სხვა სილამაზე, რომელიც კლავს (შხამიანი სახლის მცენარეები) 2016, 21 ივნისი, 9:00
სახლის მცენარეების ძირითადი დანიშნულება – თვალის გახარება და ჰაერის გაწმენდა არის. მაგრამ, არსებობენ მცენარეები, რომლებსაც მხოლოდ სარგებელი არ მოაქვთ – ზოგიერთ მათგანს ზიანის მოტანაც შეუძლია. აქ წარმოგიდგენთ მცენარეებს, რომლებიც ერთნაირად სახიფათოა, როგორც შინაური ცხოველების, ისე ადამიანებისთვის. ამ მცენარეს «ქალის ბედნიერებასაც» ეძახიან, მაგრამ, ალბათ, ბევრმა არ იცის, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია მას ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში. მინიმალური ზიანი – პირის ღრუს გასიება არის, მაქსიმალური – სიკვდილი. ამიტომ, სპატიფილიუმი მოარიდეთ პატარა ბავშვებს და შინაურ ცხოველებს, ხოლო თუ მისთვის დაზიანებული ფოთლების მოჭრას გადაწყვეტთ, რეზინის ხელთათმანები გაიკეთეთ. ინგლისური სურო განსაკუთრებით საციფათო მცენარეა როგორც ცხოველებისთვის, ისე ადამიანებისთვის. სუროს ფოთლებთან შეხებითი კონტაქტი ალერგიას იწვევს, ქავილის და გამონაყარის სახით. გარდა ამისა, რთულდება სუნთქვაც. იმ შემთხვევაში, თუ შხამიანი მცენარე ორგანიზმში მოხვდება, ადამიანებს ეწყებათ: ჰალუცინაციები, კრუნჩხვებ, ციება და შეიძლება სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ამ მცენარის წვენი ტოქსიკურია. ამიტომ, სანსევერია ბავშვებს უნდა მოარირიდოთ. მისი წვენი ბავშვის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში, გამოიწვევს ყელის ტკივილს, დიდი რაოდენობით ნერწყვის გამოყოფას და ღებინებას. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:ალერგიული რეაქციის გამომწვევი სახლის მცენარეები http://intermedia.ge/სტატია/73440-ალერგიული-რეაქციის-გამომწვევი-სახლის-მცენარეები/2/ კატებისთვის მავნე, საშიში და შხამიანი სახლის მცენარეები და პირველი დახმარება მოწამვლის შემთხვევაშიhttp://intermedia.ge/სტატია/73650-კატებისთვის-მავნე-საშიში-და-შხამიანი-სახლის-მცენარეები-და-პირველი-დახმ/107/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel ნატურალური სასუქი ოთახის ყვავილებისთვის http://intermedia.ge/სტატია/72289-ნატურალური-სასუქი-ოთახის-ყვავილებისთვის/107/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel როგორ უნდა შევარჩიოთ ოთახის მცენარეები, რომ სახლში ყოველთვის სუფთა ჰაერი იყოს http://intermedia.ge/სტატია/72594-როგორ-უნდა-შევარჩიოთ-ოთახის-მცენარეები-რომ-სახლში-ყოველთვის-სუფთა-ჰაერ/107/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel სახლში რომ ყოველთვის ზაფხული იყოს. ყვავილები, რომლებიც მთელი წლის მანძილზე ყვავისhttp://intermedia.ge/სტატია/73320-სახლში-რომ-ყოველთვის-ზაფხული-იყოს-ყვავილები-რომლებიც-მთელი-წლის-მანძილ/107/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel ია მარტოობის ყვავილია? ლეგენდა შექმნის და მისი სასარგებლო (ფერების მიხედვით) თვისებების შესახებhttp://intermedia.ge/სტატია/74988-ია-მარტოობის-ყვავილია-ლეგენდა-შექმნის-და-მისი-სასარგებლო-ფერების-მიხედ/107/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel ადვილად მოსავლელი სახლის ყვავილები http://intermedia.ge/სტატია/72361-ადვილად-მოსავლელი-სახლის-ყვავილები/167/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel 5239 10-ს მოსწონს |
ძირითად საშიშროებას კი ის წარმოადგენს, რომ დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ალოე მოწამვლას იწვევს, რასაც თან ერთვის დიარეა (ფაღარათი), კუჭის გარსის ანთება და მუცლის ტკივილი, იშვიათ შემთხვევაში – ნეფრიტს. და ყველაზე მთავარი: ალოე არ შეიძლება ფეხმძიმობის პერიოდში, რადგან ის ნაყოფის მოცილების პროვოცირებას იწვევს.
რაც შეეხება ალოეს გამოყენებას, შემდეგი წესების დაცვა არის საჭირო: არ შეიძლება მცენარის წვენის მოხმარება, თუ ის მინიმუმ 3 წლის მაინც არ არის. მხოლოდ ქვედა ფოთლების გამოყენება შეიძლება, რომელიც მოჭრის წინ უნდა გაწმინდოთ (არ გარეცხოთ). მოჭრილი ფოთოლი პირსახოცში უნდა გაახვიოთ და 2 კვირით მაცივარში შეინახოთ, რომ მასში ბიოსტიმულატორული ნივთიერების გამომუშავება მოხდეს. მაცივრიდან გამოღების შემდეგ, ხორცის საკეპ მანქანაში უნდა გაატაროთ და მარლაში გაწუროთ. მიღებული წვენი დიდ ხანს რომ შეინახოს, 8 წილ წვენზე, 2 წილი სამედიცინო სპირტი უნდა დაამატოთ და მაცივარში მოათავსოთ დახურული მინის ჭურჭლით.