სხვა ოთახის მცენარეების მაგიური თვისებები 2018, 19 ივლისი, 10:32 ![]() ![]() მცენარეები, თავიაანთი ენერგეტიკით, გავლენას ახდენენ როგორც სახლის ატმოსფეროზე, ასევე იმ ადამიანებზე, რომლებიც მასში ცხოვრობენ ან სტუმრად არიან. გარკვეულ სიტუაციებში, შეიძლება, ზოგიერთი მცენარე, მთლად უვნებელი არ იყოს. მაგ., თუ ქალბატონს ოჯახის შექმნის სურვილი აქვს, მის ბინაში არ უნდა იყოს ია, ხოლო ციკლომენი და ამარილისი, პირიქით, ამ სურვილის ასრულებაში დაეხმარება. ![]() მაგ, . მონსტერა, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნობით ძალიან კარგად გამოიყურება, ფენ-შუის სწავლების მიხედვით, მეტად არასასურველია ადამიანებისთვის. მას დიდ რაოდენობით ენერგიის მითვისება შეუძლია და განსაკუთრებით სახიფათოა მისი დადგმა საძინებელში, რადგან ადამიანი უძილობით და კოშმარებით დაიტანჯება. მსგავსი თვისებები აქვს დიფენბახიას და ოთახის გვიმრას. ამიტომ, ამ მცენარეების განთავსება რეკომენდირებულია მხოლოდ დიდი ოფისებში და საავადმყოფოს დერეფნებში, სადაც ბევრი ადამიანი ტრიალებს. საავადმყოფოში ეს მცენარეები სასარგებლოც კი არის, რადგან ნეგატიური ენერგეტიკისგან ასუფთავებენ ატმოსფეროს. სურო — მცენარეა, რომლის გაჩერება სახლში კატეგორიულად არ შეიძლება. განსაკუთრებით არ არის რეკომენდირებული ახალგაზრდა ქალბატონებისთვის, რომლებსაც ოჯახის შექმნის სურვილი აქვთ. ეს მცენარე მამაკაცებს აფრთხობს და ძლიერი ენერგოვამპირიც არის. ის სწრაფად იწოვს ადამიანის ენერგიას და მის ბიოველს ასუსტებს.
რა თქმა უნდა, ყოველთვის აუცილებელი არ არის მცენარე-ვამპირების თავიდან მოცილება. ყველაფერი ოჯახის წევრების ენერგეტიკულ პოტენციალზე არის დამოკიდებული. თუ ადამიანი ძალ-ღონით არის სავსე და ჯანმრთელობას არ უჩივის, მასზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მცენარე, თუნდაც ის ყველაზე დიდი ვამპირი იყოს, მცენარეებს შორის. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს პრობლემები აქცს, ჯანმრთელობის მხრივ, პირად ცხოვრებაში ან კარიერაში, მცენარე-ვამპირები კიდევ უფრო ამძიმებენ სიტუაცია. ნებისმიერ შემთხვევაში, ნუ გამოცდით ბედს და მხოლოდ ის მცენარეები მოაშენეთ, რომლებიც დადებით გავლენას ახდენენ, ადამიანების უმრავლესობაზე.
თუ ოჯახის შექმნა გინდათ და ია ან კამელია ამის უფლებას არ გაძლევთ, ჰიბისკური (ჩინური ვარდი) უნდა შეიძინოთ. ის მაგნიტივით იზიდავს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს. მეუღლეებს შორის სიყვარულის და სტაბილური ოჯახი ურთიერთობის შენარჩუნება შეუძლიათ ლიანებს. ხოლო, მარტოხელებისთვის ამ მცენარესთან ერთად ცხოვრება რეკომენდირებული არ არის. მარტოხელა ქალბატონების საძინებელში აუცილებლად უნდა იყოს ანთრიუმი და სპატიფილიუმი, ტყუილად ხომ არ ეძახიან ამ უკანასკნელს სიყვარულის ყვავილს?
პოზიტიური ენერგიის გავრცელების გარდა, ბალზამინს სახლის ჰაერის გაწმენდაც შეუძლია, რაც ამ მცენარის გახარების და მასზე ზრუნვის კიდევ ერთი მიზეზი არის.
აქვე გთავაზობთ იმ მცენარეების სიას, რომლებიც ადამიანს ენერგიით ამარაგებენ: ბალბა (გერანი) კალიზია (ოქრის ულვაში)ოთახის ია (სენპოლია) ტრადესკანტია ამარილისი ციტრუსები ალოე კრასულა (ბარაქის ხე) ფიკუსი ოთახის ბროწეული პუანსეტია (შობის ვარსკვლავი)
ია მარტოობის ყვავილია? ლეგენდა შექმნის და მისი სასარგებლო (ფერების მიხედვით) თვისებების შესახებ ბარაქის ხემ რომ «იმუშაოს»... და არა მხოლოდ ფინანსური მიმართულებით ყველაზე საინტერესო ქოთნის მცენარეების შესახებ (მოვლა, გახარება, გამრავლება...)
636 6-ს მოსწონს
|