საზოგადოებრივი 6 ამოუხსნელი მოვლენა, რომლებსაც მეცნიერებიც ვერ პასუხობენ! 2016, 8 ივნისი, 12:25
დედამიწა სადუმლოებებით აღსავსეა, ეს ყველამ კარგად ვიცით! მეცნიერება დღესდღეობით უმაღლეს დონეზეა განვითარებული. მათ იციან თითქმის ყველა კითხვაზე პასუხი, ატარებენ საოცარ ცდებს და კაცობრიობას თავის შესაძლებლობებს უმტკიცებენ. ყველაფერი გასაგებია, მაგრამ არის ისეთი ფაქტები, რომლებსაც მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერებიც კი ვერ სცემენ პასუხს! ამ სტატიაში ჩამოგიყალიბებთ იმ 6 ამოუხსნელ მოვლენას, რომლებსაც მენიერები ვერ პასუხობენ! დავიწყოთ...
1. მუმიის კივილი მუმია, რომელიც კივის! ეს არის სრული სიმართლე. საუკუნეების გასვლის მიუხედავად, ამ მუმიას შინაგანი ორგანოები კვლავ აქვს. ეს უდიდესი სასწაულია რათქმაუნდა. არსებობს ძალიან განსხვავებული თეორიები, მაგრამ არცერთი თეორია დამაკმაყოფილებელ პასუხს არ იძლევა. სხვდასხვა წყაროებზე დაყრდნობით, ეს მუმია არის რამზეს III-ის ვაჟის, პრინც პენტევირის მუმია! 2. 2 000 წლიანი ელემენტი გერმანელმა არქეოლოგმა - ვილჰელმ კენიგმა 1938 წელს, ერაყის დედაქალაქ ბაღდათში აღმოაჩინა 2 000 წლის ბატარეა, რამაც მენციერები გაკვირვებული დატოვა. ეს უცნაური ნივთი, რომელიც დღესაც უამრავ კითხვებს ბადებს, ბაგდადის ელემენტი (Baghdad Battery ) იყო, რომელიც თიხის ჭურჭელში მოთავსებული სპილენძის და რკინის ღერძისგან შედგებოდა. როდესაც ბაგდადის ელემენტის ანალოგში ძმარი ჩაასხეს, მან 1, 1 ვოლტი გამოიმუშავა. ბაგდადის ელემენტის გამოყენების კონკრეტული სფერო უცნობია, თუმცა მეცნიერთა აზრით, მას იყენებდნენ სპილენძის მოოქროვებისთვის გალვანიზაციის მეთოდით, რა ტექნოლოგიაც დღეს ფართოდ გამოიყენება, თუმცა ეს მხოლოდ უბრალო თეორიაა... სინამდვილეში დღემდე არავინ იცის პასუხი იმისა, თუ როგორ შეიქმნა ეს ელემენტი! 3. ნაწინასწარმეტყველები რუკა გეოგრაფიის და რუკის სპეციალისტი, ცნობილი თურქი ადმირალის - დენიზ რეისის მიერ შექმნილი რუკის შესახებ, საზოგადოებამ შეიტყო 1929 წელს. ადმირალმა რუკა შექმნა 1513 წელს, სადაც აღწერილი იყო აფრიკა, ამერიკა და სამხრეთ პოლუსი. რუკის გასაჯაროვებას დიდი ქაოსი მოჰყვა, ვინაიდან სამხრეთ პოლუსი რუკის შექმნიდან რამოდენიმე საუკუნის შემდეგ, 1818 წელს აღმოაჩინეს. ასევე დენიზ რეისი თავის რუკაში ხაზს უსმევდა იმ ფაქტს, რომ სამხრეთ პოლუსს ყინული მოიცავს. თუმცა, კონტინენტზე ყინულები 6 000 წლის წინ დადნა. 4. კრისტალის თავის ქალა 1000 წლიანი კრისტალის თავი ქალა მეცნიერების აზრით მაიას ტომების პერიოდისაა. პირველი კრისტალური თავისქალა 1890 წელს იქნა ნაპოვნი. თავიდან ეს თავის ქალა უბრალო რელიქვიად ჩათვალეს და ბრიტანეთის მუზეუმში შეინახეს. თავის ქალებს, ძირითადად მაიას ტომის და აზტეკების ცივილიზაციების ტერიტორიაზე ან პირამიდებსა და ნამარხებში პოულობენ. ერთ-ერთი თავის ქალა, სხვა დანარჩენებისგან მკვეთრად გამოირჩეოდა, ის თვალებიდან სინათლეს გამოსცემს. ამ წუთისთვის უცნობია, თუ სად ინახება ეს კრისტალის თავის ქალა, ან შეეძლოთ თუ არა მაიას ტომების ხალხს ასეთი რამის შექმნა, რაც დღევანდელ ტექნოლოგიასაც არ შეუძლიათ. მეცნიერები ამ კითხვასაც ვერ პასუხობენ! 5. სად იმალება ოლივერ კრომველის თავის ქალა? 1599 წლის 25 აპრილს ოლივერ კრომველი დაიბადა ინგლისში, ის იყო ქვეყნის რევოლუციური ლიდერი, მან დამოუკიდებლად ჩამოაყალიბა უძლიერესი სამხედრო რაზმი, რომლებსაც “რკინისგვერდიანი მხედრების" რაზმს ეძახდნენ, ამასთან ერთად, ოლივერ კრომველი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში მონარქიის დამარცხება მოახერხა და ინგლისი რესპუბლიკად გამოაცხადა. კრომველის გარდაცვალების შემდეგ, ინგლისში კვლავ მონარქიული დაიწყო! მეფე კარლ II-მ ოლივერ კრომველის საფლავი კვლავ გაათხრევინა და გარდაცვლილი გმირი კვლავ მოაკვლევინა. კრომველს თავი მოკვეთეს, მაშ შემდეგ, ხან მუზეუმებში ინახებოდა, ხან კიდევ კოლექციონერები ინახავდნენ, საბოლოოდ 1957 წელს ერთ-ერთ ინგლისურ ოჯახში საიდუმლოდ იქნა გადანახული! დღეს ოლივერ კრომველის თავის ქალის ადგილმდებარეობა მთელს მსოფლიოში მხოლოდ ორმა ადამიანმა იცის!!! 6. კოკა-კოლას საიდუმლო! კოკა-კოლას საიდუმლოს ამოხსნას 129 წლის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა ამაოდ. ამ ამოუხსნელობას ქალაქური ლეგენდები თან დაერთო: "კოკა-კოლას მწერი ჰყავს" და "არის თუ არა კოკა-კოლაში ალკოჰოლი"? “კოკა-კოლას” საიდუმლო ინგრედიენტი 1886 წელს ატლანტელმა ფარმაცევტმა ჯონ პემბერტონმა გამოიგონა. და აქამდე საიდუმლოს წარმოადგენს. მართალია, პრეპარატ “7X”-ზე “ კოკა-კოლას” შემადგენლობის მხოლოდ 1 პროცენტი მოდის, მაგრამ სწორედ ის აძლევს სასმელს დამახასიათებელ უნიკალურ გემოს. მსოფლიოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში არაერთხელ ამტყდარა ხმაური, თითქოს ფორმულის საიდუმლო გახსნილია, მაგრამ, კომპანიის წარმომადგენლები ყოველთვის უარყოფდნენ საიდუმლოს გახსნის ფაქტს. დღემდე არავინ იცის კოკა-კოლას საიდუმლო რეცეპტი და სავარაუდუდოდ კიდევ წლების განმავლობაში არ გასაჯაროვდება!
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 6181 13-ს მოსწონს
|