სასარგებლო პროდუქტები ლეღვი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 2016, 1 ივნისი, 16:30
ლეღვი - სუბტროპიკული მცენარე თუთისებრთა ოჯახის ფიკუსის გვარისა. ლეღვი მეჩხერად დატოტვილი ხეა. სიმაღლე 4-12 მ აღწევს. ნორჩი ყლორტები მომწვანო-ნაცრისფერია, შებუსვილი ან შიშველი, შეიცავს რძეწვენს. ლეღვი ერთ- ან ორსახლიანი მცენარეა. ერთსქესიანი ყვავილები მოთავსებულია ძალზე გამსცვილებულ ყვავილსაჯდომის ღრუში. ლეღვი ბუნებრივად გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, მცირე აზიაში, ირანსა და ჩრდილოეთ-დასავლეთ ინდოეთში, კულტივირებულია მრავალ ქვეყნებში, განსაკუთრებით თურქეთში, ალჟირსა და აშშ-ში. საქართველოში გვხვდება ყველგან მთის ქვედა სარტყელსა და დაბლობებზე. ლეღვს იყენებენ ნედლად და გადამუშავებულს (ჩირი, მურაბა, ჯემი, კომპოტი). საქართველოში ლეღვი ძველთაგანვე ცნობილია და ფართოდაა კულტივირებული კახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთში, გურია-სამეგრელოში, აფხაზეთსა და აჭარაში.
ლეღვს ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნია. ლეღვი შეიცავს დიდი ოდენობით B და C ვიტამინებს, აგრეთვე - პროვიტამინ A-ს, მინერალურ ნივთიერებებს: რკინას, კალიუმს, კალციუმს, მანგანუმს, ფოსფორს, ბრომს, გოგირდს, ცოტაოდენ დარიშხანს, აგრეთვე - პექტინებს, უჯრედისს, ცხიმებს, ცილებს, ყველაზე დიდი ოდენობით კი შაქარს.
ლეღვის რძეც ძალიან სასარგებლოა. ხელის თითებზე ამოსულ მეჭეჭებისთვის ლეღვის რძე ყველაზე ეფექტურია. აქედან გამომდინარე, სამედიცინო რჩევებს თუ გავითვალისწინებთ, არ არის აუცილებელი ექიმთან წასვლა და ზედმეტი თანხის დახარჯვა მეჭეჭების მოსაშორებლად. სცადეთ ლეღვის ფოთლების სამკურნალო რძე!!!!!
ლეღვი ასევე სასარგებლოა გრიპის, ხველების და სიცხის წინააღმდეგ. თუ ხველა გაგიხანგრძლივდათ, აიღეთ ლეღვის 4-5 ცალი ნაყოფი და ერთ ჭიქა მდუღარე რძეში
როგორც ხედავთ ლეღვს ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, მაგრამ ეს მხოლოდ ამით არ მთავრდება, მკითხველებო მოგახსენებთ, რომ ლეღვს აქვს ძალიან დაბალი კალორია, ამიტომ მისი მირთმევის ნუ შეგეშინდებათ!!!
თუ ფიქრობთ, რომ სიბერე მოახლოვებულია და დამარცხებას არ აპირებთ, მაშინ აუცილებლად მიირთვით ლეღვი! და თუ ორგანიზმში რკინის ნაკლებობა გაქვთ, ესეიგი ისევ და ისევ ლეღვი!!!
9985 14-ს მოსწონს
|