სხვა პირიქითი სამყარო, რომელიც შეგაძრწუნებთ 2016, 13 ივნისი, 9:26 წარმოიდგინეთ თავი პარალელურ სამყაროში, სადაც ცხოველები იქნებიან დომინანტები და ისევე მოგვექცევიან, როგორც ჩვენ ვექცევით მათ. მადლობა ღმერთს ეს მხოლოდ წარმოსახვითია, თორემ ყველა დამერწმუნება რა საშინელი სურათი შეიძლება გადაგვეშალოს თვალწინ- ადამიანის ტყავისგან შეკერილი ბეწვი; მონადირე იხვი კლავს კაცს; მღრღნელები და ბაჭიები ატარებენ ჩვენზე ექსპერიმენტებს; ლომმა მოგვინადირა; ღორებს ვყავართ გამოკეტილი გისოსებში, შესაბამისად ყასბობენ და ჩვენს კანჭებს ყიდიან; კიბორჩხლები მდუღარეში გვხარშავენ; წვიმასა და ქარში ძაღლს ვყავართ ქუჩაში დაბმული; მელიამ "ჩამოგვიცვა" ქურქად; დათვს ჩვენი ტყავი აქვს ბუხართან გაფენილი და კიდევ რამდენი მსგავსი საშინელება. თუმცაღა ეს ყველაფერი ავტორის წარმოსახვითი, შოკისმომგვრელი აზრებია, რომელიც გადმოგვცა ილუსტრაციების სახით, რათა ნათელი მოეფინა ჩვენს არაადამიანურ ქცევას ცხოველების მიმართ, რათა მოგვცემოდა შესაძლებლობა სულ სხვა რაკურსით შეგვეხედა ამ ყოველივესთვის.
P.S. და მაინც ვრწმუნდებით, რომ ადამიანი ყველაზე დაუნდობელი ცხოველია დედამიწაზე, ვინაიდან ცოდვები ორგანულ ბუნებად გადაგვექცა. ეხლა კი ისღა დამრჩენია შოკისმომგვრელი ღრმა აზრის მქონე ილუსტრაციებით წარმოგიდგინოთ, თუ რა მოხდებოდა ადამიანებმა ცხოველებს რომ გავუცვალოთ ადგილი და იქნებ მივხვდეთ რა ძუნწად გვაქვს დრო გამეტებული კეთილი საქმეების საკეთებლად. სტატიის დასასრულს კი წარმოგიდგენთ რამოდენიმე გამონათქვამს ადამიანობაზე და მართლაც არ გვაწყენდა მათი გათვალისწინება. “მართალია, შეუძლებელია ყოველთვის იყო გმირი, მაგრამ ყოველთვის უნდა დარჩე ადამიანად”–გოეთე. “რა დიდებულია ადამიანი, თუ კი ის ნამდვილი ადამიანია”. "კაცია ადამიანი"?!- ილია ჭავჭავაძე. "ადამიანად დაბადება ადვილია, დარჩენა კი ძნელი". 3070 23-ს მოსწონს
|