x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
10 ყველაზე შოკისმომგვრელი ციტატა ბიბლიიდან
image


ალბათ ქრისტიანთა სულ მცირე 90%-ს სახლში ბიბლია თვალსაჩინო საპატიო ადგილზე უდევს, თუმცა ყოველგვარი პათეტიკის გარეშე შეიძლება ვამტკიცოთ, რომ აქედან 1%-საც არ ექნება წაკითხული არა თუ მთლიანი ბიბლია, არამედ მისი ნახევარი მაინც და წაკითხვის შემთხვევაშიც კი ხშირად არ ვაცნობიერებთ თუ რა წერია შიგნით.


shipoffouls.com-ის მკითხველებს სთხოვეს დაესახელებინათ ყველაზე შოკისმომგვრელი ციტატები ბიბლიიდან სადაცაა გამართლებული სექსიზმი, გენოციდი, მონობა და სხვა.


პირველი ათეული კი ასე გამოიყურება.




1) ქალი სწავლობდეს მდუმარედ, სრული მორჩილებით;მე არა ვრთავ ქალს სწავლების ნებას, და არც ქმარზე მბრძანებლობისას, არამედ რათა იყოს მდუმარედ. (პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ, თავი 2:11, 12)



2)ახლა წადი და სძლიე ყამალეკს და გაუნადგურე მთელი საბადებელი. ნუ დაინდობ,
გაწყვიტე კაცი და ქალი, ყრმა და ძუძუთა ბავშვი, ხარი და ცხვარი, აქლემი და
სახედარი.(წიგნი პირველი მეფეთა თავი 15 :3)



3)ჯადოქარი(აქ მკითხავი) ცოცხალი არ დატოვო. (ძველი აღთქმა, გამოსვლა თავი 22:17)



4)ნეტარია, რომელმანც შეიპყროს და მიახეთქოს ჩვილნი შენნი
კლდეს. (ძველი აღთქმა, ფლასმუნნი 137:9)



5)როცა გუნებაზე მოვიდნენ, აჰა, ქალაქის მცხოვრებნი,
გარყვნილი ხალხი, გარს შემოერტყნენ სახლს, კარზე აბრახუნებდნენ და
ეუბნებოდნენ ბერიკაცს, სახლის პატრონს: გამოგვიყვანე, შენს სახლში რომ
კაცია მოსული, უნდა შევიცნოთო.

გავიდა მათთან სახლის პატრონი და უთხრა: არა, ძმებო, ნუ
უზამთ ბოროტებას. ეს კაცი ჩემს სახლში სტუმრად შემოვიდა, ნუ ჩაიდენთ ამ
უზნეობას.

მაგრამ მათ მისი გაგონებაც არ უნდოდათ. მაშინ ადგა კაცი
და გამოუყვანა ქუჩაში თავისი ხარჭა. შეიცნეს იგი, მთელი ღამე დილამდე
აუპატიურებდნენ მას. და ცისკარზე გაუშვეს.

წამოვიდა ქალი დილით, დაეცა იმ კაცის სახლის კართან,
ვისთანაც მისი პატრონი იდგა, და დილამდე ეგდო.

ადგა დილით მისი პატრონი, გააღო სახლის კარი, გამოვიდა,
რომ გზას გასდგომოდა, და, აჰა, კართან მისი ხარჭა აგდია, ზღურბლზე
ხელებდაყრილი.

უთხრა: ადექი, წავიდეთო. მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.
გადაჰკიდა სახედარს, ადგა და შინ წავიდა.

შინ რომ მივიდა, აიღო თავისი ხარჭა, თორმეტ ნაწილად,
ასო-ასო დაჭრა და დაგზავნა ისრაელის ყველა კუთხეში.(ძველი აღთქმა, მსაჯულნი თავი 19:22-29)



6)ასევე კაცებმაც მიატოვეს ქალებთან ბუნებრივი ცხოვრების წესი და გულისთქმით
გახურებულნი აღერივნენ ერთმანეთს, მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სასირცხვოს და
მიიღეს თავიანთი ცთუნების საკადრისი საზღაური.(პავლეს მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ;თავი 1:27)



7)ასე აღუთქვა იფთახმა უფალს: თუ ხელში ჩამაგდებინებ
ყამონიანებს.

როცა შინ მშვიდობით დავბრუნდები, ვინც პირველი გამომეგებება ჩემი სახლის ჭიშკართან,
უფლისა იყოს და შევწირავ აღსავლენ მსხვერპლად.

წავიდა იფთახი ყამონიანებზე, შეება და უფალმა ხელში
ჩააგდებინა ისინი.

სასტიკად დაამარცხა ისინი ყაროყერიდან მინათამდე, ოცი
ქალაქი, და აბელ-კერამიმამდე. დაემორჩილნენ ყამონიანები ისრაელიანებს.

შინ მობრუნდა იფთახი მიცფაში და, აჰა, როკვით გამოეგება
თავისი ასული დაირით ხელში. ეს ერთი ჰყავდა, მის გარდა არც ვაჟი ჰყავდა და
არც ქალი.

