სხვა ნაკლებად ცნობილი და საინტერესო ანდაზები 2016, 28 მაისი, 21:29
"ა"
ააფრინე ალალი, რაც არ არი - არ არი; აგრე არ უნდა, თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო; აგორებული ქვა ხავსს არ მოიკიდებს; ადრე ამდგარსა კურდღელსა, ვერ დაეწევა მწევარი; ავი კაცი თავისთავის მკვლელია; ავი შემნახავი ქურდზე უარესიაო; ავი ძაღლი არც თითონ შეჭამს, არც სხვას შეაჭმევსო; ან ვირი დარჩება, ან ვირის პატრონი; არ გათეთრდება ყორანი, რაც გინდა ხეხო ქვიშითა; არ მინდამ ცხრა ხინკალი შესჭამაო; არა მკითხე მოამბეო, მიტყიპე და მიაგდეო; არწივს საკენკით ვერ გააძღობო; ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო; აღმართი და დაღმართიო, არც ერთია წაღმართიო; აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი, ორივე ქურდიაო; არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი; "ბ" ბავშვი არ დაბადებულიყო და აბრამს არქმევდნენო; ბავშვის პირით სიმართლე ღაღადებსო; ბავშვს ჰკითხეს, რათ სტირიო, გამდის და ვტირიო; ბაყაყმა ფეხი აიშვირა მეც ნალი დამაკარითო; ბაძვა სჯობია შურსაო; ბებიას გამომცხვარი კვერი ტკბილიაო; ბედი მომეც და სანეხვეზე გადამაგდე; ბევრის მდომმა ცოტაც დაკარგა; ბევრის მცოდნე ბევრჯერ შეცდებაო; ბერს ბერობა შეშვენის და ერს ერობა; ბრმამ ბრმას უთხრა „ჭიტა“ო; ბრმას ცოლი მოუკვდა - როგორ გავაგებინოთო? - გვერდს რომ აღარ მოუწვება, ხომ გაიგებსო; ბუტიას კერძი გემრიელიაო; "გ" გამგონი გაიგონებსო; გარეული მოვიდა, შინაური დააფრთხო; გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო; გეშინოდეს იმისა, ვისაც შენი ეშინიანო; გველი გარედანაა ჭრელი, ადამიანი შიგნიდან; გვყავს არ ვაფასებთ, დავკარგავთ და ვსტირით; გლახა გლახას წაეკიდა ორივ წყალში ჩავარდაო გლახას კიტრი მისცეს, გამოართო და თქვა: რაღა დასეტყვილი მერგოო; გონიერსა მწვრთნელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდეს; "დ" დავლიე ღვინო, მან მომკლა, არა და მისმა სურვილმა; დავრდომილს წიხლი კი არა, შველა უნდაო; დაკარგული ძროხა ცხრა ლიტრს იწველიდა, დაუკარგავი კი ერთ ჩარექსაც არაო; დაუჩვეველს ნუ დააჩვევ, დაჩვეულს ნუ გადააჩვევ; დედა იკითხეთ და კვიცი ისე იყიდეთ; დედის წინ გამქცევ კვიცსაო, მგელი გამოჰკრავს კბილსაო; დიაცთა უნდა იტირონ, მამაცთა - შური იძიონ; დიდ აღმართს დიდი დაღმართიც მოსდევსო; დღემეხვალიე კაცსაო, თოვლი მოუვა კარსაო; "ე" ელაპარაკე რეგვენსაო, ურახუნე კედელსაო; ენას ძვალი არა აქვსო, სიტყვას ბაჟი არა აქვსო; ერთ კაცს სოფლიდან აძევებდენ და ის კი მამასახლისობას თხოულობდაო; ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო; ერთი ენძელა გაზაფხულს ვერ მოიყვანს; ერთი კაკლისთვის ქვას არ ისვრიანო; ერთი მგელი კვდება, მაგრამ სხვა ათასი ლეკვი რჩება; ერთმა თაგვმა ცხრა ქვევრი წაბილწაო; ერთმანეთისა ჯაბრითა, სახლი აივსო ნაგვითა; ეს ქათამი ჩვენსას კაკანებს და სხვაგან კვერცხსა სდებს; ეს ქვეყანა კიბეა: ზოგი ადის, ზოგი ჩამოდის; "ვ" ვაი, ქონავ, ვაი უქონლობავ!; ვაის გავეყარეო, უის შევეყარეო; ვალმა სთქვა: ჭუჭრუტანაში შემოვძვრები და კარებში კი ვეღარ გავეტევიო; ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფია; ვაჟკაცი სადაც შერცხვება, მისი სამარეც იქ არის; ვიდრე ჭკვიანი დაფიქრდეს, გიჟი ხიდს გადაირბენსო; ვინც აკაკუნებს, კარს იმას უღებენო; ვინც გააჩინა თხა, მან მოუგრიხა რქა; ვინც დაიზარაო, არც გაიხარაო; ვინც მალე სჭრის, ის დიდხანს ნანობს; ვინც პატარა რამეს ვერ დააფასებს, ის ვერც დიდის ფასს მიხვდება; ვინც წყალზე გადო პატარა ხიდიო, მადლი ჰქნა ერთობ დიდიო; ვირისაგან წიხლი არ უნდა გეწყინოს; ვისაც რახარუხი ეჯავრება, სამჭედლოში ნუ შევა; "ზ" ზამთრის მზე ყვავილს ვერ მოიყვანს; ზარმაცისათვის ყოველი დღე უქმეა; ზოგი ფრინველის ხორცსა სჭამენ, ზოგს კი ხორცს აჭმევენ.; ზოგი ცხოვრობს ბედითა, ზოგი ვერც გაჭირვებითა; ზოგის სიცოცხლე ვერცხლია, ზოგისა კი - ცეცხლიაო.; ზოგისა ბამბა ჩხრიალებს, ზოგისა კაკალიც არა.; ზოგსა კაცსა კაცი ჰქვიან, ზოგსა კაცსა კაცუნაო; ზოგჯერ გაქცევაც კაი ბიჭობააო; ზოგჯერ ტყუილი, მართალს სჯობიაო; ზურგთ უკან ხელმწიფესაც უძრახავენ; ზღვა ფაფად იდგა, უბედურს კოვზიც არ ხვდაო; "თ" თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო; თაგვს ბუმბულში აწვენდნენ და ის მიწის სოროში მიძვრებოდაო; თავის ბედს კაცი ვერ შემოუვლის.; თავის დამკარგველი - თმას დასტიროდაო; თევზმა თევზს უთხრა: - ცოტა იქით მიიძარიო, - საით მივიძრა, ორივენი ერთ ტაფაში ვიწვითო; თვალი სარკეა კაცისა, შიგ ბევრი რამა ხატიაო; თვალი უნებურიაო; თოფი მეთოფეს და მეთოფე - სოფელსაო; თუ თვალით ვერ დაინახო, ყურით გაგონილს ნუ დასდევო; თუ კაცმა არ გაიფხაკუნა, ისე ვერ იცხოვრებს; თუგინდ უკუღმა დაჯექი ოღონდ სწორე სთქვიო; თუ ორმა იცის - ღორმაც იცისო; თუ სარკე არა გაქვს, წყალში ჩაიხედე; თუ ღმერთი მწყალობს, - ეშმაკები ვერას დამაკლებენო; თხა გავყიდე, თხა ვიყიდე, სარგებელი ვერა ვნახე; თხამ მღვდლობა მოინდომა, აქაოდა გრძელი წვერი მაქვსო; 567 7-ს მოსწონს
|