სხვა 29 წლის პატიმრის მუცლიდან მობილური ტელეფონი ამოიღეს! 2016, 24 მაისი, 12:08 ირლანდიაში 29 წლის პატიმარს, რომელსაც მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმები
ახასიათებს, ოპერაციისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზად სახელდება მობილური ტელეფონი, რომელიც პატიმარმა გადაყლაპა. როგორც ცნობილია, პირველ ეტაპზე ექიმები ელოდებოდნენ მომნელებელ სისტემით მობილურის გამოტანას ორგანიზმიდან, მაგრამ პირველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა! 29 წლის უიღბლო ირლანდიელი პატიმარი, სასწრაფო დახმარების სერვისის საშუალებით დუბლინის Adelaide & Meath-ის კლინიკაში გადაიყვანეს. პატიმარი 6 საათის წინ გადაყლაპული მობილური ტელეფონის გამო 4 საათის განმავლობაში აღებინებდა. ახალგაზრდა პატიმარს აქვს მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები, რის გამოც თავდაპირველად მას მომდარის შესახებ არავინ დაუჯერა. თუმცა რენტგენის გადაღების შედეგად, აღმოჩნდა, რომ მამაკაცი არ ტყუის. როგორც Daily Mail იუწყება, პატიმრის კუჭიდან მობილურის ამოღება ექიმებმა ბუნებრივი გზით გადაწყვიტეს, მაგრამ მცდელობა კრახით დასრულდა. მობილური ტელეფონი მამაკაცის კუჭში გაიჭედა და 18 საათის განმავლობაში მისი ამოღება ვერ მოხერხდა. დუბლინის Adelaide & Meath-ის პროფესორებმა მობილურის ამოღება ამჯერად პირის ღრუდან ამორება სცადეს, მაგრამ ეს მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა და პაციენტი საოპერაციოდ გადაიყვანეს. რთული ოპერაციის შედეგად, 29 წლის ირლანდიელ პატიმარს მობილური ტელეფონი მუცლიდან ამოუღეს! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 349 10-ს მოსწონს
|