საზოგადოებრივი ათი ფაქტი უძველესი ადამიანების შესახებ, რომელთაც თქვენი ტვინის "აფეთქება" შეუძლია 2016, 8 ივნისი, 10:36 ათასეულობით წელი გავიდა მას შემდეგ, როცა ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ გამოქვებულებში, იკვებებოდნენ მხოლოდ ნანადირევით და გამოიყურებოდნენ სულ სხვაგვარად, ვიდრე ჩვენ... ახლა ჩვენ გაცილებით ცოტა თმა გვაქვს სახეზე, გვაქვს სწორი ზურგი, კარგად განვითარებული სახის კუნთები და რაღა თქმა უნდა ტვინი -მოკლედ, გონებრივად უმაღლეს საფუხურზე მდგომი არსებები ვართ. შეიცვალა ჩვენი ცხოვრების სტილიც - ჩვენ ვცხოვრობთ მარტო და არა ჯგუფებად და ტომებად, ხოლო პრიმიტიული იარაღი თანამედროვე გაჯეტებმა შეცვალა, მაგრამ იმას, თუ როგორები ვართ ახლა, ჩვენ წინაპრებს უნდა ვუმადლოდეთ...
და მაინც, რა იციან მეცნიერებმა ჩვენი წინაპრების-უძველესი ადამიანების შესახებ? - ამას ამ პოსტში შეიტყობთ.
მაშ ასე, თქვენს წინაშეა ათი საინტერესო ფაქტი უძველესი ადამიანების შესახებ, რომლებსაც გარკვეულწილად შეუძლია თქვენი ცნობიერების შეცვლა. 10. ჩვენი წინაპრები აფრიკიდან გამოვიდნენ დაახლოებით ერთი მილიონი წლის წინათ ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია იმის შესახაბ, რომ ადამიანები Homo sapiens-ის სახით გადმოვიდნენ აფრიკიდან ევროპაში და იქ შეერწყნენ ნეანდერტალელებს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ პირველი ადამიანის ერთ-ერთმა უძველესმა სახეობამ Homo erectus-მა აფრიკა ჯერ კიდევ მილიონი წლის წინ დატოვა. 9. უძველესი ადამიანების გენეტიკური მრავალფეროვნება ძალზე შემოსაზღვრულია არქეოლოგებმა აღმოაჩინეს უძველესი ადამიანის უამრავი სახეობა, მაგრამ საოცარია ის, რომ გენეტიკურად ჩვენ თითქმის არაფრით არ განვსხვავდებით მათგან და რაღა თქმა უნდა, ამ უძველესი ადამიანების გენებიც ძალზე მცირედ განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენ ერთი და იგივე წინაპარი გვყავს-აღმოსავლეთ აფრიკაში ბინადარი ადამიანისმაგვარი მაიმუნი. გენეტიკური მრავალფეროვნება განისაზღვრება საინტერესო მაჩვენებლით-პოპულაციის ზომებით. ეს მაჩვენებელი მიგვითითებს, თუ რამდენია ინდივიდია საჭირო, რომ შეიქმნას არსებული პოპულაცია მთელი თავისი მრავალფეროვნებით. მაგალითად: იმისათვის, რომ შეიქმნას დედამიწაზე ამჟამად არსებული ადამიანების რაოდენობა-7 მილიარდი კაცი, საჭიროა ჩვენი სახეობის მხოლოდ 15 ათასი ერთეული ანუ 15 ათასი ადამიანი, ხოლო თაგვებს იმისათვის, რომ ამჟამად დედამიწაზე არსებულ პოპულაციას მიაღწიონ, ესაჭიროებათ 733 მილიონი ერთეული. 8. შესაძლებელია, ნებისმიერი თქვენგანის გენებში ახლაც არსებობდეს ნეანდერტალელის გენი ნეანდერტალელები-ჩვენი გენეტიკური ''მეგობრები'' არიან, ისინი საგრძნობლად ჰგავდნენ თანამედროვე ადამიანებს, თუმცა გაცილებით დიდი თვალები ჰქონდათ და ჩვენზე უფრო დაკუნთულები იყვნენ. ნეანდერტალელები ევროპაში ჩვენს სახეობაზე ადრე გაჩნდნენ, თუმცა მათი განვითარება სულ სხვა გზით წარიმართა. საბოლოოდ ჩვენი სახეობა მაინც შეხვდა მათ და მუხედავად იმისა, რომ ნეანდერტალელები გადაშენდნენ, ჩვენ მაინც მოვასწარით მათგან აგვეღო გენების ნაწილი. 7. 80 ათასი წლის წინ ადამიანების პოპულაცია საგრძნობლად შემცირდა არქეოლოგებისათვის დღემდე გამოცანად რჩება, თუ რა მოხდა 80 ათასი წლის წინ, თუმცა ერთი რამ მათ ზუსტად იციან: ამ დროს დედამიწაზე მოხდა რაღაც საშინელი კატასტროფა. შესაძლებელია, ეს იყო ვულკანის უძლიერესი ამოფრქვევა, რის გამოც მზის სხივები კარგა ხანს ვეღარ აღწევდა დედამიწამდე. იმას, რომ რაღაც საშინელება მოხდა, მეცნიერები ხსნიან ადამიანთა პოპულაციის საგრძნობი შემცირებით ამ პერიოდის დროს. 6. Homo sapiens-ის სახეობა გამუდმებით განიცდიდა ევოლუციას დიახ-დიახ, ჩვენ მუდმივად განვიცდიდით ევოლუციას, ახლაც განვიცდით და მომავალშიც ასე იქნება, რადგან ჩვენი ცხოვრების პირობები გამუდმებით იცვლება. ჩვენი რაციონი განსხვავდება იმისაგან, რითაც წინათ იკვებებოდა ადამიანი, ჩვენ ვახდენთ ახალი ტერიტორიების ათვისებას და ვქმნით ახალ-ახალ ტექნოლოგიებს, ამიტომ შესაძლებელია, 200-300 წლის შემდეგ ადამიანი სულ სხვაგვარად გამოიყურებოდეს, ვიდრე ახლა. საკითხავია, იქნება ეს ცვლილება უკეთესობისაკენ თუ უარესობისაკენ?