x
image
მთვრალი12
10 ყველაზე პატარა სუპერმოდელი

imageსაიდუმლო არავისთვისაა, რომ მოთხოვნად მოდელებს ძალიან ცოტა დრო რჩებათ პირადი ცხოვრებისთვის და უამრავი შრომა უწევთ კარიეული წინსვლისა და შენარჩუნებისთვის.საშუალოდ 16-18 წლის ასაკში წყვეტს ადამიანი გაყვეს თუ არა სამოდელო საქმიანობას ცხოვრების ბოლომდე და დაუთმოს მას მთელი ცხოვრება.რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისებიც და ყოფილა შემთხვევები, როდესაც სამოდელო კარიერა დაუწყიათ 40-50 წლიდანაც კი.ამ შემთხვევაში წარმოგიდგენთ ყველაზე მცირეწლოვან გოგონებს, რომლებმაც უკვე სუპერმოდელის სტატუსი დაიმსახურეს.image10. Gemma Ward - როდესაც ავსტრალიელმა გოგონამ, გემამ პირველად დადგა ფეხი სცენაზე ფართო პუბლიკის წინაშე, საზოგადოება აღტაცებული დარჩა და ყველა აღნიშნავდა მის უზარმაზარ, ფართო თვალების სილამაზეს.სამოდელო ინდუსტრიამ მას ფაიფურის გოგონაც კი შეარქვა.გემა 14 წლის იყო, როდესაც სერიოზულ სამოდელო ჩვენებებზე იღებდა მონაწილეობას, 15 წლისამ კი უკვე სუპერმოდელად შეიყვანა საკუთარი თავი მოდის ისტორიაში.image9. Coco Rocha - ამ გოგონას ისტორია ნამდვილად გამაოგნებელია.კოკო ბავშვობიდან დადიოდა ირლანდიურ ცეკვებზე და მხოლოდ 14 წლისამ გადაწყვიტა მოდელის ამპლუაშიც ეცადა ბედი.მხოლოდ თვეები დასჭირდა გამხდარიყო სუპერმოდელი და 15 წლის ასაკში მან უკვე ჟან პოლ გოტიეს ასაფრენ ბილიკზე გამართულ ჩვენებაზე მიიღო მონაწილეობა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი მსოფლიოში.ახლა ის უკვე 26 წლისაა და მისი ცხოვრება კლავ არ სცილდება სამოდელო ინდუსტრიასimage8. Kate Moss - ყველა კარგად იცნობს ამ შესანიშნავ მოდელს, თუმცა ცოტამ თუ იცის მისი ისტორია.კეიტი 14 წლის იყო, როდესაც მშობლებთან ერთად შვებულებიდან ბრუნდებოდა და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა თუ რა ელოდა წინ.სწორედ აეროპორტში შენიშნა პატარა გოგონა სამოდელი აგენტმა და მას უამბო იდოდესო პერსპექტივის შესახებ.მიუხედავად იმისა, რომ გოგონა სხვებზე გაცილებით დაბალი იყო, აგენტი არ შემცდარა და კეიტი მალევე გახდა მსოფლიო დონის მოდელი.image7. Barbara Palvin - თუ თქვენ დაათვალიერებთ ვიქტორია სეკრეტის სამოდელო არქივს ან გადახედავთ მის ჟურნალებს, აუცილებლად აღმოაჩენთ ულამაზესს ბარბარა პალვინს.ის მხოლოდ 13 წლის იყო, როდესაც პირველად წარსდგა სცენაზე და ისე მოხიბლა აუდიტორია, რომ მეორე დღეს მისი სურათები მრავალი გაზეთის პირველ გვერძე დაიბეჭდა.21 წლისამ უკვე ბევრი მწვერვალი დაიპრო და ახლაც დიდი გამოწვევების წინაშე დგას მოდის ისტორიისთვის.image6. Natalia Vodianova - როდესაც სხვა პატარა მოდელ გოგონებს სამოდელო აგენტები პოულობდნენ სკოლებში ან უბრალოდ ქუჩაში სეირნობის დროს, ნატალია იზრდებოდა საბჭოთა კავშირის უღარიბეს ოჯახში და სუპერმოდელობაზე მხოლოდ ოცნება თუ შეეძლო.