სამოქალაქო მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობა, Snapchat-ის საშუალებით დაიწყო ! 2016, 24 მაისი, 9:42 ამერიკის შეერთებული შტატების ოკლაჰომას შტატში, 29 წლის მასწავლებელმა
თავის 17 წლის მოსწავლესთან 2 კვირიანი ინტიმური რომანი გააბა!
აშშ-ს ოკლაჰომას შტატში მდებარე Oologah High School-ის 29 წლის ინგლისურის მასწავლებელმა, კეტრინ მიშელ უილმუთმა მოსწავლესთან ინტიმური კავშირის გამო სასამართლოს წინაშე სამარცხვინო ბრალდებით წარსდგა! მტკიცების თანახმად, 29 წლის მასწავლებელი, კეტრინ მიშელ უილმუთი 2015 წლის 24 დეკემბრიდან, 2016 წლის 8 იანვრამდე თავის 17 წლის მოსწავლეს ხვდებოდა Owasso -ს რეზიდენციაში. არასრულწლოვან მოსწავლეს და მასწავლებელს შორის ურთიერთობა არ იყო ერთჯერადი და უბრალო. წყვილი ერთმანეთს ორი კვირის განმავლობაში ინტიმური ურთიერთობისთვის ხვდებოდნენ. როგორც ცნობილია, 29 წლის მასწავლებელს და მის მეორე კურსის მოსწავლეს შორის ურთიერთობა სოციალურ ქსელის - Snapchat-ის მეშვეობით დაიწყო, სადაც ისინი ერთმანეთს ფოტოებს უგზავნიდნენ, რაც სქესობრივ ურთიერთობამდე გადაიზარდა. სასამართლოს თანდასწრებით 29 წლის კეტრინ მიშელ უილმუთმა დანაშაული აღიარა. მოსამართლემ უილმუთი 10 000 დოლარის სანაცვლოდ გაანთავისუფლა, მაგრამ უილმუთი უმაღლეს სკოლიდან სამუდამოდ მოხსნილ იქნა. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 459 11-ს მოსწონს
|