- ეს ჯერჯერობით ცნობილი არაა. მაგალითად, ჩვენს ორგანიზმს შესწევეს უნარი შეითვისოს სრულიად ახალი სახის საკვები, მაგრამ დამაფიქრებელია ის, რომ ჩვენი ტვინი სულ უფრო და უფრო პატარავდება. 5. 50 ათასი წლის წინ ადამიანებმა გადალახეს ინდოეთის ოკეანე ეს მართლაც ასეა, რადგან სწორედ 50 ათასი წლის წინ გაჩნდა პირველი ადამიანი ავსტრალიის კონტინენტზე და ეს გასაოცარია, რადგან იმდროინდელ ადამიანებს არც რუკები ჰქონდათ და არც საზღვაო მოგზაურობის გამოცდილება, მით უმეტეს, ლაპარაკი ზედმეტია გემებზე. წარმოგიდგენიათ, რა ძალისხმევა დასჭირდებოდა ამის გაკეთებას?- ალბათ საუკუნეები იქნებოდა საჭირო, რომ მთელი ავსტრალიის კონტინენტის ათვისება მომხდარიყო. 4. ჩვენი კბილები დროთა განმავლობაში დაპატარავდა, ხოლო ტვინი გაიზარდა მეცნიერების მიერ აღმოჩენილი ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მოვლენაა ის, რომ დროთა განმავლობაში ადამიანის კბილები დაპატარავდა იმ დროს, როცა ტვინი გაიზარდა. საინტერესოა ის, რომ სხვა ცხოველების ევოლუციის პროცესში ტვინის ზრდა ხდებოდა კბილების ზრდასთან ერთად, რადგან მათ ორგანიზმებს განვითარებასთან ერთად გაცილებით მეტი კალორიები და საკვები ნივთიერებები სჭირდებოდა. შესაძლებელია, ადამიანის კბილების დაპატარავება ევოლუციის ადრეულ ეტაპზევე მოხდა იმის გამო, რომ ჩვენ ასევე ადრეულ პერიოდშივე შევისწავლეთ კულინარია და პროდუქტების გადამუშავება. 3. ადამიანის დღეგრძელობა შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მეტაბოლიზმის შენელებასთან ჩვეულებრივ, ჩვენ ვწუწუნებთ იმის გამო, რომ გვაქვს მეტაბოლიზმის შენელებული პროცესი, მაგრამ შესაძლებელია, სწორედ მასში იმალება მიზეზი, თუ რატომ ვცოცხლობთ ცხოველებზე დიდხანს. რათ უფრო სწრაფია მეტაბოლიზმი, მით უფრო მეტი ენერგიაა საჭირო და შესაბამისად, გაცილებით ადრე გამოიფიტება ორგანიზმი. სწორედ ამიტომაა ადამიანის მეტაბოლიზმი რეკორდულად ნელი სხვა ძუძუმწოვრებთან შედარებით. 2. ჩვენი ევოლუცია განპირობებული იყო საკვების მრავალფეროვნებით მაიმუნების საკვების ძირითად რაციონს ხილი და მცენარეულობა წარმოადგენს. ხორცს ისინი მხოლოდ მაშინ ჭამენ, როცა სხვა გამოსავალი არ აქვთ, მაგრამ ძველი ადამიანები მუდმივად გადაადგილდებოდნენ და ყველა იმ ადგილას, სადაც ისინი მიგრირდებოდნენ, როდი იყო საკვებად საკმარისი ხილი და მცენარეები, ამიტომ მათ მოუწიათ ნადირობის დაწყებამ და სხვა სახის საკვების მოპოვებამ. მარცვლეულმა, თხილეულმა, თევზმა და მცირე ზომის ცხოველების ხორცმა მათი ორგანიზმი მოამარაგა საკვები ნივთიერებებით, რის წყალობითაც ტვინის განვითარება დაჩქარდა. 1. ადამიანის სახემ განიცადა ევოლუცია, რათა დარტყმა უკეთესად აეტანა ეს შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩვენი სახე იმგვარადაა შექმნილი, რომ აიტანოს საკმაოდ ძლიერი დარტყმა. რა თქმა უნდა, დღეს ადამიანებს აღარ უხდებათ მუდმივი კონფლიქტი და ჩხუბი ერთმანეთთან, მაგრამ ასეთი დაპირისპირება საკმაოდ ხშირი იყო წარსულში, როცა ბუნებრივი გადარჩევის პროცესში ადამიანებს შორის გამუდმებული ბრძოლა მიმდინარეობდა საკვების ან სხვა რესურსებისათვის. სახეობების შიგნით ბრძოლა გაცილებით უფრო რთულია სხვადასხვა სახეობებს შორის ბრძოლასთან შედარებით, ამიტომ ადამიანის სხეული მუდმივად ვითარდებოდა ისეთნაირად, რომ შედარებით იოლად აეტანა ეს ბრძოლები. 592 10-ს მოსწონს
|