x
მეტი
  • 20.11.2024
  • სტატია:138344
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512018
გული ზურგჩანთაში: 25 წლის ბიჭმა წელიწადზე მეტი იცხოვრა საკუთარი გულის გარეშე.

image გული ზურგჩანთაში: 25 წლის ბიჭმა წელიწადზე მეტი იცხოვრა საკუთარი გულის გარეშე.
25 წლის სტენ ლარკინმა ახლახან გაიკეთა ოპერაცია დონორის გულის გადანერგვაზე, მაგრამ ოპერაციამდე წელიწადზე მეტხანს ცხოვრობდა საკუთარი გულის გარეშე ზურგჩანთაში მოთავსებული სპეციალური აპარატის დახმარებით.
2014 წელს სტენი გახდა პირველი პაციენტი მიჩიგანში, რომელსაც გამოუწერეს ხელოვნური გულის აპარატი, რომელიც ცნობილია "SynCardia"–ს სახელით.
სტენს და მის ძმას დაუდგინეს კარდიომიოპატია, რომელიც ძმებს გენეტიკურად გადაეცათ. ამ დაავადებას შეუძლია გამოიწვიოს გულის მკვეთრი უკმარისობა, რომელიც შეიძლება ერთი შეხედვით ჯანმრთელი სპორცმენის სიკვდილის მიზეზიც გახდეს.
რამდენიმე წლის განმავლობაში დონორის გამოჩენის მოლოდინის შემდეგ ძმები ქირურგის მაგიდაზე აღმოჩნდნენ, კარდიოქირურგმა ორივე ძმას გული ამოაცალა, სამაგიეროდ სისხლის მიმოქცევის სისტემას მიუერთა სპეციალური მილი, რომელიც მიერთებული იყო ზურგჩანთაში მოთავსებულ ხელოვნური გულის აპარატთან.
ფაქტიურად ამ ზურგჩანთაში მოთავსებულმა ხელოვნურმა გულმა მისცა ძმებს საშუალება ეცხოვრათ, რადგან ჯერ კიდევ ოპერაციის მსვლელობისას წარმოიშვა სიცოცხლისათვის საშიში რიგი პრობლემები.
აპარატები რომლებიც დაუმონტაჟეს ძმებს მხოლოდ თეორიულად იყო გათვლილი ხანგრძლივ გამოყენებაზე, პრაქტიკულად კი არავინ იცოდა როდის გამოვიდოდა მწყობრიდან.
სტენის უმცროს ძმას დომინიკს უფრო გაუმართლა, რადგან მალე გამოჩნდა შესაბამისი დონორის გული და დომინიკს უკვე საკუთარი მკერდის ქვეშ გადაუნერგეს დონორის გული და რეაბილიტაციის კურსის გავლის მერე სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდა.
სტენმა არ მოისურვა საავადმყოფოს კედლებში გაეტარებინა ის დრო, რომელიც საჭირო გახდებოდა დონორის გულის მოსაძიებლად.
სტენი დაბრუნდა სახლში ზურგჩანთაში მოთავსებული ხელოვნური გულის აპარატით, ზურგჩანთა 6კილოგრამს იწონიდა და ბუნებრივია სტენს უზარმაზარ დისკომფორტს უქმნიდა მისი 24 საათიანი ტარება, მაგრამ ის შეეგუა ამ დისკომფორტს და მან ზურგჩანთაში მოთავსებული ხელოვნური გულის წყალობით დონორის გულის გამოჩენამდე წელიწადზე მეტი საკუთარი გულის გარეშე იცხოვრა, მეტიც ექიმების გასაკვირად მან კალათბურთის თამაშიც დაიწყო.
"მე ხელში ვერ ამყავდა საკუთარი გოგონა იმის შიშით, მას არ მოეძრო მილი რომლის დახმარებითაც ზურგჩანთაში მოთავსებული ხელოვნური გული ახდენდა ჩემი ორგანიზმისათვის სისხლის მიწოდებას"–განუცხადა სტენმა ერთერთ ჟურნალისტს დონორის გულის გადანერგვის მერე.
სტენს წელს 9 მაისს გაუკეთდა ოპერაცია და მის მკერდქვეშ უკვე ნამდვილი გული აძგერდა, ამ დროისათვის სტენს გულთან დაკავშირებული ყველა პრობლემა მოხსნილი აქვს და მშვენივრად გრძნობს თავს.

0
445
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
445
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0