სამოქალაქო კოლუმბიაში სამხედრო ძალებმა "200 სექს-მონა" გადაარჩინეს! 2016, 30 მაისი, 20:40 კოლუმბიაში პოლიციამ სამხედრო ძალის დახმარებით 200 სექს-მონა სიკვდილს და
სამუდამო მომობას გადაარჩინა!
შეგახსენებთ, რომ კოლუმბიაში ბოგოტასთან ახლომდებარე რაიონებში ბოლო წლებში ნარკო-ბანდების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. ისინი იტაცებენ ახალგაზრდა გოგონებს და აიძულებენ სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ასეთი შემთხვევები ქვეყნის მთავრობას უკვე ძალიან აწუხებს. ერთ-ერთი შემთხევა მოხდა გასულ კვირას. "ბრინჯაოს რაიონად" ცნობილ რაიონში ნარკო-ბანდის წევრებმა რამოდენიმე ახალგაზრდა გოგონა, მათ შორის არასრულწლოვანებიც მოიაცეს და ჰყავდათ სექს-მონად. კოლუმბიის პოლიციამ დროულად მოახდინა რეაგირება. სამხედრო ძალების დახმარებით, ბრინჯაოს რაიონში ჩატარდა სპეც-ოპერაცია, სადაც მონაწილეობას იღებდა 2500 -ზე მეტი სამხედრო პირი. სპეც-ოპერაცია წარმატებულად დასრულდა, გადარჩენილ იქნა 200-ვე სექს-მონა, რომლებიც 2 კვირაზე მეტხანს იმყოფებოდნენ ნარკო-ბანდიტების ტყვეობაში. დაკავებულები უახლოეს მომავალში ქვეყნის უზენაეს სასამართლოს წინ წარსდგებიან, დაკავებულებს სხვადასხვა ბრალდებით მინიმუმ 20-27 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 370 9-ს მოსწონს
|