x
image
თამმარ თედიაშვილი
იგორის ლაშქრობის ამბავი - აუთენტურობის პრობლება

image ლიტერატურა ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა ამა თუ იმ ერის შეცნობაში. ზოგჯერ, ერთი ლიტერატურული ძეგლი მატიანეზე უკეთ გადმოსცემს გარკვეული ეპოქის სულს.
სწორედ ასეთია: „იგორის ლაშქრობის აბავი“ - რუსულ ლიტერატურაში. ის იყო პირველი სრულყოფილი ლიტერატურული ძეგლი, რომელმაც მოაღწია ჩვენამდე. დიდი ხნის განმავლობაში სრულიად უცნობი იყო მისი ამბავი, მხოლოდ 1975 წელს აღმოაჩინა მუსინ-პუშკინმა რუსეთის ერთ-ერთ მონასტერში და 1800 წელს გამოიცა განახლებული ვერსია თანამედროვე რუსულით დაწერილი, რომელსაც დაერთო კომენტარები და შესავალი ნაწილი. აღსანიშნავია, რომ მუსინ პუშკინის მიერ აღმოჩენილი „ამბავი“ არ იყო დედანი და მე-16 საუკუნის გადამწერის ნაშრომს წარმოადგენდა, თუმცა მალევე ისიც დაიწვა. დღეისთვის შემორჩენილია ეკატერინე მეორესათვის გადაწერილი ასლი, რომელიც საკმაოდ ახლოს არის 1800 წლის გამოცემასთან.
„იგორის ლაშქრობის ამბავი“ ცნობილი გახდა თავისი ღრმა ისტორიულ-კულტურული ღირებულების გამო. ამბავში გადმოცემულია ერთ-ერთი საშინელი
მარცხის შესახებ რუსეთის ისტორიაში. მე-12 ს-ში შიდა არეულობამ, თავადებს შორის ქიშპობამ და ღალატმა საგარეო პოლიტიკაზეც მოახდინა გავლენა. ყივჩაღთა ისედაც მძლავრ თავდასხმებს კიდევ უფრო აძლიერებდა მათი დაქსაქსულობა. „იგორის ლაშქრობის ამბავში“ გადმოცემულია იმდროინდელი რუსეთის სახე. ავტორი თავისი თხზულებით, ცდილობს შეაგულიანოს და გაამთლიანოს როგორც უბრალო imageსაზოგადოება, ასევე თავადები . მმართველძალას დაანახოს, რომ ერთიანობის
გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა.
კარლ მარქსი აღნიშნავს ენგელსისადმი მიძღვნილ წერილში: „ „ამბავი“ რუსეთის
თავადებს გაერთიანებისკენ მოუწოდებდა სწორედ მონღოლების შემოსევის წინ“.
მრავალი კითხვა გაჩნდა მას შემდეგ, რაც „იგორის ლაშქრობის ამბავი“ გამოსცეს. უპირველესყოვლისა, თუ რატომ იყო ამ დრომდე უცნობი და რატომ გამოჩნდა მე-18 ს-ის მიწურულს, ტექსტის დახვეწილი სტილი, რელიგიური საკითხები და სხვა.
ბევრი განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ამბავი იგორ სვიატოსლავის შესახებ, მართლაც მე-12 ს-ში დაიწერა.
გასაკვირი არ არის, რომ პირველი ლიტერატურული ძეგლი ამხელა გამოხმაურებას ჰპოვებდა თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე და ეს არ იყო პირველი
პრეცენდენტი. მსგავს ვითარებას ვაწყდებით პირველი არაბული ლიტერატურული ძეგლის „მუალაკების“ გამოჩენისას. მრავალ ასპექტში შეინიშნევა მსგავსება. როდესაც
გახმაურდა „იგორის ლაშქრობის ამბავი“ რუსეთი თავისი გავლენების გაფართოებაზე ფიქრობდა. ამისთვის კი საჭირო იყო დაემტკიცებინა, რა დიდი წარსულისა და გენიის მემკვიდრე ერი ჰყავდა, რათა კიდევ უფრო თავმომწონედ და მემიდურად ეყურებინა სხვა ხალხებისთვის.