როცა დაინახა, შემოიხია ტანსაცმელი და თქვა: ვაიმე შვილო,
როგორ დამღუპე, ეს რა უბედურება დამატეხე. მაგრამ მე ბაგე გავხსენი უფლის
წინაშე და ვერ გადავალ სიტყვას.(ძველი აღთქმა, მსაჯულნი, თავი 11:30-37)



8)უთხრა: მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენს მხოლოდშობილს,
რომელიც გიყვარს, ისაკს, და წადი მორიას მხარეში. იქ შესწირე აღსავლენ
მსხვერპლად ერთ მთაზე, რომელსაც გიჩვენებ.(დაბადება, თავი 22:2)


9)ქრისტეს შიშით ჰმორჩილებდეთ ერთმანეთს. ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს.(პავლე მოციქულის ეპისტოლე ეფესელთა მიმართ.თავი 5:21-22)



10)მსახურნო, გულმოშიშებით დაემორჩილეთ ბატონებს, არა მარტო კეთილთა და ლმობიერთ არამედ მკაცრთაც. (პირველი პეტრესი თავი 2:18)



10
2674
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
2674
  
2018, 26 დეკემბერი, 14:51
წაიკითხეთ ბიბლია. იქნებ მამაოს დახმარების გარეშე შეძლოთ პასუხების პოვნა.
2017, 2 სექტემბერი, 8:14
ბიბლია და განათლება????
2016, 14 ივნისი, 10:48
მე წაკითხული მაქვს ბიბლია და რაც მახსოვს გეტყვით:

მე-4 ციტატა - "ნეტარია, რომელმანც შეიპყროს ჩვილნი შენნი და მიახეთქოს კლდეს", აქ წმინდა მამათა განმარტებით, იგულისხმება არა რეალური ჩვილი, არამედ ცოდვები. ეს არის ციტატა დავითის ფსალმუნებიდან, მოგეხსენებათ, ქრისტე სულ იგავებით საუბრობდა და ძველ აღთქმაშიც მრავალი იგავია, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ.

მე-8 ციტატა: "მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენს მხოლოდშობილს, რომელიც გიყვარს, ისაკს, და წადი მორიას მხარეში. იქ შესწირე აღსავლენ მსხვერპლად ერთ მთაზე, რომელსაც გიჩვენებ." ბიბლიის მიხედვით, უფალს არც ჰქონია განზრახული ადამინი მიეღო მსხვერპლად, მან უბრალოდ გამოსცადა აბრაამი და მსვხერპლად შესაწირად თავადვე გმოუგზავნა ცხვარი. თუმცა ესეც გადატანით მნიშვნელობით შეიძლება გავიგოთ.

მე-9 ციტატა: "ქრისტეს შიშით ჰმორჩილებდეთ ერთმანეთს. ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს" . არ არ არის სრული ციტატა წარმოდგენილი და გრძელდება ქმრებისდმი მიმართვით, ზუსტი ციტატა არ მახსოვს, თუმცა აზრი ასეთია, რომ ქმრებს უნდა უყვარდეთ ცოლები ისე, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა ადამიანებისთვის.

ეს რაც ზუსტად და დანამდვილებით მახსოვს ის დავწერე. ასე რომ, მეგობრებო, ნუ ენდობით კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზებს. მეტი განათლება:))) ჯერ ინფორმაცია გადაამოწმეთ და მერე აღშფოთდით და შეშფოთდით :)
2016, 2 ივნისი, 15:12
ერთ კრიტიკოს ჰწკითხეს აზრი სპექტაკლზე,რომელსაც წინა დღით დაესწრო
-რას იტყვით მასზე?
-მე ყველას მოვუწოდებ,რომ უყუროს ამ სპექტაკს,რატა გაიგოს თუ როგორია საშინელი რეჟისურა,სცენარი და თამაში.
ამ სპექტაკლის რეჟისორმა კი სარეკლამოდ გამოიყენა ამ კრიტიკოსის მხოლოდ პირველი წინადადება

მე ყველას მოვუწოდებ,რომ უყუროს ამ სპექტაკს.

აი როგორია კონკეტქსიდან ამოვარდნილი აზრი. :(

ჩემდა საბედნიეროდ ბიბლია წამიკითXავს და ვკთხულობ,თავდიან ბოლომდე ყოველჯერზე დამთავრებისთანავე და,წლებია ასე ვაკეთებ,ამიტომ ზედაპირული დასკვნები არ გამოიტანოთ
2016, 28 მაისი, 20:55
ნამდვილად საპატიო და გამოსაჩენ ადგილას მიდევს ბიბლია, ნამდვილად არ წამიკითხავს თითო-ოროლა წერილისა და ახალი აღთქმის გარდა, თუმცა იმდენი კითხვა მაქვს, არა მგონია, რომელიმე მამაოთაგანმა გამცეს პასუხი... სამწუხაროდ((
2016, 28 მაისი, 18:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ლალი ადიკაშვილი-ის კომენტარზე
2016, 28 მაისი, 0:09
გეთანხმები
2016, 27 მაისი, 18:11
მე მგონი, ამ ციტატებზე კომენტარი სასულიერო პირებმა უნდა გააკეთონ. ტექსტიდან ამოღებული ციტატა რთული გასააზრებელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტექსტი წაკითხული არა გაქვს.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10