ჩემი კაცობის რა ნაწილი აინტერესებს, შეუძლია შემომითვალოს და პარამეტრების სიზუსტით გავაცნო
2016, 2 ივნისი, 21:01
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პრემიერის გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაური და საკმაოდ სკანდალურადაც.შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ თქვა, რომ გიორგი კვირიკაშვილი ფრაქციაში ფულით იყო ნაყიდი.ამის შესახებ პრემიერმა შემდეგი განცხადება გააკეთა : "კაცი რომ იყოს, პასუხს გავცემდი. მეტს ვერაფერს გეტყვით "
რაზეც ნიკა გვარამია გამოეხმაურა და მას ბიძინა ივანიშვილის შნირი უწოდა : "ესეა, როდესაც ადამიანებს საპასუხო არაფერი არააქვთ, ისინი გადადიან შეურაწყოფებზე.პრემიერი დიდი ინტელექტუალური შესაძლებლობებით ისედაც არ გამოირჩეოდა და მაშინ, როცა იმაში ამხელენ რაც ნამდვილად სიმართლეა.კერძოდ იმაში, რომ ჯერ გრეჩხას შნირი იყო და ახლა ბიძინა ივანიშვილის შნირია, უკაცრავად ჩემი ჟარგონისთვის, და ორივესგან ფულს იღებდა ახლაც და მაშინაც.ორივე შემთხვევაში სხვათაშორის დანაშაულს ჩადიოდა, მას საპასუხო არაფერი არააქვს და ამიტომ გადადის შეურაწყოფაზე.რაც შეეხება შეურაწყოფას ძაან მაინტერესებს ჩემი მასკულინობის დეფიციტმა როდის და რატომ შეაწუხა და რა ინტერესი აქვს ჩემს მამაკაცურ საწყისებთან დაკავშირებით მკითხოს და შემიძლია პარამეტრების სიზუსტით ყველაფერი მოვახსენო"