სიახლეები სენსაციური აკრძალვა ნორვეგიაში! 2016, 6 ივნისი, 15:31 უახლესი ტექნოლოგიებით დაიწყო ელექტრო ავტომობილების წარმოება, რამაც
ევროპული ქვეყნების ყურადღება მიიპყრო. ამ კონტექსტში ნორვეგია ბენზინით
მომუშავე ავტომობილებს კრძალავს!
იმ შემთხვევაში თუ კონსტიტუციით კანონმდებლობაში შევა ნორვეგიაში ბენზინიანი ავტომობილების აკრძალვა, მაშინ ნორვეგია მსოფლიო ისტორიაში იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც ასეთ სენსაციურ გადაწყვეტილებას მოაწერს ხელს!!! ქვეყნის საექსპორტო შემოსავლის 39% ნავთობისა და ბუნებრივი აირის საშუალებით ხორციელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ნორვეგიის ეკონომიკისთვის ეს გადაწყვეტილება მისაღები არ იქნება. ნორვეგია ნავთობის და ბუნებრივი აირის ექსპორტს აკეთებს შემდეგ ქვეყნებში: გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ბელგია და საფრანგეთი. აკრძალვა იგეგმება 2025 წლისთვის. გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, ნორვეგიის შემდეგ, ჰოლანდიამ და ინდოეთმაც მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღეს. ჰოლანდიაში 2025 წლის შემდეგ აიკრძალება ბენზიანიანი ავტომობილების ყიდვა-გაყიდვა, ქალაქებში სიარული და იმპორტ-ექსპორტი. ხოლო ინდოეთში 2030 წლისთვის იგეგმება ელექტრო-მობილების წარმოება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ბენზიანიანი ავტომობილები აიკრძალება. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1279 8-ს მოსწონს
|