ქალი და მამაკაცი "მე მყავს მამა" - 10 ნახატი, რომელიც ამ ცხოვრებაზე კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ! 2016, 24 მაისი, 22:23 მსოფლიოდ ცნობილ მხატვარმა, სნეჟანა სოშმა შესანიშნავ ნახატებს მოაწერა ხელი,
სადაც აღწერილია, მამა-შვილური ურთიერთობა!
მხატვრის სურვილია, რომ მთელ მსოფლიოს გააგებინოს იმის შესახებ, რომ გოგონებს მამები აუცილებლად უნდა ჰყავდეთ, ოჯახური ურთიერთობა როგორც არ უნდა დაიძაბოს, მამა-შვილური ურთიერთობა ყოველთვის უნდა გრძელდებოდეს, რათა განსაკუთრებით გოგონების მამის გარეშე აღზრდა ძალიან რთულია! წარმოგიდგენთ 10 ნახატს, სადაც მხატვარი სნეჟანა სოში იხსენებს თავის პატარაობას, მამასთან ურთიერთობას და მოხუცებულ ასაკში მას სიყვარულით სავსე კომპლიმენტებით ამკობს. 1. "მე მყავს მამა, მას ვუყვავარ, ის მასწავლის ყველანაირ თამაშს, ცდილობს ვიყო ნიჭიერი და განათლებული შვილი...მე ძალიან მიყვარს მამა" 2. "ვცდილობ მალე დავიძინო, არ შევაწუხო მამა... მან იცის ყველა ის ზღაპარი, რომელიც ძალიან მომწონს და მშვიდად მაძინებს...მე ძალიან მიყვარს მამა" 3. "მის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია. მე მას არ ვასვენებ, ალბათ ესეც სიყვარულიდან გამომდინარეა... მე ძალიან მიყვარს მამა" 4. "როდესაც თამაში მინდა, ყოველთვის მას ვეძახი. მას დასვენების უფლებას არ ვაძლევ, თუ მივეცი მაქსიმუმ 5 წუთი..." 5. "თუ მამა ძალიან დაღლილია და ძილის წინ ზღაპარს არ მიკითხავს, მაშინ ჯერ ის იძინებს ხოლმე, შემდეგ მივუწვები და მასთან ვიძინებ, მის გვერდით არაფრის მეშინია." 6. "მამა ჩემი სახლის თეატრია, არ მჭირდება შორს წასვლა, ის ყველანაირად მახალისებს...კიდევ კარგი მე მყავს მამა" 7. "ჩემს თოჯინებს სისუფთავე უყვართ, ამიტომ ყოველდღე მამიკოს დახმარებით მათ ვასუფთავებთ..." 8. "გარეთ გასვლა მამასთან ერთად, ყველაზე მაგარია, საუკეთესო სეირნობა მამიკოსთან გამომდის...მიყვარხარ მამა" 9. "როცა ის სამსახურში მიდის, უმაგისოდ დრო ჩერდება! არ გადის, წამების სიჩქარე ნახევრდება, მენატრება მამა" 10. "სამსახურიდან მოსულსაც არ ვასვენებ, არვიცი ეს კაცი როგორ უძლებს ჩემს ცელქობას...როგორი ვიყავი ბავშვობაში, როგორ ვუყვარდი თურმე მამას... კიდევ კარგი შენ მყავხარ მამა" სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1890 19-ს მოსწონს
|