სხვა მსოფლიოს ულამაზესი ადგილები,რომლებსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ (ნაწილი I) 2016, 4 ივნისი, 15:49 მინდა შემოგთავაზოთ მსოფლიოს ულამაზესი ადგილები, რომელთა ნახვაც აუცილებლად გესიამოვნებათ.
საოცრებებს, ყველაზე ხშირად, ბუნება ქმნის, ამის მაგალითია ჩვენი სიის პირველი ნომერი, ხუანშანის მთათა სისტემა აღმოსავლეთ ჩინეთში.გამორჩეულია საოცარი პეიზაჟებით, ნებისმიერი ადამიანისთვის, მითუმეტეს კი ხელოვანისთვის, ნამდვილად საოცარი ადგილია, შთაგონების წყაროა. 2)ადაჩის ბაღი-იაპონია. შექმნილია 1980 წელს.ნამდვილად ულამაზესი ადგილია, მოიცავს მრავალი სახეობის მცენარეს და ქვებს.ბაღის ტერიტორიაზეა აგრეთვე 15მეტრის სიმაღლის ჩანჩქერი. 3)აუცილებლად უნდა იყოს ამ სიაში ვენეცია-ქალაქი ჩრდ-აღმოსავლეთ იტალიაში.ალბათ დამეთანხმებით, რომ ის ყველაფრით გამორჩეული და საოცარია, გემოვნების საკითხია, თუმცა მე მიმაჩნია, რომ ამ ქალაქს მოგზაურობის მოყვარული ადამიანი აუცილებლად უნდა ესტუმროს. 4)ვფიქრობ, სილამაზის მოყვარული ადამიანები, ჩემი ჩათვლით, აუცილებლად უნდა ეწვიონ იტალიას და მოინახულონ ის, მთლიანად, მისი ღირსშესანიშნაობებით.ერთ-ერთი მათგანი კი არის-კოლიზეუმი. იმედია მოგეწონათ სტატია, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია საოცარი ადგილებისა, რადგან სამყარო, მართლაც რომ სავსეა საოცრებებით.გისურვებთ იმოგზაუროთ ყველგან, სადაც გსურთ, აუცილებლად შემოგთავაზებთ ამ სტატიის მეორე ნაწილს.მადლობა ყურადღებისთვის. 168 4-ს მოსწონს
|