ასეთივე ვითარებაა არაბეთშიც. მუალაკების კრებული პირველად ხალიფა მუავიას დროს გამოჩნდა, ამ ხანებში და შემდგომაც არაბები აწარმოებდნენ დიდ დაპყრობით ომებს ისლამის სახელით, მაგრამ ისეთ სახელმწიფოებზე, რომელთაც დიდი ისტორიულ-კულტურული წარსული ჰქონდათ და სურდათ ეჩვენებინათ, რომ არც ბედუინური ცხოვრება ჩამოუვარდება მათ ღირსშესანიშნავ მხატვრულ ძეგლებს. მართლაც, დიადი არქიტექტურით ვერ დაიკვეხნიდნენ არაბები, თუ არ ჩავთვლით ბერბერებისა და ეგვიპტელების დანატოვარ გასაოცარ ქმნილებებს, სამაგიეროდ
ღრმა პოეტური და ერთგვარად მუსიკალური ისტორიით ცდილობდნენ დაემკვიდრებინათ მსოფლიოში კუთვნილი ადგილი.
შემდეგი ბუნდოვანი საკითხი რელიგიის გარშემო ტრიალებს.
წარმართულ ეპიზოდებთან ერთად ტექსტში აღინიშნება ქრისტიანული ელემენტებიც, რასაც კარლ მარქსიც ადასტურებს „ „იგორის ლაშქრობა“ მთლიანად ქრისტიანულ-გმირულ ხასიათს ატარებს თუმცა მასში წარმართული ელემენტები ჯერ კიდებ ფრიად იგრძნობა“.
წიგნში „რუსული ლიტერატურის ისტორია“ გ. ტალიაშივილი და ვ. შადურიც მიუთითებენ, რომ „მართლაც, თუ რუსულ მატიანეში იგორის სამხედრო კატასტროფა ახსნილია „ღვთის რისხვით“, ხოლო რუსი მოლაშქრენი წარმოდგენილნი არიან ღვთისმოშიშ ქრისტიანებად, „ამბავის“ ავტორი ასეთ უკიდურესობამდე
არ მიდის. ნაწარმოების „ქრისტიანული“ ხასიათი მჟღავნდება უმთავრესად იმაში, რომ რუსთა ლაშქრობა ყივჩაღთა წინაა, შემდეგ გაშუქებულა, როგორც მართმადიდებელთა ბრძოლა „ბილწებთან“ მარგრამდ ამასთან ერთად ძეგლში ვხვდები სლავური წარმართული მითოლოგიის არაერთ სახეს (სელესი, დაჟბოგი, სტრიბოგი და სხვა), რაც ავტორის ერთგვარ „გაორებაზე“ მიუთითებს“.
image რელიგიის პრობლემა დადგა არაბულ ისლამამდელ პოეზიაშიც. ხშირად ვხვდებით არაერთ ისეთ ადგილს ისლამური დოქტრინიდან, რომელიც ისლამამდელ ეპოქაში
არ შეიძლება სცოდნოდათ. ხშირად იხსენიება“ალ-ლაჰი“ ისლამამდელ ლექსებში, რაც იმის მიზეზიც გახდა, რომ ერთიანად ნაყალბევად მიიჩნიერს ტაჰა ჰუსაინმა და მარგო ლიუსიმ: ანთარას, ტარაფას, ზუჰაირისა და სხვათა ლექსები. ისეთი მოსაზრებაც გაჩნდა, რომ „ალ-ლაჰი“ სინამდვილეში ღვთაება, ქალღმერთი „ალ-ლათი“ იყო, რომელმაც სახე იცვალა და „ალ-ლაჰად“ დაიმკვიდრა თავი ისლამში. ეს ჩანაცვლება კი მხოლოდ და მხოლოდ რავიების (გადამწერები) ინტერპრეტირების შედეგი იყო.
ორიენტალისტ არბერის კვლევებზე დაყრდნობით შემდეგი
მოსაზრება გაბატონდა - „ტექსტები იგივე დარჩა, შეიცვალა ღვთაებები“ რავიები განსაკუთრებულ როლს თამაშობდნენ ისლამამდელი პოეზიის შენარჩუნებასა და გავრცელებაში, მაგრამ ამავე დროს ცლიდნენ იმდროინდელი დიდი პოეტების ლექსებს პირად შეხედულებისამებრ. ლექსები თავდაპირველად ზეპირი სახლით გადაიცემოდა,
ამიტომ არა რავიები თავად ავტორებიც კი ყოველ წაკითხვაზე განსხვავებული ინტერპრეტაციას გვაძლებდნენ. დაკარგულ ნაწილებს კი თავად ავსებდნენ.
