x
image
მთვრალი12
ყველაზე უჩვეულო და უცნაური მოდელები
imageსამოდელო ინდუსტრია დიდი ხანია ჩამოყალიბდა და ასეულობით წლების განმავლობაში იხვეწებოდა.დღეს უკვე დაიმსხვრა ის სტერეოტიპი, რომ თუ შენ გაქ გამხდარი ტანი შეგიძლია იყო წარმატებული მოდელი.იცვლება დრო და იცვლება გამოწვევებიც.21 საუკუნეში მოდა იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე ეს როდისმე ყოფილა და სწორედ ამიტომაც ის სავსეა უამრავი უცნაური და უჩვეულო მოვლენებით.წარმოგიდგენთ ყველაზე არაორდინალურ, გასაოცარ და საინტერესო ადამიანებს მოდელის ამპლუაში.


10)ქალი, რომელიც კაც-მოდელად მუშაობსimageბევრისთვის გასაკვირია რატომ დათანხმდა 35 წლის Casey Legler კაცების სამოდელო დივიზიაში ჩაწერილიყო, თუმცა ფაქტია ეს მშვენივრად გამოსდის.გამომდინარე იქიდან, რომ მისი სიმაღლეა 1.88 მ. და აქვს საოცრად უჩვეულო სახის ნაკვთები, ადვილად ახერხებს კაცის იმიჯის მორგებას.


9)ქალი მოდელი, რომელიც დაავადებულია კუნთოვანი დისტროფიითimageJillian Mercado დაიბადა კუნთოვანი დისტროფიით, რომლის განკურნებაც შეუძლებელია და ფორმაში ყოფნაც კი რთულ სიძნელეებს მოიცავს.მიუხედავად ამისა, გოგონამ მოახერხა და ცხოვრება ჩვეული სტილით გააგრძელა.

ერთხელ, როდესაც ჯილიანი შემთხვევით შეხვდა ერთ-ერთი სამოდელო სააგენტოს მენეჯერს, მან მიიღო შეთავაზება ყოფილიყო ერთ-ერთი მოდელი და კომპანიის სახე.რა თქმა უნდა ჯილიანმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა და მოდის ინდუსტრიაში დაიმკვიდრა თავი



8)85 წლის მოდელი ქალიimageროგორც წესი, მოდელის კარიერა დასასრულს 40 წლის შემდგომ აღწევს და ამის მიზეზად უამრავი ფაქტი არსებობს.თუმცა Daphne Selfe გახლავთ 85 წლის ქალბატონი, რომელიც წარმატებულად ითვისებს მოდელობას და მუშაობს ისეთი დიდი კომპანიებისთვის, როგორებიცაა Dolce & Gabbana, Tata-Naka და Michiko Koshino.

დეფნი ბებია გახლავთ და მას უკვე 60 წელზე მეტი სტაჟი აქვს სამოდელო საქმიანობაში.


7)ელამი გოგონა მოდელიimageმოფის აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ იყოს შესანიშნავი მოდელი.მას აქვს შესანიშნავი ნაკვთები, კარგი სხეული და უსაზღვრო მონდომება.მიუხედავად გოგონას ფიზიკური ნაკლისა, მან შეძლო ყოფილიყო მოდელი და ამასთან ერთად ძალიან წარმატებულიც კი.რა თქმა უნდა, გოგონას სიელმე და მოდელობა ბევრისთვის შეუსაბამო იყო და საზოგადოების ნაწილის კრიტიკაც გამოიწვია, თუმცა დიდი ნაწილი მას პოზიტიურად აფასებს.


6)მოდელი, რომელიც ერთდროულად კაც და ქალ მოდელად მუშაობსimage10 ნომრისგან განსხვავებით, Erika Linder გახლავთ მოდელი, რომელსაც უწევს იმუშაოს როგორც კაც, ასევე ქალ მოდელად.ალბათ ყველა დამეთანხმებით შვედი ლამაზმანის საოცარ მიმზიდველობაში, თუმცა კაცად ჯობია თუ ქალად თქვენ გადაწყვიტეთ.


5)მოდელი, ყოფილი საზღვაო ამპუტირებული ფეხითimage24 წლის ყოფილი საზღვაო მინკსი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოდის ინდუსტრიაში ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს.მიუხედავად მისი ამპუტირებული ფეხისა, ახალგაზრდა მამაკაცი ძალიან სექსუალურად ითვლება და ბევრი გულშემატკივარიც ჰყავს.


4)ქალი მოდელი, რომელიც მსოფლიო რეკორდსმენია ყველაზე დიდი ბარძაყებისთვის.imageMikel Ruffinelli გახლავთ ქალბატონი, რომლის ბარძაყების გარშემოწერილობა 2.4 მეტრს აღწევს და ამის მიუხედავად მან სამოდელო კარიერა მოიწყო.ასევე საინტერესოა მისი ფსიქოლოგია.ქალბატონი ამაყობს თავისი სხეულით და არ სურს წონის დაკლება.სამოდელო სააგენტოში ის გამოიმუშავებს 1.000$ თითო გადაღებაზე.


3)ყველაზე მაღალი მოდელი ქალიimageAmazon Eve გახლავთ რეკოდსმენი ყველაზე მაღალი მოდელი ქალის ტიტულისთვის.მისი სიმაღლეა 2.02 მეტრი.ივიმ სამოდელო კარიერა 5 წლის წინ დაიწყო, როდესაც ზოოპარკის მაღაზიიდან წამოვიდა.ის ასევე მუშაობდა პოლიტიკურ ლობისტად და პირად ტრენერად.მიუღია მრავალ ვრესლინგის შეჯიბრებაში მონაწილეობა კაცებთანაც კი.


2)72 წლის კაცი, რომელიც თინეიჯერ გოგონას მოდელირებსimageLiu Xianping 72 წლის ჩინელი მამაკაცია, რომელიც პირველად მსოფლიო მოდის ისტორიაში მუშაობს თინეიჯერ გოგონა მოდელად და "პოზირებს" მათ ტანსაცმელში.

ეს რა თქმა უნდა, ყველასთვის უჩვეულო და გასაკვირი ფაქტია, თუმცა სააგენტოს თქმით კაცს აქვს ისეთი სხეული, რომლის მეშვეობითაც მას ერგება ახალგაზრდა გოგონებისთვის განკუთვნილი თინეიჯერული ტანსაცმელი.


1)შეუხედავი ადამიანები, რომლებიც მუშაობენ სამოდელო სააგენტოში სტატუსით " მახინჯი ადამიანები"imageიმდენად საინტერესო და უცნაურია მოდის სამყარო, რომ ყველაზე შეუხედავ ადამიანსაც კი შეუძლია ყველაზე წარმატებული მოდელი გახდეს.ამის დასტურია ისიც, რომ არსებობენ უშნო, შეუხედავი ადამიანები, რომლებიც სამოდელო სააგენტოში მუშაობენ მოდელად და მათ შესაბამისი სტატუსიც აქვთ.

1
663
9-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
663
  
2016, 1 ივნისი, 11:29
ადამიანები,რომლებიც არ უშინდებიან სიახლეებს.
0 1 1