x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135692
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510071
რეალური ისტორია ბინის კედლიდან "გამოსულ სიკვდილზე".

image რეალური ისტორია ბინის კედლიდან "გამოსულ სიკვდილზე".
ისტორია რომელზეც მინდა ამ სტატიაში მოგითხროთ "სსრკ–ს" დროს მოხდა უკრაინაში, კერძოდ კი ქალაქ კრამატორსკში.
1981 წელს ახალ აშენებული საცხოვრებელი კორპუსის ერთერთ ბინაში გარდაიცვალა 18 წლის გოგონა, ერთი წლის მერე კი მისი 16 წლის ძმა, მომდევნო წელს კი გარდაიცვალა მათი დედაც.
დედის და მისი შვილების გარდაცვალების შემდეგ ბინა ნათესავებმა გაყიდეს, ბინის ახალ მფლობელებს მალევე გარდაეცვალა მოზარდი ბიჭი. ბინის წინა მფობელების შვილები და ახალი მფლობელის დაღუპული მოზარდი დაიღუპნენ ლეიკოზით.
თუმცა არავის მოსვლია თავში აზრად თუ რა კავშირში იყო წინა და ახალი მფლობელების ოჯახური ტრაგედია ერთმანეთთან.
ბინის ახალი მფლობელმა, დაღუპული მოზარდის მამამ, დაღუპული მოზარდის ოთახში ჩამოკიდებულ ხალიჩაზე დაკიდებული სურათის ჩამოხსნისას ხალიჩაზე შეამჩნია ამომწვარი ადგილი რომელიც დღითიდღე იზრდებოდა.
დაღუპული მოზარდის მამამ ძლივს მიაღწია მიზანს–გამოეკვლიათ მისი ბინა სათანადო აპარატურით და შემოწმების შედეგი შემზარავი და საშიშიც აღმოჩნდა–ბინის წინა და ამჟამინდელი მფლობელების ტრაგედიის მიზეზი გახდა ამპულა რადიოაქტიური ნივთიერებით ცეზიუმ 137!!!
ბინის მფლობელები სასწრაფოდ გაასახლეს ბინიდან და დროებით საცხოვრებელი ბინა დაუქირავეს, ხოლო ბინაში სპეციალური ხელსაწყოების დახმარებით ამოჭრეს კედლის ის ნაწილი, სადაც ძლიერი რადიოაქტიური გამოსხივება დააფიქსირა აპარატმა. კედლის ნაწილი კიევის ბირთვული კვლევების ინსტიტუტში გადაიტანეს, სადაც უსაფრთხოების დაცვით ამპულა დაზიანების გარეშე იქნა ამოღებული.
აღნიშნული ბინიდან ამპულის ამოღების მერე გამა–გამოსხივება გაჰქრა და რადიოაქტიურობის ფონი ნორმას გაუთანაბრდა.
ტრაგედიის მიზეზები: 1970 წლის ბოლოს დონეცკის ოლქში კარანსკის ღორღის კარიერში დაიკარგა რადიოაქტიური ამპულა, რომელიც ენერგიის წყაროდ გამოიყენებოდა გამზომ ხელსაწყოში. დაიწყო ამპულის ძებნა, წარმოების ხელმძღვანელობამ ყველა სათანადო უწყება ჩააყენა საქმის კურსში, ასევე წარმოების მიერ გამომუშავებული საშენი მასალების ყველა მომხმარებელი გააფრთხილა დანაკარგის თაობაზე.
აღნიშნული კარიერიდან ამოღებული მასალა წარმოებაში გადამუშავების შემდეგ სამშენებლო პანელების სახით ასევე მიეწოდებოდა მოსკოვში ოლიმპიადისათვის განკუთვნილი ობიექტების მშენებლობისათვის.
გარკვეული პერიოდის მერე უშედეგო ძებნის მერე ძებნა შეწყდა.
1980 წელს უკრაინის ქალაქ კრამატორსკში ჩაბარდა ახალი საცხოვრებელი კორპუსი გვარდიელ–კენტიმიროველების ქუჩაზე ნომრით 7, რომელიც კარანსკის კარიერიდან ამოღებული და იმავე წარმოებაში დამზადებული სამშენებლო პანელების გამოყენებით იქნა აშენებული. დაკარგული რადიოაქტიური ამპულა ზომით 8X4–ზე, გამოსხივებით 200რენტგენი საათში აღმოჩნდა საცხოვრებელი კორპუსის ერთერთ პანელში, რომელიც გახდა ტრაგედიის მიზეზი. უნდა ითქვას, რომ ამპულა აღმოჩნდა ბავშვებისათვის განკუთვნილი ოთახის კედელში.
საერთო ჯამში აღნიშნულმა რადიოაქტიურმა ამპულამ 9 წლის განმავლობაში შეიწირა 4 მოზარდი და 2 მოზრდილი, ხოლო 17 ადამიანი გახდა შშმ პირი (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი).
რადიოაქტიური ამპულის დაკარგვის გამო ოფიციალურად არავინ არ დასჯილა.














5
405
11-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
405
  
2016, 22 აგვისტო, 13:40
კარგით რა, არც კი იფიქროთ ამაზე, ერთი ორიგინალიდან 3 ვერსიაა შესაძლებელი სტატიად რომ დაწერო ადამიანმა. :))
2016, 22 აგვისტო, 13:36
ვაიმე, ნაღდად სკლეროზი მაქვს..კომენტარიც რომ მიწერია :DDD
2016, 9 ივნისი, 15:18
ძალიან საინტერესო ისტორია იყო, მაგრამ ამავდროულად შემზარავი. გავაზიარე, რათა ყველამ შეიგნოს, რომ ასეთ ნივთებთან თამაში არ შეიძლება :(
2016, 9 ივნისი, 14:35
ეს არ ვიცოდი, ისე სოფლის სახლში "ლესტვინიცის" მასალით მოვაპირკეთეთ კედლები, ერთერთ ოთახში თაგვი შეძვრა საიდანღაც, გაიჭედა, მოკვდა და ისე ააქოთა იქაურობა ჩემივე ხელით დავჩეხე მთელი მოპირკეთება.
2016, 9 ივნისი, 14:30
რა ამ თემასთან მოსატანია..მარა კვერცხის ჩატანება გამახსენდა კედელში..სახლი ისე ყროლდება შეუძლებელია იქ გაჩერება
0 1 5