სხვა "ბანანი ყურებში"- ის, რაც დღემდე არ ვიცით ყურსასმენების შესახებ 2016, 30 მაისი, 11:39 დღეს ყურსასმენების გარეშე ძნელი წარმოსადგენია ჩვენი ცხოვრება- მათი დახმარებით ჩვენ არამარტო ვცილდებით გარე სამყაროს, არამედ ვეთიშებით ხმაურიან ადგილებს, ვიყენებთ მეტროში, სამსახურში, უცხო ენების შესასწავლად, ფართოდ გამოიყენება ჩამწერ სტუდიებში და ა.შ. ერთი სიტყვით ყურსასმენები მტკიცედაა კავშირში ჩვენს ყოფასთან და ვერც წარმოვიდგენთ როგორ ვიარსებებთ ამ პორტატული მოწყობილობის გარეშე?! თუმცა იყო დრო, (135 წლის წინ) როდესაც მასზე ფიქრიც არ არსებობდა. არ წარმოადგენდა მისი არსებობა საჭიროებას, თუმცა მასობრივმა რეპროდუქციულმა მოთხოვნებმა ეს პორტატული ნივთი შექმნა ბოლოს და ბოლოს.
1). 1880 წელი. თავდაპირველად ყურსასმენებზე ამბავი ლეგენდად დადიოდა, თუმცა მისი ისტორია რეალურია. იმპრესარი და ქველმოქმედი Edward Fry გატაცებული იყო მუსიკითა და ოპერით. მან შეძლო ჩამოეყალიბებინა სატელეფონო კონტაქტი ამ ზემო ხსენებულთან- ნიუ-იორკის მუსიკალურ აკადემიასთან და სახლიდან გაუსვლელად მოესმინა ოპერასთვის, რადგან სამოცი წლის ასაკში ის იყო ხეიბრის ეტლს მიჯაჭვული და ვერ ახერხებდა ფართო აუდიტორიაში წასვლას, მისთვის კი მუსიკა ყველაფერი იყო, მას ხომ მთელი ცხოვრება მიუძღვნა. 2). 1881 წელი. Bell Ezra Gilliland-მა კი უკვე ერთი წლის შემდეგ ჩამოაყალიბა მოწყობილობა, რომელიც სწორედ რომ თანამედროვე ყურსასმენის პროტოტიპი იყო. ბელა იმ დროს მუშაობდა კავშირგაბმულობაში და იყო სატელოფონო ოპერატორი, მოწყობილობა კი, რომელსაც მუშაობის პროცესში გამოიყენებდა, შედგებოდა მიმღებისა და მიკროფონისგან და სამ კილოგრამს იწონიდა. ბელას ყოველდღე საათების განმავლობაში უწევდა დატვირთული მუშაობა, ამიტომ მოწყობილობა ისე გადააკეთა, რომ მაგრდებოდა მხრებზე და მოხმარება საგრძნობლად იოლი გახადა. 3). 1891 წელი. 10 წლის შემდეგ, ფრანგმა ინჟინერმა Ernest Mercado-მ დააპატენტა კომპლექტი ყურსასმენებისა "წვეთები". რევოლუციის ტოლფასი იყო ყურსასმენების ისტორიაში, ვინაიდან მათი მცირე ფორმა და ხმაურის ჩახშობის ეფექტი ნამდვილ ფურორს ახდენდა იმ დროისათვის. ეს პატენტი კი რეგისტრირებული იყო "bitelefon"-ის სახელით. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ხმის ჩახშობის პროფესიონალად ითვლება (თანამედროვე დროში) ამერიკელი Amar Bose, რომელმაც შეიმუშავა ANC სისტემა (Active Noise Cancelling-აქტიური ხმაურის გაუქმება) და ის დღეს ყველანაირ მოდელში გამოიყენება. 4). 1896 წელი. ბრიტანულმა კომპანია Electrophone-მ შესთავაზა მომხმარებლებს ესმინათ პირდაპირი ეთერით სხვადასხვა ქვეყნებიდან ოპერისთვის და წირვა-ლოცვასთვის. ეს ფუფუნება კი წელიწადში მხოლოდ 5£ ღირდა (ხუთი ევრო). წყვილი ყურსასმენების მეშვეობით, რომლებიც მაგრდებოდა სპეციალურ მაგიდასთან, მსმენელს ჰქონდა საშუალება საკუთარი არჩევანით მოესმინა ნებისმიერი მასალისთვის, გარდა მუსიკისა. 