ანეკდოტები საუკეთესო ანეკდოტების ნაკრები 2016, 28 მაისი, 11:48 ორნი მგზავრობენ გაჭედილ ავტობუსში. ერთი ეძახის მეორეს: – რას შვრები მანდ, ცოცხალი ხარ? – კი, ბოლო სიცოცხლე დამრჩა... – ალო, სახანძროა? აქ ექიმები და პოლიციელები ჩხუბობენ... არც კი ვიცი სად დავრეკო... პარლამენტარმა ორი კაცი გაიტანა მანქანით. სასამართლოზე ცოტა დაგვიანებით მოსული პარლამენტარი მოსამართლეს ეკითხება: – აბა რა ხდება? – რა ხდება და, ერთს, რომელმაც პარპრიზი გაგიტეხათ თავით, 8 წელს მივცემთ: ტერორისტული აქტი – ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმა საკუთრების ხელყოფით. – კარგია! მეორეს? – მეორეს, რომელიც ბუჩქებში გადავარდა, 12 წელს მივცემთ. – პირველზე უფრო მეტს? როგორ? – კი, შეგვიძლია – მან დანაშაულის ადგილიდან მიმალვა სცადა. – მამი, ქალთევზა ქალია თუ თევზი? – რავი, შვილო, გააჩნია – გშია თუ... – რა დამიჯდება ამ კბილის ამოღება? – 50 დოლარი. – რამდენ ხანში ამომიღებთ? – 5 წუთში. – მერე რა ამბავია 5 წუთში 50 დოლარი? – კარგი, მაშინ ჩემი თანაშემწე ამოგიღებთ 10 დოლარად, და ორი საათი მოუნდება! ქიმიის გაკვეთილია. მოსწავლეები ცდებს ატარებენ. – აბა მაყვალა, რა ფერის სითხე მიიღე ცდის შედეგად? – წითელი მას! – კარგია, ხუთიანი, დაჯექი! ვანო, შენ? – ვარდისფერი. – არა უშავს, ოთხი, დაჯექი! მიხო, შენა? – შავი. – მიხო ორიანი, დანარჩენები – დაწექით! ზღვისპირა ქალაქში მცხოვრებ ბავშვს ეკითხებიან: – რომ გაიზრდები რა გინდა გამოხვიდე? – მდგმური! კოჭლი მამას ეხვეწება: – მამი, გამიშვი რა ომში... – კარგი რა შვილო, რა გინდა ომში – არაფრის გამკეთებელი შენ არა ხარ, ტყუილად აქ ჩვენ უნდა გვანერვიულო და იქ კიდე სნაიპერს მოუშალო ნერვები! ჯოჯოხეთში ქალებს "ღებულობენ". – რამდენჯერ უღალატე ქმარს? – ოცდაათჯერ. – კუპრში! შემდეგი... შენ რამდენჯერ უღალატე ქმარს? – ოცჯერ. – კუპრში! შემდეგი... შენ რამდენჯერ უღალატე ქმარს? – ერთხელ... – ჭინკებო! აიყვანეთ ოცამდე და კუპრში! შემდეგი... მიხო ექიმთან მივიდა. ექიმმა გასინჯა და წამლები გამოუწერა – ესენი დალიეო. –ექიმო, ღვინის დალევა შემიძლია? – კი – ეგ როგორ? – როგორ და ახლა რომ მე აგიკრძალო გამოგივლიან ძმაკაცები – წამო დავლიოთო, შენც გაჰყვები, ცოლი მოგაძახებს – სად მიდიხარ, ექიმმა ხომ აგიკრძალაო! შენ ეტყვი – ერთი იმ ექიმის დედაცო... ჰოდა ერთი შენი დედაც... რაც გინდა ის გიქნია... - წელსაც მინდა პარიზში წასვლა. - შარშან იყავი? - არა, შარშანაც მინდოდა. ორი ნარკომანი ტყეში მიდის. ერთს რაღაც მოუნდა და ბუჩქებში გადავიდა. ცოტა ხანში იქიდან იძახის: - ქაღალდი არა გაქვს? - კარგი რა, ბიჭო, დატოვე და წამოდი! მელა, მგელი და დათვის ბელი ორმოში ჩავარდნენ. ვერ ამოდიან. - ეგრე არ გამოვა, ყველანი შიმშილით დავიხოცებით - თქვა მელამ. სჯობს ერთ-ერთი ჩვენგანი შევჭამოთ, იქნებ დანარჩენები გადარჩნენ. - მერე ვინ შევჭამოთ? - იკითხა მგელმა. - მოდი, ვინც ყველაზე უმცროსია ის შევჭამოთ - შესთავაზა მელამ. - მე 100 წლისა ვარ - თქვა მგელმა. - უი, ზუსტად ჩემი შვილიშვილის ხნისა ყოფილხარ, იმას ენაცვალოს ბებო - დაიღვარა ცრემლად მელა და ბელისკენ აპარებს თვალებს. დათვის ბელი კედელთან წევს და მუცელს იფხანს: - მე რვა თვისა ვარ, მაგრამ რომ მომშივდება ვინ ვის შეჭამს იმასაც ვნახავ! მანქანა შუქნიშანზე წინა მანქანას დაეჯახა. წინა მანქანიდან გადმოვიდა ოთხი სვანი და მიადგნენ უკანას მძღოლს: - ახლა უნდა გეჩხუბოთ! - კარგი, არაა საჭირო, ისე მოვრიგდებით! - არა, უნდა გეჩხუბოთ! - არ მინდა, ვა! ან რა წესია, ოთხი ერთს უნდა მეჩხუბოთ? - მაშინ აი ეს კაცი შენსკენ იქნება და უნდა გეჩხუბოთ! - მაინც უსამართლობაა - სამი ორზე! - ჰოოო!!! ... კარგი მაშინ, შენ წადი და ჩვენ ვიჩხუბებთ. - მამიკო, მეგობარს რომ უჭირდეს, ხომ უნდა დავეხმარო? - კი შვილო, მაგრამ შენც რაღა გაჭირვებულს უმეგობრდები? ორმა მთვრალმა კაცმა ტაქსის მძღოლის გაშაყირება მოინდომა და მძღოლს კითხეს: - ძმაო, ნაგავს არ წაიღებ? - კი, ბატონო, დასხედით! 100 წლის ტიპი მივა სექსოპათოლოგთან! - ექიმო სექსის დროს წუილი მესმის ყურებში. - რამდენი წლის ბრძანდებით? - 100-ის. - მერე აპლოდისმენტები რო არ გესმის არ გიკვირს შე დედააფეთქებულო!!! პირველ აპრილს პატარა ბავშვი მირბის დედასთან -დედა დედა მამამ თავი ჩამოიხრჩო შემოსასვლელ ოთახში კიდია.. მივა დედა ცარიელია ოთახი -ჰაჰა დღეს პირველი აპრილია, ლოჯში გდია... 1102 4-ს მოსწონს
|