x
მეტი
  • 30.06.2024
  • სტატია:135688
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510053
იმნება თუ არა დღესდღეობით უფრო მყარი ოჯახები? რა იყო 20 წლის წინ და რა იქნება 20 წლის შემდეგ??
არსებობს გარკვეული სტატისტიკა, რომელიც ადგენს შექნილი ოჯახების რა მაჩვენებელი დასრულდა გაყრით და ცდილობს გამოიკვლიოს გამომწვევი მიზეზები. სტატისტიკასთან ერთად მინდა პირადი შეხედულებებიც გამოვხატო ქართველ წყვილებთან დაკავშირებით, როგორია მათი დამოკიდებულება და ქცევა ასაკობრივი ცვლილებების შესაბამისად.


image






















საქართველოში უფრო ხშირად განქორწინდებიან, ვიდრე ქორწინდებიან. ეს ტენდენცია ბოლო წლებში დაფიქსირდა და მას სტატისტიკის ეროვნული სამსახური გვთავაზობს. განქორწინების მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით თითქმის 13 პროცენტითაა გაზრდილი. როგორც მონაცემებით ირკვევა, ყველაზე ხშირად ოჯახი შექმნიდან ერთი წლის განმავლობაში ინგრევა, თუმცა გასულ წელს ისეთი შემთხვევებიც გვქონდა, როცა ოჯახი ათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაინგრა.


დემოგრაფ ავთო სულაბერიძის თქმით, 1990-2000 წლებში განქორწინების დონის შემცირება სავარაუდოდ ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ვითარებით იყო გამოწვეული. 2009 წლიდან კი განქორწინების შემთხვევები ისევ იზრდება.


დღესდღეობით განქორწინების პროცედურები გამარტივებულია, შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულებაც. ადამიანები აღარ ღელავენ რას ამბობენ მასზე მეზობლები, ნათესავები და მარტივად იღებს გადაწყვეტილებას.
2001 წლის სტატისტიკით, განქორწინებულთა რაოდენობა 1987 შემთხვევას შეადგენდა, 2014 წლის მონაცემებით კი 9 119 -ს.


2015 წლის მონაცემებით განქორწინების სტატისტიკა ასეთი იყო :


თბილისი - 3 346

აჭარა - 678

გურია - 188

იმერეთი - 1 423

კახეთი - 671

მცხეთა-მთიანეთი - 208

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 44

სამეგრელო ზემო-სვანეთი - 791

სამხე-ჯავახეთი - 207

ქვემო ქართლი - 1 036

შიდა ქართლი - 527

ეს რაც შეეხება სტატისტიკას და ზოგად მაჩვენებელს, მაგრამ მინდა იმაზე ვისაუბრო რასაც ვხედავ. ვაკვირდები ახალგაზრდა, საშუალო და მოხუც წყვილებს. ძირითადად

საშულაო ფენის წარმომადგენლებს, რომლებიც მხვდებიან ქუჩაში, საზოგადოებრივ

ტრანსპორტში, ჰიპერმარკეტებსა თუ სხვა თავშეყრის ადგილებში.ვაკვირდები ასევე "დეტალს", ე.წ "კალიცოს" რომელიც არაფრის მთქმელია, მაგრამ ჩემში

სტაბილურობის, შენარჩუნების ასოციაციას იწვევს, ვაკვირდები მათ დამოკიდებულებას,

მიმართვის ფორმებს, (იშვიათ შემთხვევაში)მათი ერთად გატარებული დროის რაოდენობას, ერთად გამოჩენას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში,

მეგობრების წრეებში, თეატრსა თუ კინოში. ათას წვრილმან დეტალს რაც კონკრეტულ

წყვილზე კონკრეტულ წარმოდგენას, შემდეგში კი ზოგად შეხედულებას შემიქმნის .


პირველ რიგში საშუალო ასაკის წყვილებზე ვისაუბრებ, ასაკი (40 - 60 წელი) :


ხშირ შემთხვევაში ქართველი საშუალო ასაკის წყვილებს 18-25 წლიანი თანაცხოვრება

აკავშირებთ, გადართული არიან სხვადასხვა ყოფით საკითხებზე როგორიცაა, პირველ

რიგში შვილები, მათი განათლება, სამსახური, სამსახურის პრობლემები... შესაბამისად ერთმანეთისთვის ნაკლები დრო რჩებათ. თავისუფალ დროს დროის ერთად გატარების

ნაცვლად ქალებს ურჩევნიათ მშვიდი დასვენება ან მეგობრებთან სასიამოვნო საღამოს

გატარება, მამაკაცებს კი ტელევიზორთან ან "ძმაკაცებთან" ერთად ლუდის დალევა. თანაცხოვრება ემსგავსება რუტინას, რომლის გასაახლებლად ფიქრის დრო ნაკლებად გრჩება. ასეთი სახით გადის ერთი თავისუფალი კვირა დღე და შემდეგი კვირაც წინას

ემსგავსება. (რა თქმა უნდა არსებობს განსხვავებული წყვილები, განსხვავებული

დამოკიდებულებით და ქმედებით)



ხანშიშესული წყვილები, ასაკი: (60 -75წლები)

image



















ტრადიცულად ქართველი მოხუცი წყვილები არიან არა თუ "ქალები" და "კაცები", არამედ უბრალოდ მხოლოდ "ბებიები" და "ბაბუები". უმეტეს

შემთხვევაში მზრუნველი და შვილიშვილების სურვილებით, უფრო შესაბამისია "ხუშტურებით" მცხოვრები.