გასაკვირი არ უნდა იყოს იგორის ლაშქრობის ამბავი მსგავსი გარემოების მსხვერპლი რომ გამხდარიყო, რადგანაც მე-12 ს-ის ორიგინალურ ტექსტს ჩვენამდ არ მოუღწევია, მე16 ს-ის ნაშრომიც იქნებოდა მრავალი ცვლილება, რომელიც აგრეთვე უცნობი დარჩა ფართო აუდიტორიისთვის. რაც შეეხება ბოლო ინტერპრეტაციას, რომელიც გამოიცა
1800 წელს, მაქსიმალურად იყო თანამედროვე აზოგადოებაზე მორგებული, დართული ჰქონდა კომენტარები, რადგან ახლანდელი რუსი საზოგადოებისთვის უკვე რთულად გასაგები იყო ამბავის ენა. შესაძლოა, ზოგიერთი უზუსტობები ტექსტში ამ საბაბით იჩენენ თავს.
საინტერესოა, ისიც რომ ავტორები ლექსებს ხშირშემთხვევაში დიდებულების საპატივცენოდ თხზავდნენ, ხოტბას ასხამდნენ მათ და განადიდებდნენ. ისლამამდელი
კასიდები ერთ-ერთი თემაა, სწორედ „მაჰდი: - ანუ გამოჩენილი პირის ქება ასეთივე პარალელს ვხვდებით „იგორის ლაშქრობის ამბავში“. თავად ამბავი დაყოფილია სამ ნაწილად და მეორე ნაწილი მთლიანად კიდევის დიდ მთავარ სვიატოსლავის ქება-დიდებას ეძღვნება.
რაც შეეხება ნაწარმოებს სხვადასხვა ცნობით იგი დაწერილი უნდა ყოფილიყო 1187 წლამდე, რადგანაც იაროსლავ ორმომილსი ჯერ კიდევ ცოცხლად მოიხსენიება. საინტერესო იქნებოდა თუ „იგორის ლაშქრობის ამბავი“ საშუალებას მოგვცემდა

მისი პარი-ლორდის თეორიით გამოვიკვლია ტექსტი, რომელიც პირველად ჰომეროსის კვლევისას დაინერგა და მოგვიანებით ამერიკელმა მეცნიერმა მონროუმ არაბისტიკაშიც გამოიყენა კასიდების კვლევისას. ეს არის ლიტერატურული ფორმების შედარებითი კვლევა, მარცვლების, სხვადასხვა საზომების, განმეორებადი ელემენტების, გარკვეული დამახასიათებელი ლექსიკონის და სხვა მახასიათებლების მრავალი საკითხის კვლევისას დადგინდა, რომ ნაშრომი, მართლაც ავთენტურია და განეკუთვნება მე-12 საუკუნეს.
ამ ფაქტორებთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრება გამოთქვა კრაჩკოვსკიმ არაბული ისლამამდელი პოეზიის კვლევისას: „ პარადოქსია, მაგრამ ნაყალბევიც სიძველის ნიმუშად უნდა მივიჩნიოთ. ის დაწერა არამიანმა, რომელიც ბოლომდე
სწვდებოდა არაბულ სულს, არც ერთი ჩამატებული დეტალი არ ეწინააღმდეგება არაბულ ისტორიულ ფსიქოლოგიურ ასპექტებს“.
„იგორის ლაშქრობის ამბავი“ მართლაც მე-12 საუკუნის ნაწარმოებს პარმოადგენს და ის არის პირველი უტყუარი რუსული ლიტერატურული ძეგლი. აღსანიშნავია, რომ მანამდე არსებობდა წერილობითი მიმოწერები, რაც მიუთითებს იმდროინდელი საზოგადოების განვითარებასა და განათლების მაღაც დომეზე, შესაბამისად ბუნებრივიც უნდა ყოფილი მისი დაგვირგვინება „იგორის ამბით’’ და შემდგომი განვითარება ორიგინალური რუსული ძეგლებით: „სიტყვა კანონსა და მადლზე“, ვლადიმერ მონომახის „რჩევა დარიგება“ და სხვა.

1
418
6-ს მოსწონს
ავტორი:თამმარ თედიაშვილი
თამმარ თედიაშვილი
418
  
2020, 6 მაისი, 23:37
აღმოჩენილია 1795 წელს ! ჩაასწორეთ თუ შეიძლება.
0 1 1