მოვლენები მოდელები პოდიუმზე 69 პოზაში 2016, 1 ივნისი, 12:48 მსოფლიო სავსეა არაორდინალური ადამიანებით და თავის მხრივ აზრთა სხვადასხვაობით, ულევი ფანტაზიით.სწორედ ამიტომაც თითქმის ყოველდღიურად ვხვდებით გასაოცარ ფაქტებს სხვადასხვა სფეროში.არც მოდის ინდუსტრიაა გამონაკლისი და სხვა მრავალ უცნაურობებთან ერთად, ერთ-ერთ ჩვენებაზე მოდელები ცნობილი 69 პოზით წარსდგნენ მაყურებელთა წინაშე.რა თქმა უნდა, ეს მოულოდნელი იყო ყველასთვის და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა.საზოგადოების ნაწილი მკაცრად აკრიტიკებს და თვლის, რომ ამ დადგმას მოდის ჩვენებასთან არაფერი კავშირი ჰქონდა, ხოლო მეორე ნაწილი ამ ყველაფერს პოზიტიურად და იუმორისტულად აღიქვამს.ეს არაორდინალური იდეა დაებადა დიზაინერ რიკ ოუნერს და მისი თქმით ეს დიდი სიახლეა მოდის ისტორიაში.ასევე მისი განმარტებით ამ შემთხვევაში ჩამოკიდებული ადამიანები ზურგჩანთებთან იყო იმიტირებული.წარმოგიდგენთ რამოდენიმე სურათს აღნიშნული ჩვენებიდან.გამოქვეყნების შემდეგ ეს ფოტოები მალევე აიტაცა საზოგადოებამ და ინტერნეტში დიდი კამათი წავიდა მისი განხილვისას.სოციალურ ქსელებშიც მალევე გაჩნდა ეს სურათები შემდგომი წარწერებით : "რა სჭირს მსოფლიოს?!" ; "უბრალოდ..რატომ..?!" ; "ეს უბრალოდ უჩვეულო სისულელეა" . წარმოგიდგენთ ექსპერიმენტების მოყვარულსა და მრავალ კრიტიკა გადატანილ დიზაინერს, რიკ ოუნერს, რომელსაც სამომავლოდ მოდის ინდუსტრიაში მრავალი არაორდინალური გეგმა აქვს. 525 9-ს მოსწონს
|