x
image
alex999
ეგვიპტეში "აკრძალულ სიყვარულს" რელიგიური დაპირისპირება მოჰყვა!
ეგვიპტეში "აკრძალულ სიყვარულის" ჭორებს მუსლიმანებს და ქრისტიანებს

შორის რელიგიური შეტაკება მოჰყვა!


ეგვიპტის სამხრეთით მდებარე სოფელ კარამში, კოპტურ ქრისტიანსა და მუსლიმს


შორის ურთიერთობა გასაჯაროვდა, რასაც რელიგიური შეტაკება მოჰყვა, ორი

განსხვავებული რელიგიის მოქალაქეებმა ერთმანეთის სახლების დაწვა განიზრახეს,

ატყდა ცემა-ტყეპა და პატარა სოფელი გაიყო ორად!


image


Associated Press(AP)-ის ცნობით, დაახლოებით 300 მუსლიმმა გადაწვა

იმ მამაკაცის სახლი, რომელსაც მუსლიმ ქალთან ქორწინების გარეშე, აკრძალული

სიყვარულით ადანაშაულებდნენ. ამასთან ერთად, მამაკაცის 70 წლის დედა

ქუჩაში შიშველი გამოათრიეს.


თვითმხილველების თქმით, მუსლიმებმა 6 ქრისტიანული ოჯახი გადაწვეს, ამის

პასუხად ქრისტიანებმაც 5 მუსლიმის ოჯახი გადაწვეს. მოვლენა განვითარდა

20 მაისს, თუმცა 27 მაისამდე არ გასაჯაროვებულა.


image


მინიას პროვინციაში მომხდარ მოვლენის შემდეგ, მამაკაცმა ოჯახის წევრებთან

ერთად დატოვა სოფელი, ხოლო ეგვიპტის პაპმა ადგილობრივ მოსახლეობას

სიფხიზლის და გონიერებისკენ მოუწოდა.


ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდულფეტა ელ სისიმ ბრძანება გასცა იმაზედ, რომ

სასწრაფოდ დაეკავათ ყველა მოქალაქე, რომლებიც ამ რელიგიურ შეტაკებაში

იღებდნენ მონაწილეობას. ბრძანების შემდეგ, ეგვიპტის პოლიციამ დააკავა 6

მამაკაცი, რომლებსაც უახლოეს მომავალში ქვეყნის სამართლის წინაშე მოუწევთ

თავის მართლება!





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



0
308
10-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
308