x
image
ციცი
Mediator image
"ბადრიჯანს რომ ფრთები ჰქონდეს, მერცხალი იქნებოდაო..."-ანუკი არეშიძეს იდეა დაუწუნეს-"ცოტა მხიარულად და მარტივად შევხედოთ რაღაცებს!"
image
ყოფილი ფეხბურთელისა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის დიზაინერი მეუღლე ანუკი არეშიძე კრიტის ქარცეცხლში მოექცა. ეს ყოველივე კი გამოიწვია მაისურმა, რომელიც ანუკი არეშიძემ თავისი "ინსტაგარამის" გვერდზე გამოაქვეყნა. მაისურზე მას ასეთი წარწერა აქვს გაკეთებული:

"ბადრიჯანს რომ ფრთები ჰქონდეს, მერცხალი იქნებოდაო..."

ზოგმა ვერ გაიგო, თუ რისი თქმა სურდა დიზაინერს ამ წარწერით, ზოგმა ისიც კი არ იცოდა რომ ეს გამონათქვამი ანდაზა იყო, ზოგიერთებმა ანდაზის ახალი ვერსიაც კი შესთავაზეს:

"მერცხალს რომ კუდი ჰქონდეს, ციყვი იქნებოდაო..."image


ქართველი ინტერნეტ მომხმარებლების ასეთმა რეაქციამ ანუკი არეშიძე გააოცა და მათთვის სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ასეთი განმარტება გააკეთა:

"არსებობს ქართული ძალიან მაზალო და საყვარელი ანდაზები, რომელიც ალბათ ბევრმა არ იცის... ერთ-ერთი იყო ბადრიჯანზე, რომელიც ძალიან მომეწონა და გავაკეთეთ მაისურზე მისი წარწერა... ეს ხალხური ანდაზებია და არა ჩემი მოგონილი... ცოტა მხიარულად და მარტივად შევხედოთ რაღაცეებს..."

image

როგორც მოგეხსენებათ ანუკი არეშიძეს აქვს საკუთარი ბრენდი ANOUKI. მისი შექმნილი სამოსი, აქსესუარები და ფეხსაცმელები ძალიან ორიგინალური, მრავალფეროვანი და დახვეწილია. იგი ძირითადად ქალბატონების ჩაცმულობაზე ზრუნავს და ცდილობს რომ ყველას გემოვნებაზე მორგებული მოდელები შექმნას.

გთავაზობთ ანუკი არეშიძის ბრენდულ მაისურებს:

imageimageimageimageimageimage

1
1388
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1388
  
2016, 25 მაისი, 21:25
,,ესა მესა...,, მომეწონა)
0 1 1