x
მეტი
  • 27.07.2024
  • სტატია:136189
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510428
"მთა" კრიშტიანუ რონალდუს თავის გაჭყლეტით ემუქრება (VIDEO)

imageცნობილი ისლანდიელი სტრონგმენი და მსახიობი ჰაფტორ ბიორნსონი კრიშტიანუ რონალდუს თავის გაჭყლეტით დაემუქრა. ბიორნსონი სპორტული მიღწევების გარდა ცნობილია იმით, რომ "სამეფო კარის თამაშებში" ("Game of Thrones") უძლეველი მებრძოლი "მთა" განასახიერა.
"მე ჰაფტორ ბიორნსონი მქვია . მე ვარ მთა "სამეფო კარის თამაშებიდან". მე შეტყობინება მაქვს კრიშტიანუ რონალდუსთვის. ვიცი, რომ პირველ მატჩში ისლანდიის წინააღმდეგ ითამაშებ. თუკი გაბედავ ჩემი გუნდისთვის გოლის გატანას, მაშინ მოგძებნი და თავს ისევე გაგიჭყლეტ, როგორც ეს ობერინ მარტელს დავმართე" - განაცხადა ისლანდიელმა გოლიათმა.
27 წლის ბიორნსონი 206 სმ სიმაღლისაა და დაახლოებით 170 კილოგრამს იწონის. ის პლანეტის ერთ-ერთი უძლიერესი ადამიანია და ძალოსნურ ექსტრიმში მრავალი მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული.


3
961
3-ს მოსწონს
ავტორი:Georgiano Geo
Georgiano Geo
961
  
2016, 9 ივნისი, 21:30
რომ მოინდომოს მართლაც შეძლებს , იმდენად ძლიერია
2016, 9 ივნისი, 21:30
:D
2016, 9 ივნისი, 21:14
დაერხა რონის :)
0 1 3