x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ასობით ქალმა "ძუძუ" მოიშიშვლა სექსიზმის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად +15
ასზე მეტი ადამიანი ჩაერთო ე.წ. აღლუმში სახელწოდებით Free The Nipple (თავისუფლება ძუძუს თავებს), რომლის ორგანიზატორიც მსახიობი Samantha Pressdi გახლავთ. პროტესტის პოლიტიკა მიმართული იყო ქალის მკერდის თავისუფლებისაკენ, კერძოდ მედია საშუალებებმა არ უნდა შეზღუდოს ქალის მკერდის ჩვენება და მაინცდამაინც სექსუალური და ეროტიული რაკურსით არ უნდა ვუყუროთ ამ ზემო ხსენებულს. აქციის თანახმად, ქალს უნდა შეეძლოს მკერდის მოშიშვლება ნებისმიერ სიტუაციაში და ეს არ უნდა გახდეს საზოგადოების განცვიფრების საგანი, ბოლოს და ბოლოს შიშველი "ძუძუს" ხილვა მხოლოდ ფილმებსა და ჟურნალებში რატომ უნდა იყოს შესაძლებელი?!


image


აქციის მონაწილე ქალბატონებმა წელს ზევით შიშვლებმა აიღეს გეზი ქალაქ Brighton-ში (ბრაიტონი) და ერთობლივი მარშით გადაინაცვლეს სანაპიროზე.


"აქციაში Free The Nipple-ს მონაწილეობა გასულ წელს პირადად მივიღე, წელს კი გადავწყვიტე თავად გამეკეთებინა ორგანიზება, რათა შეიცვალოს ქალის მკერდის იმიჯის აღქმა საზოგადოებაში. მოგეხსენებათ ქალის მკერდი დიდი სექსუალურობით სარგებლობს, ჩვენ კი გვინდა შევცვალოთ მისდამი მსგავსი დამოკიდებულება"- განაცხადა აღლუმის ორგანიზატორმა, 33 წლის მსახიობმა Samantha Pressdi-მ, რომელიც რეგულარულად იღებს სპექტაკლებში მონაწილეობას მკერდშიშველი ქალის როლში.



შეძახილებითა და ღიმილით, სიყვარულისა და ბედნიერების ატმოსფეროს ქმნიდნენ აქტივისტები, ასეთი ქმედებით გადაადგილდებოდნენ ბრაიტონის ქუჩებში და აღლუმი სანაპიროზე დაასრულეს. გზა და გზა მათ მოხალისეებიც უერთდებოდნენ და ყველა ერთად ცდილობდა დაემსხვრია სტერეოტიპი ქალის ძუძუს შესახებ. აქციაში მამაკაცების უმრავლესობამ გასაგები მიზეზების გამო მიიღო მონაწილეობა.


სამანტა დარწმუნებულია, რომ შეცვლის საზოგადოების ცნობიერებას, რომ მხოლოდ ვარსკვლავებსა და პორნო ინდუსტრიის მოდელებს არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა მკერდი მოიშიშვლონ.


გთავაზობთ ფოტოებს აღლუმის მსვლელობის პროცესში და აქვე განგიმარტავთ, რომ გამომცემლობა და მედია პორტალმა SWNS-მ გააშუქა სწორედ ასეთი სახით ეს ფოტოკრებული, ასაკობრივ შეზღუდვებს არ საჭიროებს, თუმცა სათაურში მაინც ავღნიშნე, ამიტომ ტყუილად ნუ დაბლოკავთ, გავასაჩივრებ.


imageimageimageimageimageimage

1
492
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
492
  
2016, 13 ივნისი, 11:05
:D:D:D
0 1 1