x
image
Guns N Roses
ადამიანების გატაცება უცხოპლანეტელების მიერ

დღემდე ათასობით ადამიანი ამბობს, რომ ისინი გაიტაცეს უცხოპლანეტელებმა და ასევე ათასობით ადამიანი ყვება მათი გატაცების ისტორიებს.





image














უფრო ხშირად ადამიანებს იტაცებენ როდესაც ისინი მარტონი არიან. ეს ხდება ღამით იზოლირებულ ადგილებში. ხდება ხოლმე, რომ მსხვერპლს ლოგინიდან იტაცებენ "ლაზერული სინათლის" დახმარებით, ათავსებენ თავიანთ "მფრინავ აპარატში" და ატარებენ ექსპერიმენტებს. ყველაფრის დასრულების შემდეგ ისინი ადამიანს აბრუნებენ ზუსტად იმ ადგილას საიდანაც ის მოიტაცეს. ხშირ შემთხვევაში ადამიანებს არაფერი არ ახსოვთ, მას ნაწილობრივ ან მთლიანად "უშლიან" მეხსიერებას მომხდარის შესახებ. თუმცა მეხსიერების აღდგენა შესაძლებელია ჰიპნოზის დახმარებით რამოდენიმე სეანსის შემდეგ.


ყველაზე ხშირად ადამიანებს იტაცებენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან. არსებობს ასევე მოსაზრება, რომ სხვა ქვეყნები უბრალოდ ერიდებიან ამ ინფორმაციის გავრცელებას.


ისტორიები გატაცების შესახებ სიგიჟეს ჰგავს თუმცა მისი პირდაპირ უარყოფაც არ შეიძლება.


ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელმაც ასეთი ისტორია მოყვა იყო ავსტრიელი, რომელმაც უარი თქვა თავისი ვინაობა გაემხილა. 1951 წელს ის მუშაობდა "ზალცბურგში". 11 მაის ის ჩვეულებრივ მორიგეობიდან ბრუნდებოდა ღამით სახლში. უეცრად სიბნელიდან მისკენ რაღაც არსება წამოვიდა, მიუშვირა გაურკვეველი მოწყობილობა და ადგილზე გააშეშა. მან 50 მეტრის მოშორებით შეამჩნია მრგვალი ობიექტი სადაც ის გადაიყვანეს და სადაც მან შეძლო და გაარჩია თავისი გამტაცებლების გარეგნობა. მათი თავი იყო გაწელილი ფორმის, თვალები დიდი და მრგვალი, ორი ხვრელი ცხვირის ნაცვლად და სწორი "ხაზი" პირის ნაცვლად. ავსტრიელმა 2 საათი გაატარა მათთან ერთად "კოსმოსურ მოგზაურობაში" რის შემდეგაც ის დააბრუნეს დედამიწაზე. თავიდან ავსტრიელი ვერავის ვერ უყვებოდა ამას რადგანაც ეგონა რომ მას გიჟად ჩათვლიდნენ და ამიტომ მისმა ცოლმაც არ იცოდა ამის შესახებ არაფერი, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მან მოიკრიბა ძალა და გაზეთში გამოაქვეყნა სტატია, მაგრამ თავისი ვინაობა არ დაუსახელებია.




1973 წლის 11 ოქტომბერს 41 წლის მამაკაცი ჩარლზ ჰიკსონი და მისი 19 წლის შვილის მეგობარი კელვინ პარკერი თევზაობდნენ მდინარე "პასკაგულაზე", შტატ მისისიპიში. მოულოდნელად მათ ზურგს უკან 20 მეტრის რადიუსში შენიშნეს ობიექტი, რომელიც ანათებდა. ეს იყო 3 მეტრის დიამეტრის "დისკი", ისინი შიშისგან ადგილზე გაქვავდნენ. ამ ობიექტიდან გამოვიდნენ 3 ცოცხალი არსება, არცთუ ისე მაღლები მონაცისფრო დანაოჭებული კანით, პატარა ყურებით და ხელზე ჰქონდათ მხოლოდ ორი თითი. მათი თვალები იყო წვრილი, ძლივს შესამჩნევი. მათ გასაქცევი არსად ჰქონდათ. თუ რა მოხდა შემდეგ ჩარლზმა და პარკერმა გაიხსენეს მხოლოდ ჰიპნოზის სეანსების შემდეგ. ჰიკსონი ორმა არსებამ დაიჭირა და წაიყვანეს თავიანთ ხოლამდზე. შემდეგ წაიყვანეს პარკერიც. ისინი მოათავსეს კარგად განათებულ ოთახში სადაც ატარებდნენ მათზე ექსპერიმენტებს. ამის შემდეგ ისინი დააბრუნეს მდინარის ნაპირას. ჰიკსონმა და პარკერმა იმ წუთში შეატყობინეს პოლიციას და მიუხედავად იმისა, რომ მათ არ სურდათ ამ ინფორმაციის გამჟღავნება მეორე დღესვე დაიბეჭდა მათი ისტორია. ასევე მათ წარმატებით გაიარეს ტესტი სიცრუის დეტექტორზე, ხოლო ჰიპნოზის სეანსების შემდეგ ყველაფერი გაიხსენეს. როგორც სხვა დანარჩენი ისტორიების დროს, ახლაც არავის არ აქვს ზუსტი პასუხი იყო ეს სიმართლე თუ უბრალოდ ფანტაზიის ნაყოფი..

0
268
8-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
268
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0