5). 1910 წელი. სწორედ ამ დროს გაჩნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ყურსასმენები მეტალის თაღით, რომელიც მაგრდებოდა თავზე და არა მხრებზე. დიზაინი ეკუთვნის Nathaniel Baldwin-ს. (ნატანიელ ბოლდუინი) 6). 1921 წელი. ბოლდუინის მიერ შემოთავაზებული ყურსასმენები, რომლებიც ძალიან პრაქტიკული იყო, 11 წლის შემდეგ ჩაანაცვლა ტყავის ქსოვილიანმა, რამაც დიდად შეუწყო ხელი კომფორტს. 1921 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად გაიყიდა პორტატული ყურსასმენი CW-834-ის სახელწოდებით, რომელიც იყიდებოდა რადიო მწარმოებელი ფირმის Western Electric-ის მიერ წარმოებულ რადიოსთან ერთად. 7). 1958 წელი. კომპანია, რომელმაც გამოაღვიძა მსოფლიო და გამოუშვა პირველი ყურსასმენი, რომლითაც შეეძლოთ მუსიკის მოსმენა, პარალელურად აწარმოებდა ტელევიზორებს. 1958 წელს John Koss-მა ტელევიზორის ელემენტების გამოყენებით შეძლო გარდაექმნა ხმის ხარისხი. წარმოებულ მოდელს ეწოდა Koss SP-3. 8). 1959 წელი. პირველი, მაღალპროფესიონალური ელექტროსტატიკური ყურსასმენები გახდა იაპონური წარმოების Stax-ი, რომელიც გამორჩეოდა ხმის უმაღლესი ხარისხით. 9). 1979 წელი. ამ დროს საერთო ბაზარზე გაჩნდა პირველი პორტატული მუსიკალური პლეერი Walkman-ი, რომელსაც აწარმოებდა Sony-ს კომპანია. ყურსასმენებს ფირმა უშვებდა სწორედ ამ "აუდიო პლეერებთან" ერთად და განკუთვნილი იყო მუსიკის მოსასმენად. მას შემდეგ კი ხარისხისა და მოხმარების გაუმჯობესების მიზნით იქმნებოდა ის სხვადასხვა დიზაინით. 10. 2016 წელი. 2016 წელს ბაზარზე დახურული, დინამიური ყურსასმენები Fostex TH-900 Black Limited Edition-ი გაჩნდა, მიუხედავად ელექტროდინამიური ტიპის კონვერტაციისა, Biodyna-დიაფრაგმა საშუალებას იძლევა მაღალ პროფესიული ხმის ხარისხისას. ხმაზე მომუშავე მრავალმა პროფესიონალმა აღიარა ისინი საუკეთესო დახურულ დინამიურ ყურსასმენებად. თუნდაც 200 საათიანი მოსმენის შემდეგ, Fostex TH-900 Black Limited Edition-ის ტიპის ყურსასმენებით სმენის შემდეგ სუფთად ისმის ორკესტრის შემთხვევაში მევიოლინეთა სუნთქვის ხმები. ამ ყურსასმენების ხარისხი უდაოა, ასევე ლამაზი დიზაინით გამოირჩევა, რომელსაც სპეციალურად იაპონური ალუბლის ხის მასალისგან ამზადებენ. თუ კი ასი წლის წინათ ცდილობდნენ ყურსასმენების მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი მოდელები გაეშვათ ბაზარზე, დღეს მისი ხმის ხარისხს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. გასაკვირი არ არის, რომ უახლოეს მომავალში მუსიკალური კულტურა განვითარების მაღალ დონეზე ავიდეს და ეს სასიხარულოც იქნება. 399 18-ს მოსწონს
|