ქალი და მამაკაცი თინა კანდელაკმა ფეხბურთის მატჩის მსვლელობის დროს უნებურად აღიარა,რომ ქმარი ჰყავს 2016, 12 ივნისი, 11:17 დიდი ხნის განმავლობაში ჟურნალისტები მარჩიელობდნენ, ვისთან აქვს რომანი 40 წლის ლამაზმანს, თინა კანდელაკს?
ტელეწამყვანი და ბიზნესლედი ქმართან ბიზნესმენ ანდრეი კონდრახინთან გაყრის შემდეგ თინა ინტერვიუებში აცხადებდა, რომ სასიყვარულოდ აღარ სცალია და გადაწყვიტა მთლიანად ბიზნესს და ბავშვების აღზრდას დაუთმოს ყურადღება. რამდენიმე თვის წინ "კომსომოლსკაია პრავდას" კორესპონდენტმა თინას ხელზე შეამჩნია ნიშნობის ბეჭედი, თუმცა თინამ მაშინ უარი განაცხადა პირადი ცხოვრების კომენტირებაზე. თინამ თავად "დაიწვა" თავი ევროპის ჩემპიონატზე ინგლისი-რუსეთის მატჩის მსვლელობის დროს, როდესაც "ტვიტერზე" ასეთი შინაარსის კომენტარი დაწერა:"ქმარი ექსტაზშია!!!მეც!!! მეზობელო, მშობლიურო, არ გაუცრუებ!!!! ამბობენ, რომ თინას რჩეული გახდა მისი ყოფილი კოლეგა და ყოფილი ბიზნესპარტნიორი, სახელმწიფო კორპორაცია როსტეხის სტრატეგიული კვლევის კომუნიკაციის და ანალიტიკის დირექტორი, 29 წლის ვასილი ბროვკო. 620 6-ს მოსწონს 1-ს არა
|