ისტორია საბავშვო სატერფულიანი ავტომობილები მე-20 საუკუნის დასაწყისში 2016, 24 მაისი, 18:51 ბავშვის სათამაშოებს ისეთივე ხანგრძლივი ისტორია აქვს, როგორც კაცობრიობას, ალბათ სათამაშოები ადამიანთან ერთად წარმოიშვა და ადამიანთან ერთად ევოლუციას განიცდიდა ცივილიზაციის კვალდაკვალ.
ტექნიკური სიაახლეები უმალ აისახებოდა საბავშვო სათამაშოებზე.ავტომობილის გამოგონებამ მე-19 საუკუნის ბოლოს უმალ დაბადა მოთხოვნა დამზადებულიყო საბავშვო სათამაშო ავტომობილები, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც პატარებს იმის საშუალებას მისცემდა, რომ უფროსებისთვის მიებაძა, ჩამჯდარიყო ავტომობილში ეტრიალებინა საჭე და ფეხი დაედგა სატერფულებისთვის და რაც ყველაზე მთავრია, ემოძრავა. ავტომობილები რა თქმა უნდა სხვადასხვა დანიშნულების იყო: სახანძრო, რკინიგზის ლოკომოტივის მსგავსი, მისაბმელით, სატვირთო ავტომობილი და ა.შ. ავტომობილის გამოგონებასთან ერთად ყოველგვარი ორჭოფობის გარეშე შეგვიძლია ვაღიაროთ, რომ ბიჭუნებისთვის №1 საყვარელ სათამაშოდ სწორედ მანქანა იქცა. 1905 წელი.საბავშვო სატერფულიანი ავტომობილი, საფრანგეთი, აღდგენილი.დამზადებული ხისგან და ფოლადისგან.სიგრძე 117 სმ. 1905 წელი "რენოს" საბავშვო ავტომობილი, მოძრაობაში მოსაყვანი ჯაჭვით და სატერფულებით.სიგრძე 127 სმ. საბავშვო სატერფულიანი ავტომობილი 1910 წელი აშშ.ხე და რკინა, წარწერით "Pierce". საბავშვო ავტომობილი "Wilkerson", აშშ, 1915 წელი, სიგრძე 112 სმ. საბავშვო ავტომობილი 'Willy's Knight', აშშ, 1917 წელი.მთლიანად ხის.სიგრძე 122 სმ. სახანძრო სატერფულიანი სატვირთო ""American National Fire, 1918 წელი, სიგრძე 190, 5 სმ. 20-იანი წლების დასაწისი, სატერფულიანი "Thistle", დიდი ბრიტანეთი.სიგრძე 97სმ. ხის სატერფულიანი ავტომობილი უკვე ფარებით და რბილი სკამით, 20-იანი წლები.სიგრძე 122 სმ. სახანძრო სატვირთო Toledo #6 Chemical, აშშ, 1924 წელი, სიგრძე 163 სმ. საბავშვო ავტომობილი ფარებით და სიგნალით.აშშ, 1927 წელი. 1920-იანი წლები ხის სატერფულიანი ავტომობილი, იტალია.სიგრძე 163 სმ. საპარიმახერო სავარძელი პატარა ბიჭუნებისთვის "Buick" -ი, სატერფულებით 1926 წელი, აშშ.აქტიურად იყენებდნენ ამერიკელი და ბრიტანელი პარიკმახერები სალონებში. სხვათა შორის ზოგიერთ საპარიკმახეროში ამ სავარძლებს დღესაც იყენებენ. რკინიგზის ლოკომოტივის ფორმის ავტომობილი Casey Jones-ი. სახანძრო ავტომობილი Skippy, აშშ 1935 წელი. სახანძრო სატერფულიანი ავტომობილი Gendron-ი, აშშ. მისაბმელი Birdsell-ი აშშ. 4 ბორბლიანი მისაბმელი ველოსიპედისათვის, 30-იანი წლები.დამამზადებელი უცნობია.სიგრძე 117 სმ. 177 5-ს მოსწონს 1-ს არა
|