x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135692
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510071
როგორ მოქმედებს დეფიციტი ყოველდღიურ ცხოვრებაში!

დეფიციტი-რაიმეს დაკლება, არასაკმარისი რაოდენობა.


დეფიციტის პრინციპის არსი შემდეგია: რაიმე დადებითის ფასი ჩვენს თვალში იზრდება თუ ის მიუწვდომელია.



გამყიდველები ხშირად იყენებენ ტექნიკას „შეტყობინება შეზღუდულ რაოდენობაზე“ - მყიდველს ეუბნებიან რომ პროდუქტი ცოტა რაოდენობით აქვთ და შეიძლება ყველა მსურველს არ ეყოთ.



“ლიმიტირებული დროის’’ ტექნიკის ერთ-ერთი ტაქტიკა “დედლაინი’’. ბევრი ადამიანი ყიდულობს რაღაცებს, მიუხედავად იმისა სჭირდებათ თუ არა, იმის გამო, რომ დრო შეზღუდულია. მაგალითად, ერთ-ერთ თეატრში გამოკრული განცხადების გამო, რომ სპექტაკლი ბევრჯერ არ დაიდგმებოდა, ძალიან ბევრი მნახველი მივიდა.
image







მიზეზები.


დეფიციტის წესი პირდაპირ იწვევს ჩვენი მენტალური მოკლე ჩართვის გააქტიურებას. ჩვენი სისუსტე იმაში მდგომარეობს, რომ სიტუაციის დეტალური განხილვის გარეშე ვიღებთ გადაწყვეტილებას.საგნების მომხიბლველობა გაცილებით იზრდება, როდესაც მათი ხელმისაწვდომობა შეზღუდულია, შესაბამისად, სურვილი, რომ შეზღუდული ნივთის მფლობელნი გავხდეთ აღგვძრავს დაუყოვნებლივი მოქმედებისკენ და ჩვენ უბრალოდ, სხვა სიტუაციური დეტალების გათვალისწინების გარეშე ვყიდულობთ პროდუქტს.





როდესაც შესაძლებლობები ნაკლებ ხელმისაწვდომია, ჩვენ ვკარგავთ თავისუფლებას, ჩვენ კი გვძულს, როდესავ ვკარგავთ არჩევანის თავისუფლებას. ამიტომ, როდესაც დეფიციტი ჩნდება ჩვენ სასწრაფოდ ვიწყებთ მოქმედებას ამ დეფიციტით გამოწვეული ნეგატიური იმპულსების დასათრგუნად და ვცდილობთ დავეუფლოთ დეფიციტურ პროდუქტს.





კოლორადოში იკვლიეს 140 წყვილი იმის გასაგებად, თუ როგორ მოქმედებს მშობლების წინააღმდეგობა ურთიერთობაზე. რეალურად, დადასტურდა, რომ მშობლების წინააღმდეგობისას წყვილი უფრო კრიტიკულად აფასებს ერთმანეთს, აქვთ გარკვეული პრობლემები ურთიერთობაში, მაგრამ ამავდროულად, დადასტურდა, რომ წინააღმდეგობის შემთხვევაში მათ უფრო ძლიერ უყვარდათ ერთმანეთი და დაქორწინების სურვილიც უფრო ძლიერი იყო.





ჩვენ გვაქვს ტენდენცია, ვფლობდეთ იმას, რაც აკრძალულია და აქედან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ ის არის უფო ძვირფასი.თითქმის ყველა სიტვაციაში ჩვენი ტიპიური რეაქცია შეზღუდული ინფორმაციის მიმართ არის ის, რომ გვიჩნდება დიდი სურვილი, ვფლობდეთ ამ ინფორმაციას.




ფიქრები შესაძლო დანაკარგზე დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე. მაგ: სტუდენტები უფრო ძლიერ გრძნობებს განიცდიან როცა წარმოიდგენენ სასიყვარულო წარუმატებლობას ან ცუდ მოსწრებას, და არა სასწავლო და სასიყვარულო წარმატებებს. შესაძლო დანაკარგის საფრთხე დიდ გავლენას ახდენს მიღებულ გადაწყვეტილებებზე. როგორც ჩანს დაკარგვის შესაძლებლობა უფრო დიდი მოტივაციაა ვიდრე მსგავსი ღირებულების რაიმეს შეძენა.

0
8
2-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ჯამასპიშვილი
ნატო ჯამასპიშვილი
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0