x
მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარჯზე გაკეთებული პიარი

image რამდენიმე კვირის წინ იმერეთის რეგიონში, მთავრობის დაფინანსებით ერთი აქცია გაიმართა. ზუსტად არ ვიცი რა ერქვა ამ პროექტს, მაგრამ მისი შინაარსი შემდეგში მდგომარეობდა.სამი დღის განმავლობაში სოფლის ამბულატორიებში მოწვეული ოფთალმოლოგები, ყველა მსურველს უფასოდ ემსახურებოდნენ და საჭიროების შემთხვევაში სათვალესაც და თვალის მკურნალობისთვის საჭირო წამლებსაც უფასოდ გასცემდნენ.თვალების პრობლემა დღეს ბევრს აწუხებს და ამიტომ სამი დღის განმავლობაში ხალხის დიდი ნაკადი მიაწყდა ამბულატორიებს.ოფთალმოლოგებიც გულნატკენს არავის უშვებდნენ და გასასინჯად ვინც კი შევიდა, უკან ყველა ნაჩუქარი სათვალით გამოდიოდა.ზოგს ორიც მოჰქონდა.ერთი სათვალე წიგნის წასაკითხად მჭირდება და მეორე ტელევიზორის საყურებლადო.მეორე დღეს ქუჩაში ყველა ერთნაირი დიზაინის სათვალეებით რომ გამოვიდა, სიცილს ვერ იკავებდნენ.რამდენიმე დღემ მშვიდად ჩაიარა, ყოველგვარი გართულების გარეშე.ჩემი მეზობლები უფრო მეტ წიგნს კითხულობდნენ და ტელევიზორსაც მეტი სიხშირით უყურებდნენ.

imageპრობლემები დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო.ჯერ ერთმა ქალბატონმა დაიჩივლა, რაც ეს სათვალე მოვირგე, თვალების ტკივილი დამეწყოო.შემდეგ მეორემაც იგივე გაიმეორა, მესამემაც....როდესაც ჩივილებმა მასობრივი ხასიათი მიიღო, ერთმა მოხუცმა სათვალე შვილს აჩვენა, რომელიც ასევე ოფთალმოლოგია, ოღონდ სხვა ქალაქში მოღვაწეობს.სწორედ მისგან გაირკვა, რომ სათვალეში ყოვლად გამოუსადეგარი მინები იყო ჩასმული, რომელიც თვალის გაღიზიანებას და ტკივილებს იწვევდა.ეგ კიდევ არაფერი.ერთ კაცს ოფთალმოლოგების გამოწერილი თვალის წვეთები შემთხვევით დაეღვარა და საყიდლად აფთიაქში მივიდა.ფარმაცეპტისგან კი ასეთი პასუხი მიიღო, რომ ეს წამალი დიდი ხანია ამოღებულია ხმარებიდან და მას არავინ იყენებს.

უკვე დიდი ხანია, რაც სახელმწიფო "ფასადურ პოლიტიკას "ატარებს.მაგრამ არ მეგონა თუ მედიცინაც "ფასადური" გვქონდა.....

3
77
1-ს მოსწონს
ავტორი:კაპარჩხანა
კაპარჩხანა
77
  
2012, 3 ივნისი, 22:55
მაგას ვერ დაგპირდები:D
2012, 3 ივნისი, 21:52
მიშამ ეგ კითხვა "გვეშველება რამე",დღეს ყველაზე ნაკლებად ისმისო.ასე რომ ამოირე ეგ ლექსიკიდან შენც..:D:D
2012, 3 ივნისი, 18:27
სანამ ,,სამედიცინო" იქნება მოდური საქართველოში და არა მოწოდებითი, ასეთი ოფთალმოლოგები არ დაგველევა... პლიუს ამას ფასადური პოლიტიკა და... გვეშველება რამე?:D
0 1 3