ხშირ შემთხვევაში არ გააჩნიათ პირადი ცხოვრება და აღარც პირადი სივრცე.

აღარ დადიან ერთად საზოადოებრივი თავშეყრის ადგილებში, არც მეგობრებთან და

შესაბამისად თეატრი და კინოს უცხო გარემოა მათთვის...

ბებიების ამოსავალი წერტილია - შვილიშვილი, სამოძრაო სივრცე - ბაზარი, მაღაზია, სამზარეულო. ბაბუების კი - იშვიათად სამსახური, "ბირჟა".

იშვიათად, მაგრამ მინახავს ერთად მოსეირნე ტკბილი მოხუცები, რომელიც ვფიქრობ

ნებისმიერი გრძნობების ადამიანში დადებით ემოციებს იწვევს.



ახალგაზრდა წყვილები, ასაკი (20 - 40 წლები)

image













სტატისტიკა გვეუბნება, რომ გაყრის მაჩვენებელი სხვა წლებთან შედარებით იზრდება და მატულობს ყოველ წლიურად... ამ ასაკში ხშირია თავისუფალი ურთიერთობები, ადამიანი ძიებაშია.

ეძებს ერთადერთს და განუმეორებელს და ხშირად ძებნის პროცესში ის ერთადერთი ხან "მესამეა", ხან "მეოთხე". საბოლოოდ გვირგვინდება დაოჯახებით ან გრძელდება ძიება.

მოკლედ ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და საბოლოოდ ყველა ისე ცხოვრობს როგორც თავად სურს და ასეც უნდა იყოს, თუმცა ჩემი დაკვირვება იმ წყვილებს ეხება, რომლებმაც თავისი ნებით, განგების ძალით, საოცრებით თუ სხვა მიზეზით. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ერთმანეთი იპოვეს და ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირეს...

ვფიქრობ, ამ ასაკის ასეთი წყვილები, რომლებიც დღესდღეობით არიან, ჩემი დაკვირვებით მათ ზუსტად იციან რა უნდათ, გეგმავენ მომავალს და არ აქვთ პრობლემა თუ ქალი დასაქმებულია და აქვს ინტერესები, ინტერესები რომელიც შვილებს და სამზარეულოს სცდება. არ არის პრობლემა თუ რიგ შემთხვევაში ქალი იქნება დომინანტი და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რასაც აქამდე მხოლოდ მამაკაცი წყვეტდა, არ ერიდებათ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გრძნობების გამოხატვა ( გარკვეულ საზღვრებში მოქცეული ეს სასიამოვნო სანახავია) ეს ნიშნავს მამაკაცს უყვარს ქალი და გარშემო მყოფებს მიანიშნებს ამაზე... ანაწილებენ დროს რაციონალურად, ცდილობენ მეგობრების გარდა დრო ერთად ყოფნასაც დაუთმონ, ბუნებაში გასვლით, თეატრსა თუ კინოში წასვლით და არ აქვს მნიშვნელობა ამას კაცი მოიფიქრებს თუ ქალი, არაა ეს "სირცხვილი" თუ საყვარელ ადამიანს შენ დაუგეგმავ რომანტიულ დღეს, და არ დაელოდები როდის მოიცლის შენთვის სამსახურის და ძმაკაცების შემდეგ, როგორც ეს ადრე ნორმალური ამბავი იყო.


თუ ამ ასაკის წყვილებმა ისევ გააგრძელეს დროის რაციონალურად განაწილება, სითბოსა და სიყვარულის შვილებთან ერთად ერთმანეთის მიმართ გამოხატვა, 20 წლის შემდგომი სტატისტიკა აუცილებლად იქნება წინა წლებთან შედარებით სასიამოვნო. დემოგრაფიული პრობლემებიც გამოსწორდება...რა თქმა ამ აზრში პოზიტიური განწყობა უფრო მეტია, მაგრამ არსებობს პოზიტივის არსებობის რეალური საფუძვლები.


ყველა ასაკობრივი ზღვარი არის ჩემს მიერ მოფიქრებული და ეს დაკვირვებაც ჩემია, იმედია არ ვცდები ახალგაზრდებში, რაც შეეხება საშულო და ხანშიშესული წყვილების შემთხვევას ვისურვებდი ჰქონდეთ მეტი თვისუფალი დრო და მეტი პირადი ცხოვრება ამ შემთხვევაში ცხოვრებაც უფრო სასიამოვნო და ბედნიერი იქნება. მართალია ბევრი ეკონომიური და სოციალური პრობლემა არსებობს საზოგადოებაში და დღევანდელ რეალობაში მაგრამ ის მაინც შევცვალოთ რაც ჩვენზეა დამოკიდებული -

ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება.


იპოვეთ დრო, რომ იპოვოთ საკუთარი თავი !















0
101
2-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0