x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135692
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510071
როგორ გამოიყენება სოციალური დადასტურება მარკეტინგში




სოციალური დადასტურება მარკეტინგში


გაიხსენეთ ყველამ საკუთარი თავი, როცა რაიმე ტექნიკის ყიდვა გადაგიწყვეტიათ და
პროდუქციას საიტზე არჩევთ. რას აკეთებთ ამ დროს? უპირველეს ყოვლისა, არჩევთ
პროდუქტს, შემდეგ უყურებთ რეიტინგსა და სხვა ადამიანების გამოხმაურებას, შემდეგ
ისევ პროდუქტის მონაცემებსა და ფასს. სხვა სიტყებით რომ ვთქვათ, თქვენ ცდილობთ გადაწყვეტილება სხვა ადამიანების აზრის გათვალისწინებით მიიღოთ.

ისინი მოქმედებენ ეფექტით: „ხომ არ შეიძლება მილიონი ადამიანი ცდებოდეს, მეც
გავწევრიანდები, არ მომეწონება და ამოვეშლები, რა პრობლემაა.“

იმავე ეფექტით მოქმედებს საიტებზე მნახველების
რაოდენობა. თუ დროის განმავლობაში მხოლოდ 6-7 ვიზიტორი ფიქსირდება საიტზე, ის აქტუალურობას კარგავს.

სოციალურ დადასტურება მარკეტინგში:



1. კლიენტების რაოდენობა.

უბრალოდ მიუთითეთ თქვენს მომხმარებლებზე. მაგ. თქვენ შექმენით ალკოჰოლიზმისგან განკურნების საიტი. ამ დროს, არა მარტო მომხმარებლების რაოდენობას, არამედ განკურნებულთა რიცხვსაც უთითებთ. სხვები ნახავენ, თუ რამდენად რეალურია გათავისუფლება სენისგან, ე.ი. მათაც შეუძლიათ იმავეს გაკეთება და უფრო მეტად გენდობიან თქვენ.



2. ექსპერტის მოსაზრება.

ახალ ტრენაჟორს სთავაზობთ მომხმარებელს?

მთელ გვერდზე ექიმის მოსაზრება გაწერეთ. ეს ნდობით უზრუნველგყობთ. ექსპერტები ყველაზე კარგი მეთოდია საიტზე სოციალური დადასტურების მიღების. თუ ციფრების მოყვანა პროდუქტს რიცხობრივ ღირებულებას აძლევს, რეკომენდაციები პროდუქტის ისტორიას ქმნის.



3. ცნობილი ადამიანების აზრები.

ამის განხორციელება საკმაოდ რთულია. მაგრამ, თუ გამოვა, ეფექტისთვის ლოდინი
დიდხანს არ მოგიწევთ. ეკრანისა და ესტრადის ვარკვლავები, სპორტსმენები და პოლიტიკოსები, მწერლები და მხატვრები. მოკლედ, ნებისმიერი ფართო აუდიტორიისთვის ცნობადი სახე.
ეს ექსპერტთა აზრის საკმაოდ ადეკვატური ჩანაცვლებაა. მთავარია დაადასტუროთ, რომ ამ „სელებრითთან“ მართლაც იმუშავეთ საკითხზე.


4. „ბესტსელერები“.

ეს პრინციპი ინეტერნეტ-მაღაზიებს კარგად მიესადაგება. ყველაზე მეტად გაყიდული
საქონლის ჩამონათვალის მომხმარებელზე მიწოდება. ეს მათ მართლა ძალიან
აინტერესებთ. ამას ძალიან ეხმარება „ამას ყველა ყიდულობს“ ფენომენი.



5. სოციალურ ქსელში გავრცელება.

სოციალურ მარკეტინგს როგორც ფანები, ასევე მოძულეებიც ყავთ. საჭიროა
მომხმარებელს პროდუქციის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელშიც გამოვუქვეყნოთ,
სადაც ისინი საჯაროდ თქვენი კამპანიის განხილვას დაიწყებენ და ეს უკვე
რეკლამაა.




სოციალური დადასტურება და მარკეტინგი

როგორ დავიცვათ თავი?

როგორ უნდა დავიცვათ თავი ასეთი ძლიერი გავლენის იარაღისაგან, რომლის გამოყენებაც ვრცელდება ქცევითი რეაქციების ფართო სპექტრზე? სიტუაციას ართულებს ის, რომ შემთხვევათა უმეტესობაში, ჩვენ არ გვაქვს მოთხოვნილება თავი დავიცვათ იმ ინფორმაციისგან, რომელსაც გვაძლევს სოციალური დადასტურება. მონაცემები, რომლებიც მიგვითითებენ როგორ უნდა მოვიქცეთ, ხშირად ლოგიკურად გვეჩვენება. სოციალური დადასტურების პრინციპის წყალობით ჩვენ შეგვიძლია ცხოვრებისეულ სიტუაციებში სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილება და არ დავფიქრდეთ ყოველ ჯერზე ამ გადაწყვეტილების დადებით და უარყოფით მხარეებზე.თუ ჩვენ შევძლებთ გამოვიცნოთ, კონკრეტულ სიტუაციაში როდის არის სოციალური დადასტურების პრინციპის საფუძვლად მდებარე ინფორმაცია მცდარი, მაშინ გამოვრთავთ მექანიზმსს და სიტუაციურ კონტროლს საკუთარ თავზე ავიღებთ.

0
17
შეფასება არ არის
ავტორი:ნატო ჯამასპიშვილი
ნატო ჯამასპიშვილი
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0