თუმცა ახლა ეს ყველაფერი რეალურია და 17 წლის ნატალიას პირველივე მცდელობამ აღაფრთოვანა მოდის მოყვარული საზოგადოება.ახლა მოდელი 30 წლისაა და კვლავ განაგრძობს სამოდელო კარიერას.image5. Chanel Iman - შანელი განსაკუთრებულად შრომისმოყვარე და მიზანდასახული იყო.ის აქტიურად ვარჯიშობდა და ემზადებოდა მოდელობისთვის.ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და 13 წლის უკვე სხვადასხვა ჩვენებებზე იღებდა მონაწილეობას.16 წლის ასაკში მონაწილეობა მიიღო Supermodel of the World-ზე და სამეულში შევიდა.როგორც მოდის ინდუსტრია აცხადებს ამჟამად უკვე 24 წლის მოდელისთვის შეუძლებელი არაფერია.image4. Lindsey Wixson - ლინდსი ხშირად იწვევდა გარშემომყოფების ყურადღებას 12 წლის ასაკშივე, მისი სიმაღლისა და საოცრად ნათელი სახის გამო ხშირად უცნობი ადამიანებიც კი აღნიშნავდნენ მის სილამაზესა და შესაზლო სუპერმოდელობას.საბოლოოდ გოგონამ გადაწყვიტა ბედი ეცადა და 15 წლის ასაკში ის უკვე რამოდენიმე სამოდელი სააგენტოს სახედ იქცა.image3. Lily Cole - ხშირად აღნიშნავენ მის თოჯინის სახეს, წითურ თმასა და მრგვალ, სიმეტრიულ ნაკვთებს.როდესაც პატარა ლილის სამოდელი სააგენტოდან შეთავაზება მიუვიდა, თავიდან სკეპტიკურად შეხედა და სუპერმოდელობა არც უფიქრია.ეს აზრი მას პირველივე პოდიუმმა შეაცვლევინა და დღეს უკვე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სუპერმოდელად ითვლება.image2. Karlie Kloss - სანამ კარლა საზოგადოებას თავს გააცნობდა როგორც პოპ ვარსკვლავი და ტეილორ სვიფტის საუკეთესო მეგობარი, მან მოდის ისტორიაშიც შეიყვანა საკუთარი სახელი დიდი ასოებით.გოგონა მხოლოდ 16 წლის იყო, როდესაც მას 31-ჯერ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული ასაფრენი ბილიკის პოდიუმზე, ნიუ იორკში და 33-ზე მეტჯერ მიიღო მონაწილეობა მილანში გამართულ სამოდელო ჩვენებებზე.ასევე მალევე მოიპოვა ვიქტორია სეკრეტის ანგელოზის წოდებაც.image1. Kristina Pimenova - ეს ნამდვილად უნიკალური და დასამახსოვრებელი ფენომენია სამოდელო სამყაროსთვის.კრისტინა პამენოვას "რუსული სილამაზე" საქვეყნოდაა აღიარებული და ასევე განსაცვიფრებელია მისი მცირეწლოვანებაც.რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, კრისტინა 3 წლის იყო, როდესაც მოდელის პროფესია შეითავსა და 9 წლის ასაკში უკვე მსოფლიოს მიერ აღიერებული მოდელი გახდა.სწორედ 9 წლის ასაკში მას კონტრაქტი ჰქონდა Roberto Cavalli, Fendi, Armani და სხვა მეგაკომპანიებთან.ის ნამდვილად ითვლება ყველაზე პატარა სუპერმოდელად მსოფლიოში და კვლავ განაგრძობს სამოდელო კარიერულ წინსვლას







0
120
5-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0