x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135692
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510071
როგორ ახდენს გავლენას რელიგია და წაკითხული წიგნი ადამინზე?


image



რელიგიის გავლენა








“ქრისტიანობას დიდი როლი აკისრია ჩვენი საზოგადოებისა და ცხოვრების სტილის ჩამოყალიბებაში. გავლენა იქონია კანონების ფორმირებაში, ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე, ხელოვნებაზე, კალენდარზე, დღესასწაულებზე, ასევე ჩვენს მორალურ და კულტურულ პრიორიტეტებზე. ჩვენ დღეს არ ვიქნებოდით ის, რაც ვართ, თუკი 2000 წლის წინ ერთი მუჭა ებრაელები არ ირწმუნებდნენ, რომ მათ წინაშე იდგა დიდი მოძღვარი, რომელიც ჯვარს ეცვა, დაიმარხა და შემდეგ მკვდრეთით აღსდგა.”

ნაწყვეტი წიგნიდან “რატომ არის ქრისტიანობა ასეთი დიდებული”, ავტორი დინეშ

სოუზა (სტენფორდის უნივერსიტეტი).


ამერიკის კონსტიტუციაში კანონთა უმეტესობას ბიბლიური მორალიდან დაედო საფუძველი.


უსაზღვროა ქრისტიანობის გავლენა ხელოვნებაში, მუსიკაში, ლიტერატურაში.
ქრისტიანულმა რწმენამ გავლენა იქონია ისეთ მწერლებსა და პოეტებზე, როგორებიც იყვნენ დანტე ალიგიერი, თეოდორ დოსტოევსკი, უილიამ შექსპირი, ჩარლზ დიკენსი, და

ა.შ. შექმნილია უამრავი ნახატი, სადაც ბიბლიური სცენებია ასახული.


გასრდა ამისა ქრისტიანობის სახელით ბევრი ბოროტება ჩადენილა, მაგალითად ინკვიზიცია, ჯვაროსნული ლაშქრობები, ანტისემიტიზმი და ა.შ.


ქრისტიანობამ, როგორც ყოვლისმომცველმა ძალამ ამერიკულ
კულტურაში დიდი გავლენა მოახდინა პოლიტიკურ და სოციალურ დებატებზე. რელიგიურმა გამოღვიძებამ ქრისტიანული რეფორმატორული
მოძრაობა გამოიწვია, მათ შორის იყო სპირტიანი სასმელებისაგან თავშეკავება,

განათლება და შემწეობა ღარიბებისათვის, აზარტული თამაშების აკრძალვა და მონობის გაუქმება. მონობის დამცველები, ისევე როგორც მათი მოწინააღმდეგეები, ბიბლიას ხშირად მიმართავდნენ ხოლმე. ლინკოლნის გამოსვლები, ხშირად ბიბლიური წარმოდგენებით იყო გამსჭვალული.



ყოველი რელიგიური ჯგუფი გარკვეულწილად თავს გრძნობს რჩეულად, განსხვავებულად, ადამიანთა ძირითადი
მასისაგან. ხშირად ამ შეგრძნებებიდან ამოიზრდება რწმენა, რომ მოცემული ჯგუფი იმყოფება ღმერთთან თანხმობასა და ერთიანობაში.
რელიგია საკმაოდ კარგი საშუალებაა შეაჩერო ამბოხებულ ადამიანთა დიდ მასა.


ისტორიულად ცნობილია,
რომ ისლამის გავრცელება მსოფლიოში იარაღის ძალით, წარმოადგენდა ჭეშმარიტი მუსლიმანის რელიგიურ მოვალეობას. ომი ყოველთვის ითვლებოდა სამართლიანად თუ მიზანი, ხალხის „ჭეშმარიტ რწმენაში“ მოქცევა იყო. დღეს ისლამური რელიგიის სახელით ბევრი ტერორისტული დაჯგუფება მოქმედებს
და ალაჰისთვის ბევრი ადამიანი წირავს თავს.








