ორსულობა და ბავშვი ის მოხდა, რაც 200 მილიონში ერთხელ ხდება! 2016, 31 მაისი, 10:19 ინგლისში 23 წლის დედამ გააჩინა სამი ტყუპი. როდესაც ბეკი-ჯო ალენმა შეიტყო,
იმის შესახებ, რომ სამი ტყუპის დედა გახდებოდა, მომეტალურად სასიხარულო
შოკი გადაიტანა!
თუმცა ახალგაზრდა დედა მაშინ უფრო გაოცდა, როდესაც გაიგო, რომ მისი სამი ტყუპი XXI-ე საუკუნის უიშვიათესი მოვლენაა, ის რაც 200 მილიონში ერთხელ ხდება. სამივე ტყუპი ერთმანეთს ისე ჰგვანან, რომ თითქმის შეუძლებელია მათი გარჩევა... ახალგაზრდა დედამ გადაწყვიტა, დნმ -ის ნიმუშების ტესტირება. დნმ-ის ტესტის შედეგად აღმოჩნდა, რომ დღეს უკვე 10 თვის რომანი, როჰანი და როკო უიშვიათესი მოვლენით დაიბადნენ, რაც 200 მილიონში ერთხელ ხდება. სამი ტყუპი როგორც ფიზიკურად ჰგვანან ერთმანეთს, ასევე გენეტიკური მახასითებლებითაც ერთნაირები არიან. აქედან გამომდინარე, რათქმაუნდა ძალიან რთულია სამი ტყუპის გარჩევა ერთმანეთისგან, მაგრამ ახალგაზრდა დედა, ბავშვებს ერთმანეთისგან მშობიარობის დროს თანდაყოლილი ლაქების საშუალებით არჩევს. იდენტური ტყუპები იბადებიან, მაშინ როდესაც განაყოფირებული კვერცხუჯრედი ორად იყოფა. უშვილობის მკურნალობის გარეშე ასეთი შემთხვევა 200 მილიონში ერთხელ ხდება, როდესაც საშვილოსნოში ტყუპები ან სამი ტყუპი ერთი და იგივე მემბრანას ინაწილებს. დედას დღეს უკვე 4 შვილი ჰყავს და ძალიან ბედნიერი ოჯახი! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 8944 10-ს მოსწონს
|