x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135692
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510071
ავტორიტეტი და მორჩილება

მორჩილება ეფუძნება რწმენას, რომ უფლებამოსილ პირებს მოთხოვნების
გაკეთების უფლება აქვთ. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები მეტად მიდრეკილნი არიან,
ანგარიში გაუწიონ ძალაუფლების მქონე პირებს, მაგ. დამქირავებელს ან რელიგიურ ლიდერს, როდესაც ისინი სარგებელს იღებენ ამ ორგანიზაციისა ან ჯგუფის წევრობიდან. image

რა აიძულებდა ათასობით ნაცისტს, დამორჩილებოდნენ ჰიტლერის ბრძანებებს და მილიონობით ებრაელი გაეგზავნათ გაზის კამერებში? გააჩნდათ მათ მორალური ნორმები თუ არა? როგორ უნდა ავხსნათ სხვადასხვა კულტების მიმდევართა მზადყოფნა, არა მარტო საკუთარი სიცოცხლე ხელყონ, არამედ სხვებიც თან გაიყოლონ?





მილგრემის კვლევამ (1965, 1974) ცხადყო, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების ბრმა მორჩილება იმდენად მათი დისპოზიციური მახასიათებლების (ანუ მათი განსაკუთრებული პიროვნული თვისებების ან გერმანელების ეროვნული ხასიათის) მოქმედების შედეგი არ იყო, რამდენადაც ისეთი სიტუაციური ძალების მოქმედებისა, რომელთაც ნებისმიერი ადამიანის შთანთქმა შეეძლო. როგორ შეძლო მან იმის ჩვენება, რასაც არენდტმა „ბოროტების ბანალურობა~ უწოდა – როდესაც ბოროტი ქმედებები შეიძლება ჩვეულებრივმა ადამიანებმა ჩაიდინონ, რომლებიც სულაც არ არიან ულმობელნი და უბრალოდ გაუაზრებლად, ყოველგვარი განსჯის გარეშე ასრულებენ სხვების ბრძანებებს.





ჩატარდა ისეთი ექსპერიმენტი, რომელშიც დამორჩილების ეფექტი რეალური, სწრაფი და უშუალო იყო.
კოლეჯის სტუდენტები თვლიდნენ, რომ წვრთნიდნენ ლეკვს, რომელზეც ყოველი შეცდომის შემდეგ ელექტროშოკით ზემოქმედებდნენ. ისინი რეალურად ხედავდნენ, როგორ ხტებოდა ლეკვი და ესმოდათ მისი წკმუტუნი ყოველთვის, როდესაც ღილაკზე აჭერდნენ ხელს და აძლიერებდნენ დენს.


რამდენი ადამიანი ისურვებდა ლეკვზე ელექტროშოკით ზემოქმედებისა და მისი წვალების გაგრძელებას? ამ რეალურ სიტუაციაშიც კი სტუდენტების სამმა მეოთხედმა ელექტროშოკის მაქსიმალური ოდენობა გამოიყენა Sheridan & King, 1972).





მილგრემი და სხვა მკვლევრები ექსპერიმენტული სიტუაციის მთელი რიგი ასპექტებით მანიპულირებას ახდენდნენ, რათა გამოეკვეთათ, რომ დამორჩილების ეფექტი განპირობებულია არა პიროვნული, არამედ სიტუაციური ფაქტორებით.





ორი მიზეზი, რომლის გამოც ადამიანები ავლენენ მორჩილებას ამ სიტუაციებში: ადამიანებს სურთ, რომ მოწონებულ იქნენ (ნორმატული გავლენა) და იყვნენ მართლები (ინფორმაციული ზეგავლენა). ისინი მიდრეკილნი არიან მოიქცნენ ისე, როგორც სხვები იქცევიან, ან იქცეოდნენ ისე, რომ იყვნენ სოციალურად მისაღებნი და მოსაწონნი. ამასთან, გაურკვეველ, ახალ სიტუაციებში, როგორ ეს მილგრემის ექსპერიმენტშია,
ადამიანები ენდობიან სხვების მინიშნებებს იმის თაობაზე, თუ რა სახის ქცევებია ადეკვატური და სწორი. უფრო ხშირად ისინი ექსპერტებს და სანდო პირებს ენდობიან, რომლებიც კარნახობენ მათ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ.





მილგრემის პარადიგმის მესამე ფაქტორი ისაა, რომ, როგორც ჩანს, ცდის პირები იბნეოდნენ, ვინაიდან არ იცოდნენ, როგორ გამოეხატათ დაუმორჩილებლობა; არაფერს ამბობდნენ, რადგან უჯერებდნენ ავტორიტეტს. მათ რომ ჰქონოდათ სიტუაციიდან პირდაპირი, მარტივი გამოსავალი, მაგალითად, დაეჭირათ ხელი ღილაკზე „შეწყვეტა~, მაშინ, შესაძლოა, ნაკლებად გამოევლინათ მორჩილება.





მილგრემის მიერ ჩატარებული, ავტორიტეტისადმი დამორჩილების კვლევები ანგრევს მითს იმის შესახებ, რომ ადამიანების ცოდვის წყარო მათ ცოდვილ ბუნებაშია. ნორმალური, კარგად მოაზროვნე ინდივიდიც კი, შესაძლოა, პოტენციურად სუსტი აღმოჩნდეს ძლიერი სიტუაციური და სოციალური ძალების წინაშე.





ადამიანები ბავშვობიდან ეჩვევიან ავტორიტეტებისადმი მორჩილებას. ჩვენ უნდა დავუჯეროთ მშობლებს, მასწავლებელს, დირექტორს, ექიმს. რელიგიაც გვასწავლის მორჩილებას.


როგორ ვთქვათ არა.


1.განვაცალკევოთ ავტორიტეტის განსაცვიფრებელი ელემენტები.


2.ორი კითხვის დასმა საკუთარი თავისთვის: „არის ავტორიტეტი ნამდვილად ექსპერტი?“; „რამდენად სარწმუნოა, რომ ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ ექსპერტ აქ?“

0
67
3-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ჯამასპიშვილი
ნატო ჯამასპიშვილი
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0