წიგნის გავლენა




გარდა იმისა, რომ წიგნებით ტკბობა და სიამოვნების მიღება შეგვიძლია, ამბები გვიტაცებს და გვითრევს, წარმოსახვას ვძაბავთ, სხვადასხვა სამყაროს, ქვეყანას, პლანეტას ვსტუმრობთ, სხვადასხვა პერსონაჟის ცხოვრებას ვადევნებთ თვალს, მათ პრობლემებს განვიცდით, წიგნები სხვა, კიდევ უფრო ღრმა გავლენასაც ახდენენ ადამიანზე. ისინი ხშირად გვცვლიან, გვიცვლიან შეხედულებებს, ინტერესებს, მსოფლმხედველობას, ღირებულებებს _ ანუ ყოველივე იმას, რისგანაც შედგება ყოველი ჩვენგანის ინდივიდუალიზმი, იმას, რითაც ჩვენ ჩვენ ვართ და არა სხვა, და ჩვენი „მეს“ განსაზღვრაში და ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ეკისრებათ.



თუკი ზრდასრულ ადამიანზე წიგნების გავლენა ამ მასშტაბისაა, წარმოიდგინეთ, როგორი გავლენა შეუძლიათ იქონიონ ბავშვებზე ან მოზარდებზე, როდესაც მათი ცნობიერი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი და მყიფეა, ჯერ კიდევ ბოლომდე არ აქვთ პიროვნული იდენტობა გათვითცნობიერებული, საკუთარ შეხედულებებში და ღირებულებებში არცთუ ისე დარწმუნებულები და თვითდაჯერებულები არიან. ამ კუთხით წიგნები შეიძლება სახიფათონიც კი აღმოჩნდნენ, ან პირიქით _ უზარმაზარი სიკეთე გაუწიონ მათ და გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემებიც გადაალახვინონ. ზღაპართერაპია ფსიქოლოგიაში ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც სპეციალურად შედგენილი ან შერჩეული ზღაპრების მეშვეობით ეხმარება ბავშვებს პრობლემების დაძლევაში და სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებაში.


როგორც წესი, ყოველი წიგნი სხვადასხვა ხარისხით ახდენს ადამიანზე ზეგავლენას როგორც გადაწყვეტილების მიღების, ისე გემოვნებისა და ქცევების ჩამოყალიბების კუთხით. ბავშვებს აქვთ ძლიერი სურვილი, მაქსიმალურად მიბაძონ ზღაპრის თუ მოთხრობის იმ გმირებს, რომელთანაც აკავშირებენ საკუთარ თავს. ამის გამო ბავშვები ცდილობენ ისევე მოიქცნენ, როგორც მათი გმირები იქცევიან, იზიარებენ მათ მსოფლმხედველობას და გემოვნებას.


წიგნებს შეუძლიათ როგორც ფობიების წარმოქმნა ან მათი წარმოქმნისთვის ნოყიერი ნიადაგის შექმნა, ასევე იმავე ფობიებისგან თუ დეპრესიული განწყობებისგან გათავისუფლებაც.


ქართული ხალხური ზღაპრების დიდ ნაწილში ხშირად დიდი დოზით არის ძალადობა, რაც შესაძლოა მრავალი ბავშვის ოპტიმალური ფსიქო-ემოციური განვითარებისთვის აღმოჩნდეს დამაბრკოლებელი.


შეიძლება გავიხსენოთ არა მარტო ბავშვებში, არამედ საკმაოდ დიდი ასაკის მქონე ახალგაზრდებში მასობრივი მოტეხილობები და სხვა მძიმე ფიზიკური ტრავმები „ტარზანის“ ჩვენების შემდეგ. ხშირად დაფიქსირებულა თვითმკვლელობის მცდელობის
შემთხვევები, რომლებიც გამოწვეული იყო წაკითხული წიგნის გავლენის გამო.

0
112
შეფასება არ არის
ავტორი:ნატო ჯამასპიშვილი
ნატო ჯამასპიშვილი
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0