე დაბადების დღეზე სალომეამ სტუმრების წინ ცეკვა დაიწყო, ჰეროდე იმდენად მოიხიბლა, რომ ქალს ნებისმიერი სურვილის შესრულება აღუქვა. დედამ კი ქალიშვილს დაავალა იოანეს თავი მოეთხოვა, მეფემ სტუმრების წინ დადებულ პირობაზე უარი ვეღარ თქვა და ბრძანება გასცა ნათლისმცემლისთვის თავი მოეკვეთათ. ჯალათმა სისრულეში მოიყვანა ბრძანება და სალომეას სინით გადასცა ის, რაც მოითხოვა. ამ უკანასკნელმა კი ჰეროდეადას მიართვა სასურველი ძღვენი. თუმცა, ღვთის რისხვა სამივეს სიცოცხლეშივე დაატყდა თავს – ერთ ზამთარს სალომეამ გაყინულ მდინარეზე დაიწყო ცეკვა, მაგრამ ყინული ჩაუტყდა და მდინარეში ჩავარდა. ქალს თავი ზემოთ დარჩა, სწრაფმა დინებამ სალომეას ტანი მოსწყვიტა. სხეული ვეღარ იპოვეს, თავი კი დედას მიუტანეს. რაც შეეხება ჰეროდეს, არაბეთის მეფემ მის წინააღმდეგ გაილაშქრა თავისი ქალიშვილის მიტოვებისა და შეურაცხყოფისთვის. ჰეროდემ მარცხი განიცადა, რის გამოც იმპერატორმა თავის საყვარელ მეუღლესთან ერთად ჯერ გალიაში გადაასახლა, შემდეგ კი – ესპანეთში. ერთ ღამეს მიწა შუაზე გაიპო, ჰეროდე და ჰეროდეადა უფსკრულში ჩაცვივდნენ. ქალღმერთი კალი ინდუისტური ქალღმერთი, ღვთაება შივას მეუღლე (მისი სახელი თარგმანში "შავს" ნიშნავს) ვნებიანი, მაგრამ იმავდროულად სასტიკი და საშინელი. ყველასთვის ცნობილია, რომ მუდმივი არაფერია, ლეგენდის თანახმად ეს ქალღმერთ კალის გამო ხდება, რადგანაც ის ყველაფერს ანადგურებს. ადამიანის სისხლი მისი სამი თვალიდან მოედინება, მისი ენა კი ცდილობს საკუთარი მსხვერპლის სისხლს დაეწაფოს, გველები იკლაკნებიან მის კისერზე, მისი შავი სხეული ჯაჭვზე ჩამოკიდული ადამიანის თავის ქალებითაა მორთული. ათივე ხელში იარაღი უკავია. მის საპატივსაცემოდ გამართული რელიგიური რიტუალის დროს ადამიანები მსხვერპლს წირავენ. ის ვერაგი მკვლელია, რომელიც ვედრებას ყურადღებას არ აქცევს. როდესაც მისი ქმარი შივა მსხვერპლთა შორის აღმოჩნდა, კალიმ თავი მოჰკვეთა მას და შემდეგ მის სხეულზე იცეკვა. კლეოპატრა ძალაუფლების მოყვარე კლეოპატრამ მამის სიკვდილის მერე ტახტი ვერ მიიღო, ამიტომ გადაწყვიტა ეს ცდუნების საშუალებით გაეკეთებინა. ძვ.წ.აღ-ით 48 წელს იულიუს ცეზარი ეგვიპტეში ჩავიდა, ერთი წლის თავზე კლეოპატრამ ვაჟი აჩუქა, შემდეგ კი რომში ჩააკითხა. თუმცა, ცეზარი შეთქმულების მსხვერპლი გახდა და მალევე მოკლეს. კლეოპატრას შვილთან ერთად ეგვიპტეში დაბრუნება მოუხდა. სამსონი მითიური გმირი და ებრაელთა ლიდერი იყო. მას შემდეგ რაც ღვთისაგან ზებუნებრივი ძალა მიიღო, ანგელოზმა მისი მშობლები გააფრთხილა, რომ არასოდეს შეეჭრათ მისთვის თმა და არც გაეპარსათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ამ ძალას დაკარგავდა. სამსონმა რამდენიმეჯერ გამარჯვება მოიპოვა ებრაელთა მტრებზე ფილისტინელებზე, მან ლომიც კი მოკლა შიშველი ხელებით. ისე ჩანდა, რომ დაუმარცხებელი იყო. თუმცა, მისდა საუბედუროდ ქალი შეუყვარდა, რომელსაც სახელად დალილა ერქვა. კოლხეთის მეფის აიეტის უმცროსი ქალიშვილი და მზის ღმერთის ჰელიოსის შვილიშვილი. მას არგონავტების წინამძღოლი იასონი შეუყვარდა და ოქროს საწმისის გატაცებაში დაეხმარა. ისინი ერთად გაიქცნენ საბერძნეთში. მედეამ ორი ვაჟი გაუჩინა იასონს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც უღალატა და მიატოვა, გადაწყვიტა რა კორინთოს მეფის კრეონტის ასული შეერთო ცოლად. მედეამ სასტიკად იძია შური მათზე. მან თავისი შვილების ხელით იასონის საცოლეს კრეუსას მოწამლული მოსასხამი და გვირგვინი გაუგზავნა, რის შედეგადაც მეფე და მისი ქალიშვილი დაიხოცნენ. განრისხებულმა კორინთელებმა მედეას ჰერას ტაძარში შვილები მოუკლეს. ამის მერე გაუბედურებული ქალი კოლხეთში დაბრუნდა. არსებობს კიდევ სხვა ვერსიაც, თითქოს კოლხმა ქალმა თავად დახოცა მოღალატე ქმრისგან შეძენილი შვილები, თუმცა, ეს ნაკლებად სარწმუნოა. 991 16-ს მოსწონს 1-ს არა
|