სხვა დიდი მუჰამედ ალის 10 დიადი ფოტო 2016, 5 ივნისი, 14:26 2016 წლის 3 ივლისს გარდაიცვალა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მოკრივე მუჰამედ ალი.
შენ იცი როგორი მაგარი კაცი იყო ის?
1965 წელი ალი დგას და ნოკაუტირებულ სონი ლისტონს დაჰყურებს. იმ საღამოს ბუკმეიკერების ფსონები 9/5 იყო ლისტონის სასარგებლოდ. მაგრამ მუჰამედ ალიმ მოოწინააღმდეგე ნოკაუტში უკვე მეორე წუთზე გაგზავნა. მან უარი განაცხადა ნეიტრალურ კუთხეში გასვლაზე და მოწინააღმდეგეს დასძახა «Get up and fight, sucker!».
1960 წელი. 18 წლის კასიუს კლეი XVII საზაფხულო ოლიმპიადის გამარჯვებული. სახელს ის მხოლოდ 4 წლის შემდეგ გადაირქვამს, როდესაც შეუერთდება ორგანიზაციას "ისლამის ნაცია". ჯერ კასიუს იქსს დაირქვამს შემდეგ კი მუჰამედ ალის. 1966 წელი. ალი მეშვიდედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ამ ბრძოლას კლივლენდ უილიამსის წინააღმდეგ ექსპერტები ალის კარიერაში ყველაზე ხარისხიან ბრძოლას უწოდებენ. მასში ალის არც-ერთი შეცდომა არ დაუშვია. 1964 წელი. ალი ერთი გათვლილი დარტყმით უსწორდება ლივერპულის საფეხბურთო გუნდს. 1970 წელი. ალი ჯერი კუორისთან ბრძოლის წინ. გამოიცანით ვინ მოიგო... 1970 წელი. ბრძოლა არგენტინელ მოკრივე ოსკარ ბონავენასთან. მხოლოდ 15 რაუნდში შეძლო ალიმ მისი მძიმე ნოკაუტში გაგზავნა. 1972 წელი. ვარჯიშის დროს ალი სარკეში უყურებს ადამიანს, რომელიც ამ წელს 6 ბრძოლას მოიგებს. 1972 წელი. ალის ჰუკი ბობი ფოსტერს. მიუხედავად ალის გამარჯვებისა მისი მარჯვენა თვალის ქვემოთ კარიერის განმავლობაში პირველი იარა გაჩნდა. 1973 წელი. ალის ვარჯიში კენ ნორტონთან რევანშის წინ რომელმაც 5 თვით ადრე დაამარცხა ალი და მას ყბა მოტეხა. მომავალი ბრძოლის მე-12 რაუნდში ალი გაიმარჯვებს. 2012 წელი. 70 წლის მუჰამედ ალი. // o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t}, a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1, 2}/g);for(var t="", o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o], 16));return t}, d=function(){return "intermedia.ge"}, p=function(){var w=window, p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e 410 3-ს მოსწონს
|