ქალი და მამაკაცი ამ მამაკაცებმა მსოფლიო გააოგნეს და თქვენც გაგაოცებთ 2016, 4 ივნისი, 9:07 როგორც ისტორიული წყაროები იუწყება, ქალის თავის მოვლას ოდითგანვე ექცეოდა ყურადღება. ჰიგიენის გარდა კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მაკიაჟი იყო. მაკიაჟი - არის სახის კანის ზედაპირზე დეკორატიული კოსმეტიკიკის დატანის ხელოვნება, რომლის მიხედვითაც იქმნება ლამაზი გამოსახულება და ინიღბება ხარვეზები. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არ არსებობდა ტუჩსაცხები, ქალბატონები ბაგეებსა და ღაწვებს სისხლითა და სხვადასხვა კენკრით იფერავდნენ, რადგან დაეფარათ სახის სიფერმკრთალე. დროის ცვლილებასთან ერთად მაკიაჟის ხელოვნებაც გაიზარდა. კინო ინდუსტრიამ კი ნამდვილი რევოლუცია მოახდინა მაკიაჟის ხელოვნებაში, გაჩნდნენ გრიმის პირველი ოსტატები და ნელ-ნელა კიდევ უფრო დაიხვეწა როგორც პროდუქცია, ისე სპეციალური ხელსაწყოები, რომლებიც უშუალოდ ცხოველების ბეწვისგან მზადდებოდა. დღეს მაკიაჟი ნებისმიერი ქალის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი და ამავდროულად ერთგვარი ხელოვნებაა, თუმცა ყველამ როდი იცის მისი სწორად გაკეთება. მოვლილი ქალი- მაკიაჟით, დამეთანხმებით, რომ სასიამოვნო შესახედია, თუმცა ის, რასაც დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ, ყველანაირ ჩარჩოს სცდება. ამ ფოტოების ხილვის შემდეგ ნამდვილად ვერ წარმოიდგენთ მასზე აღბეჭდილი ადამიანები რომ მამაკაცები არიან, რომელთაც მაკიაჟის ხელოვნების წყალობით დაგვიმტკიცეს თუ რა დიდი ძალა ჰქონია ამ ზემო ხსენებულს. 1. მაკიაჟით კიმ კარდაშიანს დამსგავსებული ქალბატონი სინამდვილეში სულაც არაა ქალბატონი, ის ერთ-ერთი ცნობილი პროფესიონალი ვიზაჟისტია. 2. ეს მიმზიდველი ქერაც სულაც არაა მანდილოსანი, ის ტრანსფორმაციის საშუალებით, კარგად ცნობადი სახეა Instagrame-ზე. 3. Instagrame-ზე ჯულიას სახელით ცნობილი ქალბატონიც, რომელმაც არაერთი მამაკაცის მოჯადოვება შეძლო, სინამდვილეში აი ასე გამოიყურება: 4. შესანიშნავი ბეტი, Instagrame-ზე 9000 გამომწერით, სინამდვილეში მარგინალური "ტიპია". 5. და ბოლოს, საყვარელი ჯენი აღმოჩნდა, რომ უცნაური პირადით გამოირჩევა რეალურ ცხოვრებაში, კრიტიკოსების ცნობით სჯობდა ისევ გოგონა ყოფილიყო. 934 20-ს მოსწონს
|